კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თოვლით დანაყრებულები #4

ანუ გაავებულები

 მართალია, დასავლელი პოლიტლიდერები ერთობ დაუტკბნენ რფ-ის პრეზიდენტს და ერთ-ერთმა ახლად დანიშნულმა აშშ-ელმა მაღალჩინოსანმა ისიც კი განაცხადა, რომ სანქციებმა ჯეროვანი შედეგი ვერ გამოიღო, ვინაიდან რუსი ხალხი გამძლეაო (თოვლითაც კი დანაყრდებიანო), მაგრამ დიდ რუსეთში ესმით, რომ მთლად ჰაერითაც ვერ შეავსებენ ბიუჯეტს.
ჰოდა, რაკი ვერ შეავსებენ, გავრცელებული ინფორმაციით, რფ-ის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მხარი დაუჭირა ვლადიმირის ოლქის გუბერნატორის ინიციატივას, რომ თითოეულმა სოკომ, კაკალმა თუ მარწყვმა სახელმწიფოს ხაზინაში შემოსავალი უნდა მოიტანოს.
იცით, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს ტყის ნობათის შეგროვება უყვართ, თუმცა, სავარაუდოდ, ამ სიამოვნებაში ამიერიდან ფულის გადახდაც მოუწევთ (სახელდობრ, ლიცენზიის აღება): მარწყვის შეგროვებისთვის – 4 500 რუბლის, კაკლის შეგროვებისთვის – 6 000 რუბლისა.
ამთავითვე აშკარაა, რომ ლიცენზიების დაწესება იოტისოდენადაც ვერ შეარყევს პრ. პუტინის სკამს, თუმცა, სამაგიეროდ, კიდევ უფრო გააავებს მოსახლეობას, რომელსაც, ცხადია, ჯავრს ისევ და ისევ ჩვენნაირებზე ამოაყრევინებენ. –

скачать dle 11.3