კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ინოვაციები დანერგა ბერიამ თბილისში, რაც ჯერ კიდევ მსოფლიოს არცერთ კუთხეში არ იყო #3

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიაზე ხალხს (განსაკუთრებით საქართველოში) დღემდე უარყოფითი წარმოდგენა აქვს და მას მონსტრად მოიხსენიებენ, სწორედ ბერიას დამსახურებაა, რომ საბჭოთა კავშირის დროს საქართველო პირველ პოზიციებზე იმყოფებოდა დანარჩენ რესპუბლიკებთან შედარებით და ხალხის ცხოვრების დონემაც საგრძნობლად აიწია. პროფესორი ვილენ გორდეევი წერს: „ყოფილ საბჭოთა კავშირში საყოველთაოდ გავრცელებული იყო, რომ საქართველოში ყველა კარგად ცხოვრობდა და იქ, ფაქტობრივად, არ არსებობდა გაჭირვებული. გამოთქმა – ყველა ქართველი მაქინატორია, „ლევი“ შემოსავალი აქვს და ამიტომ ცხოვრობს კარგადო, გასული საუკუნის სამოციან წლებში გაჩნდა. ისე გამოდიოდა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იპარავდა და ამიტომ ცხოვრობდა მდიდრულად. თუმცა, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოსახლეობამ კარგი, ანუ უზრუნველყოფილი ცხოვრება ჯერ კიდევ გამოთქმამდე: „ყველა ქართველი ქურდია,“ ოცდაათი წლით ადრე, ლავრენტი ბერიას საქართველოს ცეკას პირველი მდივნობისას დაიწყო. ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ლორდი ჯეიმს სიმპსონი, რომელმაც 1933 წელს საბჭოეთში იმოგზაურა, აღფრთოვანებული იყო საქართველოთი და წერდა: „ჩემი ორთვიანი საბჭოური ვოიაჟისას თითქმის ყველა დიდი ქალაქი შემოვიარე, გულდასმით დავათვალიერე და განსაკუთრებით აღმაფრთოვანა საქართველოს დედაქალაქმა, თბილისმა. ესაა თანამედროვე, ევროპული ქალაქი თავისი კულტურითა და მოწესრიგებულობით. ამ შემთხვევაში, რიგითი ადამიანების ქცევის კულტურას ვგულისხმობ, თორემ, რაც შეეხება ეროვნულ კულტურას, აქ ერთმანეთში მჭიდროდაა გადაჯაჭვული ძველი აღმოსავლური და ევროპული ცივილიზაცია. საქართველოს დედაქალაქი ძალიან სუფთა, კოხტა ქალაქია, მოწესრიგებული სატრანსპორტო ქსელითა და ინფრასტრუქტურით. უამრავი შადრევნით, წყლის დასალევი წერტილებითა და მრავალმხრივი პროდუქციით სავსე მაღაზიებით...“ ის, რამაც ბრიტანელი ლორდი აღაფრთოვანა, თავიდან ბოლომდე ლავრენტი ბერიას დამსახურება გახლდათ, რასაც მისი ინოვაციების სწრაფად და ეფექტურად დანერგვის უნარი განსაზღვრავდა. იდეები კი უხვად მოსდიოდა „პირველს“ (პირველ მდივანს) თავში... საგულისხმო ფაქტია, რომ არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში, სწორედ საქართველოში შეიქმნა პირველად ტრანსპორტის მუშაკთა (ძირითადად მძღოლთა) საგულდაგულო სამედიცინო შემოწმების სისტემა. 1932 წლიდან მოყოლებული, რეისში გასვლის წინ თითოეულ მძღოლს საგულდაგულოდ ამოწმებდა მაღალკვალიფიციური ექიმი და მხოლოდ მისი წერილობითი დასტურის შემდეგ იყო შესაძლებელი მუშაობა. ბერიას ამ ინიციატივის შემდეგ საქართველოს მასშტაბით ავარიების რიცხვმა ორმოცდათხუთმეტი პროცენტით იკლო და მინიმუმამდე დავიდა. ბერიასვე ეკუთვნის ინიციატივა – მავნე სამუშაოსთვის მუშაკისთვის ფულადი დანამატისა და ორგანიზმისთვის სასარგებლო პროდუქტების უფასოდ გამოყოფის თაობაზე. ანუ, მავნე სამუშაოთი დაკავებულ ადამიანებს, მაგალითად, მაღაროელებს ფულად დანამატს უხდიდნენ ყოველ ხელფასზე. ყოველი სამუშაო ცვლის დასრულების შემდეგვე უფასოდ აძლევდნენ მაღალი ხარისხის რძესა და კარაქს. საინტერესოა ისიც, რომ ლავრენტი ბერია პირადად იცნობდა საქართველოს აბსოლუტურად ყველა დიდი თუ მცირე საწარმოს ხელმძღვანელს და მათ რეგულარულად ხვდებოდა. ბერიათი მოხიბლული იყო ზემოთ ნახსენები ბრიტანელი ლორდი, ჯეიმს სიმპსონი. „პირველმა“ ის თავის კაბინეტში მიიღო, სამი საათი ესაუბრა და რომ იტყვიან, სტუმარი მოჯადოებული დარჩა. სიმპსონი წერდა: „საქართველოს მეთაური, ლავრენტი ბერია უაღრესად კულტურული, განათლებული ადამიანია. სუფთად ლაპარაკობს რამდენიმე ევროპულ ენაზე და ჩვენი შეხვედრაც ინგლისურად წარიმართა. ბერიამ ძვირფასი წიგნი მაჩუქა საქართველოს შესახებ, რომელშიც დაწვრილებითაა მოთხრობილი ამ მშვენიერი ქვეყნის ისტორია და უხვადაა დასურათებული. წიგნი ვესტმინსტერში, ჩემს კაბინეტში მაქვს და ვინახავ, როგორც ძვირფას რელიკვიას...“ საგულისხმოა, რომ წიგნი, რომელზეც სიმპსონი წერს, ბერიამ ერთ ეგზემპლარად დაამზადებინა თბილისის ცენტრალურ სტამბაში, რომელიც ასევე, ბერიას ინიციატივითა და ძალისხმევით შეიქმნა და არაფრით ჩამოუვარდებოდა მოსკოვურ ანალოგს. საერთოდ, ლავრენტი ბერია ყოველთვის ცდილობდა, თუკი ასეთი რამ შესაძლებელი იყო, თბილისსა და ზოგადად, საქართველოში, იმ პერიოდისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები დაენერგა. ხშირ შემთხვევაში კი ისეც ხდებოდა, მრავალი სიახლე, რასაც ბერია საქართველოსა და კერძოდ, თბილისში ნერგავდა, ჯერ კიდევ არ იყო მოსკოვში. ეს კი მოსკოვის მესვეურების (კაგანოვიჩის, ხრუშჩოვის) გაღიზიანებას იწვევდა და რომ არა სტალინის მყარი მხარდაჭერა თანამემამულისადმი, გამორიცხული არაა, მაშინ, ჯერ კიდევ რანგით დაბალ საფეხურზე მდგომი ბერია „მოსკოვის ინტრიგანთა“ შეთქმულებას ჯერ კიდევ 30-იან წლებში შეწირვოდა, თავისი ნიჭის, ენერგიულობისა და ნოვატორობის გამო... თუმცა, საქართველოს ცეკას პირველი მდივნის, ლავრენტი ბერიას მიმართ, თუ არ ჩავთვლით ძველი ბოლშევიკების ცნობილ პროტესტს, ერთ შეთქმულებას მაინც ჰქონდა ადგილი. თუმცა, მან ის მისთვის ჩვეული სისასტიკითა და დაუნდობლობით აღკვეთა. საქმე სტალინის ქვისლს (მეუღლის დის ქმარს), სტანისლავ რედენსს ეხებოდა. მას მერე, რაც ჯერ კიდევ საქართველოს „ჩეკას“ უფროსმა, ლავრენტი ბერიამ ამიერკავკასიის „ოგეპეუს“ უფროსი რედენსი ოსტატურად მოიშორა თბილისიდან, სტალინის ქვისლს თავმოყვარეობა არ ასვენებდა და ყოველმხრივ ცდილობდა, ბერიასთვის სამაგიერო გადაეხადა. მართალია, სტალინმა რედენსი ამიერკავკასიას მოაშორა და მოსკოვში იყენებდა რეპრესიებისთვის, თანაც ჩინიც მოუმატა, მაგრამ გამოპანღურებული უშიშროების კომისარი მოსკოვიდან ცდილობდა ინტრიგების ხლართვას და თავის ყოფილ თანამშრომლებს ყოველნაირად აქეზებდა ბერიას წინააღმდეგ. ამგვარად, რედენსის თბილისელმა ჩეკისტებმა საიდმულო შვიდკაციანი ჯგუფი ჩამოაყალიბეს „ოგეპეუში“. ისინი ბერიას, მისი ნათესაობისა  და უახლოესი გარემოცვის საქმეების შესწავლით იყვნენ დაკავებულები და ჩანაფიქრის მიხედვით, კომპრომატი რედენსისთვის უნდა გადაეგზავნათ. მას კი სტალინისთვის უნდა შეეტანა და ბერიას კარიერას წერტილი ამგვარად უნდა დასმოდა. თუმცა, ჯერ ერთი, ვერც ბერიაზე და ვერც მის ახლობლებზე ვერანაირი კომპრომატი ვერ იპოვეს. თანაც, ბერიას მითითებით, „ჩეკას“ განსაკუთრებული განყოფილება ექვსი თვის განმავლობაში უთვალთვალებდა „ანტიბერიულ შვიდეულს“ და 1936 წლის მაისში, შვიდივე ჩეკისტი ტერაქტის მომზადებისა და პოლონეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, დააპატიმრეს, გაასამართლეს და დახვრიტეს. მათი ოჯახის წევრები კი შუა აზიაში გადაასახლეს. საგულისხმოა, რომ აღიარებით ჩვენებებში სტანისლავ რედენსის პიროვნება იყო ნახსენები, მაგრამ ბერიამ ეს საბუთები საქმიდან ამოიღო და გადამალა. გენერალი სერგო გოგლიძე თავის ჩვენებაში წერდა: „როდესაც ბერიას „შვიდეულის“ საქმე გავაცანი, მან რედენსის მაკომპრომეტირებელი საბუთები იქიდან ამოიღო, სეიფში შეინახა და მითხრა:
– ჯერ ადრეა ამის გამომზეურება. რაც არ უნდა იყოს, სტალინის ქვისლია და ბელადი მას მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის გასაწმენდად იყენებს. თუმცა, მოვა დრო და რედენსს მოვსპობთო.
მე უხმოდ დავეთანხმე ბერიას.“
სტანისლავ რედენსი წარმოშობით პოლონელი იყო და ეშმაკმა ბერიამ, „შვიდეულის“ ერთ-ერთ ბრალდებად ტყუილად არ ჩააწერინა გამომძიებლებს პოლონეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა. 1938 წელს, როდესაც ბერია საკავშირო „ენკავედეს“ უფროსი გახდა, მან ყაზახეთის „ენკავედეს“ შეფი, სტანისლავ რედენსი სწორედ პოლონეთის სასარგებლოდ წარმოებული ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრა. ის გაასამართლეს და მოგვიანებით დახვრიტეს კიდეც. ასე გაუსწორდა ბერია შეთქმულებსა და სტალინის ქვისლს, რედენსს, რომელიც თავად ცდილობდა ბერიას განადგურებას, მაგრამ ეშმაკმა ბერიამ ის თავისსავე ფანდზე წამოაგო“.

скачать dle 11.3