კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საუკეთესო ადგილი თქვენი პატარების აღზრდისა და განათლებისთვის #3

UG ბაღში ვირუსის საწინააღმდეგო ჰაერის გამწმენდი ფილტრი დაამონტაჟეს 

გასულ წელს UG  ბაღი წლის საუკეთესო საბავშვო ბაღად დასახელდა. ჩვენმა მკითხველებმა მას მიანიჭეს პრიორიტეტი, როგორც ადგილს, სადაც ზრუნავენ ბავშვების აღზრდაზე, მათ საუკეთესო განათლებასა და წარმატებებზე.  საბავშვო ბაღში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პატარების შემოქმედებით თვითგანვითარებას, მათ სოციალურ ადაპტირებასა და სპეციალური საზეიმო განწყობის შექმნას. მართლაც არაჩვეულებრივი საახალწლო განწყობა შეიქმნა UG  ბაღში, სადაც ყველა ჯგუფის აღსაზრდელებს სპეციალური საახალწლო საჩუქრები გადაეცათ ბაღის ადმინისტრაციისგან. თავად პატარებმა კი, მათივე თვითშემოქმედებით ულამაზესი სანახაობა წარმოადგინეს. ზოგადად, „საქართველოს უნივერსიტეტი“, მასთან არსებული სკოლა და UG ბაღი თქვენი შვილების აღზრდის, პიროვნებად ჩამოყალიბების, საუკეთესო განათლებისა და წარმატების გარანტია.
ელა მაზმანოვა (UG ბაღის ადმინისტრაციის უფროსი): ჩვენს პედაგოგებს აქვთ პედაგოგიური და ფსიქოლოგიური განათლება, ყოველწლიურად უტარდებათ ტრენინგები და ამისთვის უნივერსიტეტიდან ვიწვევთ პროფესორებს. ჩვენ ვცდილობთ, პედაგოგებს მივცეთ ღირსეული ანაზღაურება მეტი მოტივაციისთვის. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ კვებას, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ბავშვებს ვაძლევთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. ყოველდღიურად მოდის ახალ-ახალი პროდუქტი, რომელიც იმ დღესვე თავდება. არავითარ შემთხვევაში, არ ვიყენებთ გაყინულ პროდუქციას. შარშან ჩვენთან, სრულიად მოულოდნელად, შემოვიდა შემოწმება. განსაკუთრებულად შეამოწმეს ჩვენი სამზარეულო და იმდენად აღფრთოვანდნენ, გვითხრეს – ასეთი დონის ბაღი ჯერ თბილისში არ გვინახავსო. რაც შეეხება ჰიგიენას, ვფიქრობ, ამაზე ყურადღების გამახვილება, უბრალოდ, ზედმეტია. ეს საკითხი უმაღლეს დონეზე გვაქვს მოგვარებული როგორც ბაღში, ასევე სკოლასა და უნივერსიტეტში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებულ კონტროლზე ავიყვანეთ, საყოველთაო ვირუსულ ფონთან ბრძოლა. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვამონტაჟებთ camfil-ის ჰაერის გამწმენდ მოწყობილობას, რომელიც ძვირად ღირებული ფუფუნებაა და არცერთ საბავშვო ბაღს არ აქვს საქართველოში. მხოლოდ ევროსტანდრატებით აღჭურვილი კლინიკების საოპერაციო ბლოკშია განთავსებული. ჩვენთვის ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა უპირველესი პრიორიტეტია და ამიტომ, ვამაყობთ ამით.
UG ბაღში, ქართველებთან ერთად, ბევრი უცხოელი აღსაზრდელიც გვყავს. თუმცა, ბავშვებს შორის კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს, რადგან მათ აქვთ რუსული და ინგლისური ენის გაკვეთილები. ერთმანეთთან ურთიერთობა კი კარგი პრაქტიკაა მათთვის.  ხშირად მშობლები თავს არიდებენ ბავშვის ბაღში მოყვანას ვირუსების გამო. ურჩევნიათ, ბავშვი სახლში, ძიძასთან ჰყავდეთ. ვირუსებს ვერ ავცდებით, პირიქით, ამის გადატანა აუცილებელიცაა, რომ ბავშვმა მათთან ბრძოლის ერთგვარი იმუნიტეტი გამოიმუშაოს. არ შეიძლება, ბავშვი იყოს მთელი დღე მხოლოდ ძიძასთან, მიუხედავად იმისა, რომ ის ცდილობს, არ იყოს ბავშვი მშიერი, ასეირნოს სუფთა ჰაერზე და დააძინოს თავის დროზე. რაც, რა თქმა უნდა ძალიან კარგია, თუმცა, ამ დროს ბავშვის გონებრივი განვითარება რჩება გვერდზე. ყველა ასაკში ბავშვი უნდა იძენდეს შესაბამის უნარებს. ბაღში ბავშვები ახერხებენ სხვა ბავშვებთან სოციალიზაციას და ურთიერთობების დალაგებას, მასწავლებლების მეთვალყურეობის ქვეშ.
მანანა სანაძე (დამფუძნებელი): ჩვენ მოვიცავთ ბავშვის აღზრდის, პიროვნებად და სპეციალისტად ჩამოყალიბების ყველა საფეხურს. ესენია – საბავშვო ბაღი, სკოლა და უნივერსიტეტი. თავდაპირველად, მოღვაწეობა დავიწყეთ უნივერსიტეტით. 2004 წელს უკვე გვყავდა სტუდენტები. სწავლება დავიწყეთ მაგისტრატურით, თუმცა, მოსული სტუდენტების დაბალმა დონემ გვაიძულა, ბაკალავრიატის შექმნაზეც გვეფიქრა, რაც მალევე განვახორციელეთ. გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და დღეს ყოველწლიურად 2 000-მდე სტუდენტს ვიღებთ. ასეთი რაოდენობით მიღების საშუალება არცერთ კერძო უნივერსიტეტს არ აქვს საქართველოში. ბაკალავრიატში მოსული სტუდენტების დონემ გვიბიძგა, საშუალო სკოლის გახსნისკენ, სადაც ჩვენ ბავშვებს მივცემდით სათანადო განათლებას.  ასე ჩამოვაყალიბეთ სკოლა და გაგვიჩნდა, საბავშვო ბაღის გახსნის იდეაც, სადაც დღეს ბავშვები ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან უნარ-ჩვევას იძენენ. არ შეიძლება, ბავშვს ვაიძულოთ, რომ დღის მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთში ითამაშოს, შემდეგ მოუსმინოს მასწავლებელს, რომელიც უკითხავს ზღაპარს და ასე შემდეგ. როდესაც მასწავლებელი კითხულობს ზღაპარს, იმ მომენტში, ზოგს მოსმენა ურჩევნია, ვიღაცას მანქანით თამაში, ვიღაცას თოჯინის დაძინება... არავითარ შემთხვევაში, არ უნდა შევუზღუდოთ არჩევნის თავისუფლება. მან თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელ კუთხეს შეუერთდეს. გვაქვს სათამაშოების სიმრავლე და ბავშვი თავად წყვეტს, თავისი ინტერესიდან გამომდინარე, რით ითამაშოს. ისინი, ფაქტობრივად, ცხოვრობენ სათამაშოებში. თუმცა, მათი ეს თავისუფლება აუცილებლად უნდა იყოს კონტროლირებადი. სკოლამდელი ჯგუფის ბავშვები თავისუფლად არჩევენ სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურას, ხილს, ბოსტნეულს, ხორბლეულს, აკეთებენ ცომს, ავლებენ ჩურჩხელებს. სწავლობენ ასოების ცნობას, მაგრამ არა კითხვას, ეს უკვე სკოლაში ხდება. ჩვენს სკოლაში სხვა მეთოდით ვასწავლით კითხვას, რაც სწრაფად კითხვის საშუალებას აძლევს ბავშვებს. მათ ყოველდღიურად აქვთ სიმღერის გაკვეთილები, რაც სმენის განვითარებაში ეხმარებათ. ხუთი წლის ასაკში ბავშვები დამოუკიდებლად თამაშობენ ჭადრაკს. ჩამორჩენა იოლია, მისი აღმოფხვრა კი ძალიან რთული. ჩვენ თვითონ ვქმნით თამაშებს, რა დროსაც ბავშვები სწავლობენ ბევრ რამეს და უვითარდებათ აუცილებელი უნარები. ჩვენს ბაღში მაქსიმალური კომფორტია ბავშვების სწორად აღზრდისა და განვთარებისთვის.
მისამართი: თბილისი,
ალექსიძის ქ. ¹8.
საკონტაქტო ტელ: +995 591 99 29 89.
ვებ-გვერდი: www.ug.edu.ge
facebook. ugkids.ge     

скачать dle 11.3