კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მანდარინი სილამაზის სამსახურში #3

მანდარინი C ვიტამინის წყაროა, მისი სურნელი დადებითად მოქმედებს  განწყობაზე და ყველაფერ ამასთან ერთად, მისი გამოყენება სკრაბებსა და თმის ნიღბებშიც შეგიძლიათ.
მანდარინის ნიღაბი მშრალი და ნორმალური სახის კანისთვის
 ეს ნიღაბი ატენიანებს და აცოცხლებს სახის კანს.
საჭირო ინგრედიენტები: 2 სადილის კოვზი იოგურტი ან მაწონი, 1/4 ჩაის კოვზი მანდარინის ცედრა, 1 სადილის კოვზი მანდარინის ახალგამოწურული წვენი. მომზადების წესი: კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი თასში,  სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. წაისვით მშრალ და სუფთა კანზე. მოერიდეთ თვალის გარშემო ნაზ კანს. ათი წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით, ბამბის ტამპონის დახმარებით. სახის გამშრალების შემდეგ, წაისვით ის დამატენიანებელი, რომელსაც ყოველდღიურად ხმარობთ.
მანდარინის ტანის სკრაბი
არბილებს და კვებავს კანს
საჭირო ინგრედიენტები: 1 ფინჯანი ზღვის მარილი, 1 ფინჯანი ზეითუნის ზეთი ან მაწონი, ნახევარი მანდარინის ცედრა, 2 სადილის კოვზი მანდარინის ახალგამოწურული წვენი. მომზადების წესი: ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ თასში,  ერთგვაროვანი მასის  მიღებამდე. წრიული მოძრაობებით ისვით ტანზე 5-10 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ და შემდეგ, ტანის ლოსიონი წაისვით.
მანდარინის ნიღაბი ცხიმიანი თმისთვის
საჭირო ინგრედიენტები: 1 სადილის კოვზი თაფლი, ნახევარი სადილის კოვზი ლავანდის ზეთი, ნახევარი სადილის კოვზი მანდარინის ზეთი, ნახევარი ლიმონის წვენი, ცოტა ზეითუნის ზეთი და ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი. მომზადების წესი: კარგად აურიეთ თაფლი, ზეითუნის, მანდარინისა და ლავანდის ზეთი. დაუმატეთ ლიმონის წვენი და ისევ აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაისველეთ თმა და პირსახოცით კარგად გაიშრეთ. შემდეგ შეიზილეთ მიღებული ნარევი თმაში და თავის კანზე, თან კარგად დაიმასაჟეთ. გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ჩამოიბანეთ შამპუნით.
მანდარინის კოქტეილი სტრიების პროფილაქტიკისთვის
საჭირო ინგრედიენტები: 8 წვეთი მანდარინის ზეთი, 3 წვეთი ლავანდის ზეთი, 20 მილილიტრი ზეითუნის ზეთი, 30 მილილიტრი ნუშის ზეთი, E ვიტამინის 2 კაფსულა. მომზადების წესი: ჩაასხით მანდარინისა და ლავანდის ზეთი მუქი შუშის ბოთლში, შემდეგ დაამატეთ ნუშისა და ზეითუნის ზეთი. E ვიტამინის კაფსულები ნემსით გახვრიტეთ და სითხე ბოთლში ჩასხმულ ზეთს დაუმატეთ. ეს ყველაფერი კარგად შეანჯღრიეთ. ნარევი გრილ ადგილას ინახება, ოთხი კვირის განმავლობაში. წაისვით მინიმუმ დღეში ერთხელ. იმ შემთხვევაში, თუ გარუჯვას აპირებთ ან სოლარიუმში ვიზიტს, მაშინ მის წასმას მოერიდეთ.

скачать dle 11.3