კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ იხსნის ნუცა ბუზალაძე 13-კარატიან ბრილიანტის სამაჯურს და რატომ არ დამალავს ის სხეულის ლამაზ ადგილებს #3

მომღერალ ნუცა ბუზალაძისთვის ეს წელიწადი ზღაპრულად დაიწყო და იმედი აქვს, ეს ზღაპარი „ევროვიზიის“ სცენაზეც გაგრძელდება. შესარჩევი კონკურსი სულ მალე გაიმართება და მასში ნუცაც მონაწილეობს. როგორც თავად ამბობს, გამარჯვების შანსიც აქვს და ამაში, ის გამოცდილებაც დაეხმარება, კონკურსებზე რომ დააგროვა. ხოლო, რატომ არ უნდა მას გათხოვება, როგორ აღმოჩნდა საკუთარი თავის მაჭანკალი და რის გამო არ იხსნის ხელიდან ბრილიანტის ძვირად ღირებულ სამაჯურს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნუცა ბუზალაძე: ახალ წელს ჩაფიქრებული სურვილები ყოველთვის მიხდება. ეს წელიც დატვირთულად დაიწყო. იმედია, ასე გაგრძელდება და ახალ წარმატებებსაც მივაღწევ. ყოველ შემთხვევაში, მე თავს არ დავზოგავ და მაქსიმუმს დავდებ. სხვათა შორის, წელს, ყველაზე გამორჩეულად შევხვდი ახალ წელს საირმეში. სასტუმროს ხელმძღვანელობამ დამირეკა და დამპატიჟა, პირველად მქონდა ასეთი ჯადოსნური და საოცარი ახალი წელი. ნამდვილ სამოთხეში ამოვყავი თავი. წარმოიდგინეთ, შუა ზამთარში, ახალ წელს, ღია ცის ქვეშ, თოვლში, აუზში შიშველი რომ ბანაობ და არ გცივა, რა მაგარია (იცინის). სურათებიც გადავიღე და დავდე სოციალურ ქსელში. მწერდნენ, რას გადარიე ეს ხალხი ამ შუა ზამთარში საცურაო კოსტიუმით, მკერდმოშიშვლებულმაო. რა ვქნა, მაქვს ეს მკერდი და ხომ არ მოვიჭრი? (იცინის) თან, რაც კარგი გაქვს ქალს, ვფიქრობ, უნდა გამოაჩინო. ჰოდა, მეც ვაჩენ. მოკლედ, შესაშური ახალი წელი მქონდა (იცინის). მართალია, თოვლის ბაბუამ ვერ მომაგნო საირმეში, მაგრამ საკუთარ თავს თავად გავუკეთე საჩუქრები. ადრე,  ახალ წელს სულ გადარბენები მქონდა – ხან მანქანაში და ხან აეროპორტში ვხვებოდი. წელს კი დასვენებული შევხვდი და თან, ნასიამოვნები. არ დამავიწყდება, ორი წლის წინ, მე და ნოდიკო ტატიშვილს ახალი წელი გზაში დაგვეწია. ვერ მოვასწარით ადგილამდე მისვლა და ბენზინგასამართ სადგურზე ვულოცავდით ერთმანეთს (იცინის). გასულ წელს, ძალიან ბევრი ცხოვრებისეული გაკვეთილი მივიღე ადამიანებისგანაც და ისეც. ამ წელს კი, მინდა მსოფლიო დავიპყრო (იცინის). დიდი ამბიცია და მიზნები მაქვს და ეს ძალიანაც სწორია. ამბიციის გარეშე, წარმატებებს ვერ მიაღწევ. მთავარია, შენი ამბიციები სხვებს არ მოახვიო თავს. მე ჩემს ამბიციებს მიზნის მისაღწევად ვიყენებ და არა იმისთვის, სხვებზე მაღლა ვიდგე. ავადმყოფურად ამბიციური არ ვარ (იცინის).
– ვიცი, ფინანსურად დამოუკიდებელი და საკუთარი შემოსავლებით კმაყოფილი ხარ. თუ გიყვარს ფულის ხარჯვა და ყველაზე დიდი თანხა რაში გეხარჯება?
– 16 წლიდან ფინანსურად დამოუკიდებელი ვარ. გადაწყვეტილებების მიღებაც კი დამოუკიდებლად მიყვარს, თუ შეცდომა მომივა, სხვა რომ არ დავადანაშაულო. ფულის ხარჯვა ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით, როცა საჩუქრებს ვუკეთებ ახლობელ ადამიანებს. თუმცა, ისეთი ბევრი  არ მყავს, რომ რაღაც ვაჩუქო და გავახარო. ვინც მყავს და მიყვარს, მათთვის არაფერი მენანება. გაჭირვებულებსაც ხშირად ვეხმარები, თუმცა ამაზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობ. მიყვარს ფულის სწორად გადანაწილება და რაც მინდა, ყველა სურვილს ვისრულებ. ყველაზე დიდი თანხა კი ტანსაცმელში მეხარჯება.
– თქვი, მიყვარს საჩუქრის გაკეთებაო. შენ თუ გიკეთებენ თაყვანისმცემლები ძვირად ღირებულ საჩუქრებს?
–  რაც ახალი წელი დაიწყო, ექვსი მთხოვნელი გამომიჩნდა და ამაზე დიდი საჩუქარი რაღა გინდათ? (იცინის) ვხუმრობ, ჩემს სახლში მეკვლე თავად ვიყავი და ეს რა კარგი ფეხი მქონია, საკუთარი თავის მაჭანკალი გამოვდექი-მეთქი. დოლარები შემოვყარე, ბარაქა და ჯანმრთელობა ვინატრე, მაგრამ ექვსი საქმრო ნამდვილად არ მისურვებია (იცინის). სხვათა შორის, ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი საჩუქარი, იურმალაში მაჩუქეს – 13-კარატიანი ბრილიანტის სამაჯური. რომ გავიკეთე, ვთქვი, არ მოვიხსნი-მეთქი და სულ მაჯაზე მიკეთია. ასე რომ, მეც სასურველი სარძლო ვარ (იცინის). ისე, თაყვანისმცემლებისგან არ ვიღებ ძვირად ღირებულ საჩუქრებს. არ მინდა, მათგან დავალებულად ვიგრძნო თავი. დედაჩემს აძლევენ ჩემს საჩუქრებს და ის მახვედრებს. ვუბრაზდები, რატომ ართმევ, არ მინდა-მეთქი.
– ერთხელ მითხარი, არ მინდა, პოპულარული პირადი ცხოვრებით გავხდეო. თუმცა, როცა ცნობილი ხარ, ჭორებს და პირადულზე საუბარს, ვერ აცდები...
– არ მინდა, ჩემი პირადი ცხოვრება განხილვის საგანი გახდეს. არ მაქვს იმის გაჭირვება, პიარი სკანდალებითა და ჭორებით გავიკეთო. ბევრი ჭორი გამიგია ჩემზე. მაგალითად, რატი გაჩეჩილაძის შეყვარებული ვიყავი, შვილი მყავდა საყვარელი მამაკაცისგან, მერე სხვები შევიყვარე... მარტო თანამდებობის პირებთან არ მაწყვილებენ. რამდენჯერაც არ უნდა ვთქვა, ჭორებს არ ვუსმენ-მეთქი, მაინც მოქმედებს. მე თავი დავიპროგრამე, რომ ჯერ არ ვთხოვდები.
– ბოლო დროს საკმაოდ სექსუალური, ქალური იმიჯი მოირგე. ეს შენი ასაკისთვის ცოტა ნაადრევი ხომ არ არის?
– აღნაგობა მაქვს ისეთი, თუ ქალურად ჩავიცვი, სექსუალური ვჩანვარ. თუმცა, მე ძალიან მომწონს და თავდაჯერებულიც ვარ ასე ჩაცმული. სცენაზე რომ დგახარ, სექსუალურიც უნდა იყო, სასურველიც და მიმზიდველიც, თუმცა, არა ყველასთვის ხელმისაწყვდომი. ადამიანის ტემპერამენტი და ენერგეტიკა შიგნიდან მოდის, ამას ვერ შეიძენ. ამიტომ, რაც გიხდება, ის უნდა გეცვას და არა მოდას აყოლილმა იარო და სასაცილოდ გამოიყურებოდე. ბავშვობიდან სულ მინდოდა ვარსკვლავობა და ზღაპრული ცხოვრება. ვფიქრობ, ნელ-ნელა, მივალ იმ ეტაპამდე, რაზეც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი. მთავარია, ჯერ არ გავთხოვდე (იცინის). ძალიან მიყვარს იანვარი – ახალი წელი, ბედობა, შობა, დედას დაბადების დღე 10 იანვარს, ძველით ახალი წელი და ჩემი დაბადების დღე, 28 იანვარს. მე და დედა ერთ თვეს ვართ დაბადებული და  ამაშიც ერთმანეთს ვგავართ.  ბოლო წლებია, მე ვუხდი დაბადების დღეს და წელს, ისეთი ვარდებიანი ტორტი მივართვი, ნამდვილი გაზაფხული მოვუწყვე ამ შუა ზამთარში. ზოგადად, არ ვენდობი ადამიანებს და დედაა ერთადერთი, ვისაც თვალდახუჭული ვანდობ ჩემს ცხოვრებას. ასე რომ, იანვარი ჩემი თვეა და ახლა, ამას დაემატა 20 იანვარი –„ევროვიზიის“ ქასთინგი.
– ნუცა, რატომ გადაწყვიტე, „ევროვიზიის“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა? ეს შენი სურვილი იყო თუ გირჩიეს?
– არავის ურჩევია, ეს გადაწყვეტილება თავად მივიღე. ყველა კონკურსზე გამიმართლა და იმედი მაქვს, „ევროვიზიაზეც“ გავიმარჯვებ. ამის დიდი სურვილი მაქვს. ადრე, არ მინდოდა, ვფიქრობდი, რომ პოლიტიკური იყო და თან, არც მეცალა. წელს კი, აზრი შემეცვალა – რატომაც არა? მთელი მსოფლიო გიყურებს და თუ მართლა საუკეთესო ხარ, აუცილებლად შეგამჩნევენ და გაგამარჯვებინებენ. კონკუსებში დიდი გამოცდილება მაქვს. მიმართლებს, მოგების ჟინიც მაქვს და თან, მჯერა ჩემი მონაცემების. განსხვავებული ვიქნები იმითაც, თავი რომ დავანებოთ სიმღერას, შოუს დადგმა და თამაში მეხერხება სცენაზე. თან, ძალიან კარგი სიმღერა მაქვს, ბრიტანეთში დამიწერეს და გამომიგზავნეს. ეს ახალი სიტყვა იქნება და ვფიქრობ, 20 იანვარს გამიმართლებს და საქართველოს „ევროვიზიაზე“, წელს მე წარვადგენ.

скачать dle 11.3