კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ბარბარე მანტკავა დავით ბაქრაძის თანაშემწე და როგორი ნათლიაა მისთვის გივი თარგამაძე #3

ძალიან ლამაზი, მდიდარი, მოწესრიგებული, ნაზი და განათლებული გოგო – ბარბარე მანტკავა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო სერიების ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური პერსონაჟია. მის როლს მარიშკა ჯავახაძე ასრულებს, რომლისთვისაც ეს, ეკრანზე გამოჩენის პირველი შემთხვევაა. რით იყო აქამდე დაკავებული, რას ფიქრობს საკუთარ გმირზე, ჰგავს თუ არა მას და რის გამო ეცოდება, ამას მისგან შეიტყობთ.
მარიშკა ჯავახაძე: სერიალამდე ვსწავლობდი „ჯიპაში“, ახლახან დავამთავრე სახელმწიფო მართვის ფაკულტეტი. ვმუშაობდი პარლამენტში ბატონ დავით ბაქრაძის თანაშემწედ. სტაჟირება გავიარე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ და ახლა ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ვიწყებ მუშაობას. თუმცა, ეს კერძო სექტორია, პოლიტიკის მიმართულებით – აღარ.
– პოლიტიკაში როგორ აღმოჩნდი?
– ჩემი ოჯახის ძალიან ახლობლები არიან პოლიტიკოსები. გივი თარგამაძე ნათლიაჩემია, ხათუნა გოგორიშვილი – დედაჩემის დაქალი, მე თვითონ მიშა მაჭავარიანის შვილის ნათლია ვარ, გიგი უგულავა, გოკა გაბაშვილი და კიდევ ბევრი, ძალიან ახლობლები არიან. 2012 წელს, როცა არჩევნები წააგეს, გადავწყვიტე, ჩემი თანადგომა გამომეხატა, მივსულიყავი და მეთქვა, რამე ხომ არ გჭირდებათ-მეთქი? თუმცა, ბევრ რამეში, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებოდი და მიმაჩნია, რომ შეცდომები იყო დაშვებული. თუმცა, მათ გვერდით უნდა ვმდგარიყავი.
– პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდი როგორ გახსენდება?
– პოლიტიკური მოღვაწეობა ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. რიგითი თანამშრომელი ვიყავი. ძალიან კარგი პერიოდი იყო, ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. მთელი საქართველო მოვიარე და დიდი გამოცდილება მივიღე. თუმცა, ძალიან რთული იყო, გავხდი ინტერნეტ-ბულინგის მსხვერპლი. „ფეისბუქზე“ ყველა ჩემს სტატუსს და ფოტოს ძალიან ცუდი გამოხმაურება მოჰყვებოდა ხოლმე. გიგი უგულავასთან ან გივი თარგამაძესთან გადაღებულ სელფს რომ დავდებდი, კომენტარებში წერდნენ: „თქვე, ნაძირლებო“ და მსგავსი შინაარსის ტექსტებს, რაც ჩემთვის რთული გადასატანი იყო. თუმცა, მერე მივეჩვიე და აღარც ვპასუხობდი. ესენი არ იყვნენ ჩემთვის უბრალო თანამშრომლები. ჩემი მეგობრები არიან და ვერ ვხვდებოდი, რატომ არ უნდა გადამეღო მათთან ფოტო – იმიტომ, რომ ვიღაც არ გამეღიზიანებინა? ეს ჩემთვის მიუღებელია, თვითონ შეიკავონ თავი კომენტარებისგან.
– პოლიტიკური კარიერის გაკეთების სურვილი არ გაგიჩნდა?
– ნადვილად არა. ეს ჩემს ასაკში ძალიან ადრეა. უმჯობესია, ჯერ გამოცდილება დავაგროვო, მაგრამ ვფიქრობ, პოლიტიკოსი ჩემგან არც მომავალში დადგება.
– ოჯახის წევრებიც პოლიტიკაში არიან ჩართულები თუ საიდან, ასეთი პოლიტიკური სამეგობრო?
– მამაჩემი ამ სფეროს საერთოდ არ ეხება, ის ლიტერატურული გაზეთის მთავარი რედაქტორია. მაგრამ, ის და გივი თარგამაძე პირველი კლასიდან ერთად მოდიან. დანარჩენებს რაც შეეხება, დედაჩემის ქმარი გახლდათ რეზო ადამია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, შემდეგ – უმრავლესობის ლიდერი და მერე საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი „გაეროში”. ისე მოხდა, რომ ცალკე დედაჩემს, ცალკე მამაჩემს და ცალკე დედაჩემის ქმარს სამეგობრო წრე ჰყავთ „ნაციონალურ მოძრაობაში“. საბოლოოდ, სამივე წრემ ჩემთან მოიყარა თავი (იცინის).
– ამ სფეროდან სერიალში როგორ მოხვდი?
– სერგი კაპანაძემ გამაცნო სერიალის პროდიუსერი ირაკლი საღინაძე. მერე მე და ირაკლი „ფეისბუქზე“ დავმეგობრდით. ჩემი ფოტოები ნახა და ალბათ, ამიტომ აღმოვჩნდი სერიალში, რისთვისაც დიდი მადლობა მას.
– ჰგავხარ ბარბარე მანტკავას?
– აბსოლუტურად არაფრით არ ვგავარ. ჩემგან რადიკალურად განსხვავებული გოგოა. ბარბარე მანტკავა მეცოდება. რეალობას აცდენილი და ბაბუამისის მსხვერპლია. საქართველოში მშობლები და ბებია-ბაბუა იმდენად აქცევენ საკუთარი გავლენის ქვეშ ბავშვს, რომ შემდეგ, ის მათი აზროვნების მსხვერპლი ხდება, რაც ძალიან სამწუხაროა. ბარბარეც იმდენად ჩაკეტილ გარემოში გაიზარდა, რომ რეალობას ასცდა და იმასაც ვერ ხვდება, რომ მაქსიმეს არ უყვარს. ბარბარე ძალიან ნაზია. ამით, ალბათ, ცოტათი ვგავარ, მაგრამ მთლად მასავით ნაზი ყვავილი არ ვარ (იცინის).
– რეალურ ბაბუასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
– მე ძალიან მაგარი ბაბუა მყავს – ვახტანგ ჯავახაძე. ის ძალიან ცნობილი მწერალია. გალაკტიონის შესახებ აქვს დაწერილი წიგნი „უცნობი” და მისით ვამაყობ. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, ძალიან დემოკრატიული ოჯახი და მეგობრული დამოკიდებულებები გვაქვს. მე და ბაბუა ბევრს ვჭორაობთ ხოლმე (იცინის).
– როგორც ვიცი, ამერიკაში ცხოვრობდი.
– კი, როცა დედაჩემის მეუღლე „გაეროში” ელჩად დანიშნეს, მთელი ოჯახი ამერიკაში წავედით საცხოვრებლად და ხუთი წელი იქ გავატარე. შემდეგ ლონდონში ვსწავლობდი და ოთხი წელი იქ ვიყავი, ბიზნესადმინისტრირებას ვსწავლობდი. საბოლოო ჯამში, საქართველოში ცხრა წლის შემდეგ დავბრუნდი. თუმცა, წლის განმავლობაში ოთხჯერ-ხუთჯერ მაინც ჩამოვდიოდი. ძალიან კარგად მახსენდება იქ ცხოვრების წლები, განსაკუთრებით ნიუ-იორკი მიყვარს, მაგრამ საქართველო ყოველთვის მენატრებოდა.
– ბარბარემ ფრანგული იცის კიდევ კარგად.
– ჰო, მე არ ვიცი ფრანგული (იცინის).
– სხვა ინტერესი თუ გაქვს?
– უპირველესად, ძალიან მინდა სწავლის გაგრძელება, სავარაუდოდ, პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით. გარდა ამისა, ძალიან მინდა, გავაკეთო ცხოველთა თავშესაფარი და დიდი იმედი მაქვს, პარლამენტი გაამკაცრებს კანონს ცხოველთა მოვლა-პატრონობის შესახებ. მინდა, ამ საქმეს ბოლომდე მივყვე. ამ თემით ძალიან დაინტერსებულია ელენე ხოშტარია და იმედი მაქვს, ამ თვალსაზრისით რამე ძვრები იქნება, რაღაცას უკეთესობისკენ შევცვლით.
– ცოტა ხნის წინ ბარბარე მანტკავას საოცარი სახლის ფოტოები გავრცელდა – იყიდებოდა. ეს სახლი სინამდვილეში შენია?
– არა, ჩემი სახლი არაა. ის სერიალისთვის იპოვეს და სინამდვილეში, ვისია, ნამდვილად არ ვიცი.
– ბარბარესთვის მაქსიმე პირველი სიყვარულია. შენ თუ ყოფილხარ ან ხარ შეყვარებული?
– ახლა არავინ მიყვარს, მაგრამ მყვარებია, თან ძალიან და დიდი ხნით. აღმოჩნდა, რომ სიყვარულში ძალიან ერთგული ვარ. ეს გრძნობა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ საბოლოოდ, დამთავრდა. ოჯახი არ შეგვიქმნია. დაქორწინებული ვიყავი სხვაზე, მაგრამ ამ თემაზე არ ვლაპარაკობ. ახლა დაქორწინებული აღარ ვარ.
– თაყვანისმცემლებთან როგორი ხარ?
– არ მიყვარს თაყვანისმცემლებისთვის ტყუილი იმედის მიცემა. თუ ვხვდები, რომ შანსი არაა, ამას პირდაპირ ვეუბნები, მაგრამ შეიძლება ვემეგობრო კიდეც, გააჩნია ადამიანს.
– ბოლოს, მითხარი, ახალი წელი როგორ გაატარე?
– ახალ წელს ოჯახთან ერთად სახლში შევხვდი და მერე ნათლიაჩემთან, გივი თარგამაძესთან წავედი სახლში. უკვე ტრადიციასავით გვაქვს, ყოველ ახალ წელს საკუთარ სახლებში შეხვედრა, მაგრამ მერე ყველანი გივისთან ვიკრიბებით ხოლმე. გივი ყველაზე მაგარი ნათლიაა. ძალიან ერთგული და თავის ქვეყანაზე უზომოდაა შეყვარებული. ბევრს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ ძალიან გულჩვილია. იმდენად, რომ ჩემი ეკრანზე გამოჩენა მისთვის ძალიან გულისამაჩუყებელი იყო.
– როგორ შეგაფასა?
– ზოგადად, ჩემი მშობლები და მათი მეგობრები ამას მაინცდამაინც სერიოზულად არ უყურებენ და სულ „დამცინიან,“ მეხუმრებიან (იცინის).
– შენ თუ უდგები სერიოზულად ამ პროფესიას?
– მე მსახიობი არ ვარ, მაგრამ ამ სერიალზე იმდენად მაგარი გუნდი მუშაობს, რომ ყველაფერს მიმარტივებენ და მეც დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები ამ საქმეს. თუ კიდევ იქნება სხვა შემოთავაზება, მისაღები როლი და რეჟისორი, რატომაც არა, მომავალშიც დავთანხდები. აი, გიორგი ლიფონავას აუცილებლად დავთანხმდებოდი (იცინის).

скачать dle 11.3