კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ახალი წლის შემდგომ და როგორ მივხვდეთ, როდის ვბლოკავთ საკუთარ ბედნიერებას #3

ადამიანები თავად ვიქმნით წარმატების კოდს, განსაკუთრებით კი, ისეთ დღეებში, როცა პოზიტიური, მაგიური ენერგიებია მომატებული დედამიწაზე. ახლა კი, სწორედ ისეთი პერიოდი დგას, როცა პატარა რიტუალების ჩატარება მომავალში ბედნიერებას მოგიტანთ. როგორც ეზოთერიკოსი, ქალბატონი მანანა ამბობს, იანვარი ყველაზე მეტად ხელსაყრელია იმისთვის, მომავლის შესახებ ინფომარცია მივიღოთ და წარმატებაც დავიბედოთ.

 მანანა: იანვარში ყველამ უნდა იმოქმედოს ისე, რომ მომავალში საკუთარი ბედი უკეთესობისკენ შეცვალოს. ეს მხოლოდ ამ პერიდოში, ანუ ამ მაგიურ დღეებშია შესაძლებელი.  იმ  დღეს, როცა ახალმთვარეობა ემთხვევა და წელს ეს 28 იანვარსაა, მომავალზე გეძლევათ მინიშნება და უტყუარი ინფორმაცია. აიღეთ გამჭვირვალე ჭიქა განიერი პირით და ჩაასხით მასში ახალ მთვარეზე აღებული ონკანის წყალი. მაგიდას თეთრი ქსოვილი გადააფარეთ და დადგით მასზე წყლით სავსე ჭიქა. აიღეთ ერთი მუჭა ბრინჯი, დადექით მაგიდასთან, დახუჭეთ თვალები და იფიქრეთ იმაზე, რისი გაგებაც გსურთ. ეს უნდა გააკეთოთ ღამის პირველ საათზე და ოთახში აუცილებლად მარტო უნდა იყოთ. ჩაიფიქრეთ, მაგალითად: მოგემართებათ თუ არა ხელი ამა თუ იმ საქმეში; უყვარხართ თუ არა ამა თუ იმ პიროვნებას; მოგიტანთ თუ არა დადებით შედეგს სადმე წასვლა და ასე შემდეგ. იმ დროს, როცა ამ კითხვაზე ფიქრობთ, მუჭში ბრინჯი კარგად გაათბეთ, შეიგრძენით ხელში. შემდეგ თვალი გაახილეთ, ბრინჯი ჩაყარეთ წყლიან ჭიქაში და კარგად დააკვირდით, როგორ მიმოიფანტება ბრინჯი ჭიქის ძირზე. თუ აქეთ-იქით, მთელ ფსკერზე მიმოიფანტა, ესე იგი, თქვენს კითხვაზე უარყოფითი პასუხია, თუ ერთად მოგროვდა ჭიქის ფსკერზე – მაშინ დადებითი. ზოგადად, იანვარი, ანუ წლის პირველი თვე,  ძალიან საყურადღებოა, რადგან საშუალებას გვაძლევს, ამ დროს საკუთარი მომავლის შესახებ ინფორმაცია მივიღოთ. ეს სიზმრის მეშვეობითაც ხდება. ამიტომ, კარგად დააკვირდით და დაიმახსოვრეთ ამ პერიოდში ნანახი სიზმრები, რადგან გიწინასწარმეტყველებთ იმ ფაქტებს, მომავალში აუცილებლად რომ მოხდება. სიზმრისგან რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, მისი სწორი ახსნა უნდა შეგეძლოთ. მაგალითად, ახალი წლის დღეებში ნანახი სიზმარი გვკარნახობს, რა მიმართულებით ვიმოქმედოთ, რა ცვლილებები შევიტანოთ პირად ცხოვრებაში, როგორ გავხდეთ წარმატებულები, თავდაჯერებულნი ან თუნდაც, ძლიერები. ზოგჯერ, სიზმარს უფრო შეუძლია ჩვენი ცხოვრების უცნაურობების დამაჯერებლად ახსნა, ვიდრე ცნობილ ფსიქოლოგებს. სიზმრების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ. სიზმარს ყველა ხედავს, მაგრამ ყველა როდი აქცევს ყურადღებას. თუ დამიჯერებთ, გეუბნებით, რომ ახალი წლის შემდგომ დღეებში, არ არის გამორიცხული, სწორედ ღამით სიზმრად მოვიდეს თქვენთან წინასწარმეტყველება და ამას იგნორირებას ნუ გაუკეთებთ. კარგად დააკვირდით, რას ნახავთ ახალი წლის დღეებში და თავად მიხვდებით, რა უნდა შეცვალოთ პირად ცხოვრებაში, რომ უფრო ბედნიერი, იღბლიანი და სასურველი იყოთ წელს. ასე რომ, ახლა ის პერიოდია, როცა შესაძლებელია დაცადო, დააკვირდე და მიიღო ინფორმაცია მომავალზე. გირჩევთ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ასევე, აუცილებელია, მთელი იანვარი პოზიტიურები ვიყოთ, რადგან ადამიანი ფიქრისა და სიტყვების საშუალებით იზიდავს დადებით ან უარყოფით ენერგიას, რაც მისსავე წარმატება-წარუმატებლობას განსაზღვრავს.
– გამიგია, რომ არსებობს გარკვეული ენერგია, რომლის დახმარებით და, ასევე, ფიქრისა და სიტყვების საშუალებით, ადამიანი იზიდავს ბედნიერებასა თუ უბედობას. ამაზე რას გვეტყვით?
–  ქაოსური და უმისამართო ფიქრი, ისევე არ იძლევა შედეგს, როგორც ქაოსური და არამიზნობრივი შრომა. შესაძლოა, ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ მიზანმიმართული ფიქრი, თუნდაც მატერიალურ ფორმირებაზე, არასწორია. ძალიანაც ცდებიან, რადგან, უბრალოდ, საჭიროა, გამოიმუშაოთ მიზანმიმართული და პერმანენტული ფიქრის უნარი და შედეგიც არ დააყოვნებს. აღიქვით მოვლენები, სიტუაციები რეალურად და მიიღეთ ადამიანები ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან და მიხვდებით, სად უშვებთ შეცდომას და სად ბლოკავთ საკუთარ ბედნიერებას.  ასევე, სურვილების ახდენა ყველას შეუძლია, მთავარია, სწორი გეზი მისცეთ. მაგალითად, 19 იანვარს, ჩამოწერეთ ფურცელზე საკუთარი სურვილების სია და დადეთ ის ბალიშის ქვეშ. ამ სურვილების ასრულება მიანდეთ ზეციურ ძალებს და იყავით დარწმუნებული, რომ ეს სურვილები აუცილებლად აგისრულდებათ. ძილის წინ გადაიკითხეთ, თან იფიქრეთ, რომ შეუძლებელი სამყაროში არაფერია და ეს სურვილები აუცილებლად აგისრულდებათ.
– ქალბატონო მანანა, ძველი ხალხისგან გამიგია, ნაძვის ხეს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, რადგან, თუ გაბრაზდა, ოჯახს იმ წელს უბედურება დაატყდება თავსო. ამაზე რას გვეტყვით?
– დიახ, არ უნდა გაანაწყენოთ თქვენი ნაძვის ხე, რადგან, თუ ასე მოხდა, იმ წელს უბედურება გარდაუვალია ოჯახში. ამიტომ, ახალი წლის შემდეგ არასდროს დაწვათ, დაჩეხოთ და არც უხეშად მოექცეთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ახალი წლის ღამეს, მასზე ოჯახის მფარველი ანგელოზი იჯდა და ლოცავდა ოჯახს. ძველით ახალი წლის შემდგომ, ნაძვის ხე ფრთხილად აიღეთ და სახლთან ახლოს, გარეთ დადეთ. ასევე, ეცადეთ, ისე გაატაროთ ეს დღეები. რომ არ მოიწყინოთ, არ გაიხსენოთ წარუმატებელი დღეები. ესტუმრეთ ისეთ ადამიანებს, ვისთან საუბარიც და ურთიერთობაც გსიამოვნებთ. ასევე, ერთ პატარა ეშმაკობასაც გასწავლით. მოკლედ, თუ ახალი წლის დღეებში ვინმემ ფული გაჩუქათ, ამ ფულით იყიდეთ პატარა სარკე. ყოველ საღამოს, ძილის წინ ჩაიხედეთ მასში, ბალიშის ქვეშ ამოდეთ და ისე დაიძინეთ. ის დაგიცავთ ბოროტებისგან, მთელი წლის განმავლობაში ხელს მოგიმართავთ და სურვილების ახდენაში დაგეხმარებათ. აუცილებელია, იცოდეთ, რას მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ახალი წლის დღეებში, რა უნდა გაითვალისწინოთ თქვენივე ბედნიერებისა და ოჯახის წარმატებისთვის. ისეთი წესებიც არსებობს, ჩვენს კეთილდღეობაზე რომ აგებს პასუხს. უფრო სწორად, ეს წესები კი არა, აკრძალვებია. მაგალითად, კარის ზღურბლზე მდგარ სტუმარს ნურც აკოცებთ და ნურც ხელს ჩამოართმევთ; ნუ გაასესხებთ ფულს ახალი წლის დღეებში და საერთოდ მთელი იანვრის განმავლობაში. ნუ გასცემთ ბრინჯსა და შაქარს, რომ სახლიდან ბარაქა, სიტკბო და დოვლათი არ გავიდეს. თუ გსურთ, ბედი არ „შეიკრათ”, ამ პერიოდში ნანახ სიზმარს ნუ მოუყვებით უცხო ადამიანს. თუ არასასურველ სტუმარს ელოდებით, აუცილებლად მოწმინდეთ სახლის იატაკი სველი ჩვრით, შემოსასვლელისა და მისაღები ოთახის კუთხეში კი, წყალში კარგად დასველებული ღრუბელი დადეთ, რომელსაც მარილი ექნება მოყრილი – ის არასასურველი სტუმრის ენერგიას შეიწოვს. სტუმრის წასვლის შემდეგ, წყლით, მარილითა და იმ სტუმრის ენერგიით გაჯერებული ღრუბელი გამდინარე წყალს შეუშვირეთ რამდენიმე წუთით. ოთახი და შემოსასვლელი კი, ისევ სველი ჩვრით გამოწმინდეთ. თუ დამიჯერებთ და ასე მოიქცევით, ბევრ პრობლემას, უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან. თუ ხვდებით, რომ მეუღლესთან სიტუაცია გეძაბებათ ან საყვარელ ადამიანთან პრობლემები გაქვთ,  19 იანვარს, ღამის 12 საათზე, გამჭვირვალე, უხმარ, მინის ჭიქაში ჩაასხით ონკანის წყალი, 2 წვეთი ვაშლის ძმარი და ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი. ჩააგდეთ მასში ის სამკაული, რომელსაც სულ თან ატარებთ და დადგით თქვენი საწოლის ქვეშ. დილით გამოიღეთ ჭიქა, კარგად ამოურიეთ, ამოიღეთ სამკაული, გაიკეთეთ და ამ წყლით დაიბანეთ ხელ-პირი. ასე მოიქეცით ერთი კვირა და ნახავთ, როგორ დარეგულირდება სიტუაცია თქვენ შორის.

скачать dle 11.3