კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვიმკურნალოთ მწვანე ხახვით


მწვანე ხახვი ძალიან ბევრ ვიტამინს შეიცავს – ჩვეულებრივ ხახვთან შედარებით ორჯერ მეტსაც კი. თან, ძალიან გემრიელიცაა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეიცავს რკინას და C ვიტამინს. თუ ჰემოგლობინის ნაკლებობა გაწუხებთ, ამის გამოსწორება მწვანე ხახვის საშუალებით შეგიძლიათ. მიირთვით მწვანე ხახვის სალათები. მოხარშულ ქათმის ღვიძლთან ერთად კი შედეგი კიდევ უფრო განსაცვიფრებელი იქნება. ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა დაასკვნეს ისიც, რომ მწვანე ხახვი წარმატებით იბრძვის კიბოს წინააღმდეგ. ასე რომ, მნიშვნელოვანია მისი გამოყენება სიმსივნეების პრევენცისთვის. მწვანე ხახვი მდიდარია კალიუმით. კალიუმი კი გულსისხლძარღვთა სისტემისთვის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. დიეტოლოგების თქმით, ადამიანმა წლის განმავლობაში დაახლოებით ათი კილოგრამი მწვანე ხახვი უნდა შეჭამოს. მის უნიკალურ თვისებებს შორისაა ისიც, რომ მწვანე ხახვი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას. კალიუმი კი, რომელიც მწვანე ხახვის შემადგენლობაშია, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინფარქტის თავიდან აცილებაში.
გარდა ამ ყველაფრისა, მწვანე ხახვი ძალიან სასარგებლოა შარდსასქესო სისტემისათვის. აქვს შარდმდენი ეფექტი. თუმცა, დადებით თვისებებთან ერთად, გააჩნია ისეთი ჩვენებებიც, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. მწვანე ხახვი არ უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით იმ შემთხვევაში, თუ ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის მძიმე დაავადებები გაწუხებთ. კიდევ ერთი რჩევა, ხახვის ჭამისას მოუსმინეთ საკუთარ ორგანიზმს. თუ ხვდებით, რომ კუჭზე უარყოფითად აისახება, მაშინ შეამცირეთ ულუფა.
ერთ-ერთი არასასიამოვნო ფაქტორი, რაც საერთოდ, ხახვის ჭამას თან ახლავს, უსიამოვნო სუნია. მის მოსაშორებლად, ხახვს დააყოლეთ ნიგოზი, პურის ქერქი ზეთით ან ლიმონი.
სპეციალური რეცეპტი, თუ რა სახით და რასთან ერთად უნდა მიიღოთ მწვანე ხახვი, თითქმის არ არსებობს. თქვენ, უბრალოდ, ის სუფთა სახით უნდა ჭამოთ. თუ ნებისმიერ საკვებს მცირე რაოდენობით  მწვანე ხახვს დააყოლებთ, თქვენი ორგანიზმი ძალიან ბევრ ვიტამინს მიიღებს და ზემოთ ჩამოთვლილ პათოლოგიებისადმი მეტად ბრძოლისუნარიანი გახდება.
შეგიძლიათ, მწვანე ხახვი გამოიყენოთ, როგორც სუნელი სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად.
აიღეთ სამი კილოგრამი მწვანე ხახვი, გარეცხეთ  და გააშრეთ ძალიან კარგად. დაჭერით ორი სანტიმეტრის სიგრძეზე და მჭიდროდ ჩატენეთ მინის ქილებში. დააყარეთ მარილი და დაასხით წყალი. მარილწყალში  ყოფნიდან ორი დღის შემდეგ, დაასხით ადუღებული წყალი. სამი კვირის მერე კი, ხახვი მზად არის გამოსაყენებლად. ის შეიძლება დაუმატოთ სალათებს და აგრეთვე გამოიყენოთ, როგორც სუნელი ხორცის კერძებში.
მწვანე ხახვით მკურნალობის ხალხური რეცეპტები:
კატარაქტის შემთხვევაში – შეურიეთ თანაბარი ოდენობით მწვანე ხახვი და თაფლი. მოათავსეთ ბლენდერში და მიირთვით მიღებული ნარევი.
თუ პროსტატა გაწუხებთ, ასეთ დროს რეკომენდებულია მწვანე ხახვი სუფთა სახით. ყოველ საღამოს ჭამეთ ერთი ცალი მწვანე ხახვი. შეგიძლიათ, დაამატოთ ის სუპს ან სხვა საკვებს, რომელსაც ამ დროს მიირთმევთ. თუ ხახვს საჭმელს დაუმატებთ და ამ სახით მიიღებთ, მაშინ საკვები ყოველ საღამოს ერთი და იგივე არ უნდა იყოს.
მწვანე ხახვი, ასევე სუფთა სახით, კარგ შედეგს იძლევა სახსრების დაავადებებისას, ის არის, აგრეთვე, არაჩვეულებრივი სადეზიფექციო საშუალება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ იგივე სამკურნალო თვისებები აქვს პრასსაც. ის ასუფთავებს სისხლს. აქვს შარდმდენი და ნაღველმდენი თვისებები. დავუბრუნდეთ მწვანე ხახვს, ის აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც. აძლიარებს და ანახლებს თმის ფოლეკულებს, ხელს უწყობს თმის  ზრდას და აფერხებს მის ცვენას.
ზამთარში ორგანიზმს ძალიან უჭირს, რადგან ვიტამინებისგან დაცლილია. ამიტომ, მწვანე ხახვი ამ დროს განსაკუთრებით საჭირო და სასარგებლოა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ის არაჩვეულებრივი საშუალებაა გაციების პრევენციისთვის, მის ჭამაზე უარი ნამდვილად არ უნდა თქვათ. მწვანე ხახვი ზრდის მადას და გეხმარებათ  საჭმლის მონელებაში.
ის შეიცავს ქლოროფილს, რომელიც აუცილებელია სისხლის ფორმირებისთვის და სასარგებლოა რკინადეფიციტური ანემიის დროს. კალციუმისა და ფოსფორის შემცველობიდან გამომდინარე კი, ის აუმჯობესებს კბილების მდგომარეობას. შეგიწყვეტთ კბილებიდან სისხლდენას და ზოგადად, შეამცირებს სტომატოლოგიური დაავადებების რისკს.
მწვანე ხახვი ასევე, შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიას, რომელიც სასარგებლოა ქალის რეპროდუქციული სისტემისთვის.
მწანე ხახვის საუკეთესო სამკურნალო თვისებები თავმოყრილია მის თეთრ, ხორციან ნაწილში. ჭამის დროს სასურველია, დაამატოთ მას ცოტა მარილი და მცენარეული ზეთი. ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ სასრგებლო არაა გიგანტური ზომის მწვანე ხახვი. კარგად გასუფთავებული და მშრალი ხახვი შეინახეთ მაცივარში, სპეციალური კონტეინერით.
დიდი რაოდენობით მისი მიღება იწვევს არტერიული წნევის ზრდას. ასევე,, უარყოფითად იმოქმედებს სისხლძარღვთა ფუნქციონირებაზე და ასთმურ პროცესებზე, მისი არსებობის შემთხვევაში. ამიტომ, საჭიროა ზომიერების დაცვა.

როგორ გავიუმჯობესოთ მხედველობა
თვალზე, შინაგანთან ერთად, ძალიან ბევრი გარეშე ფაქტორი ახდენს უარყოფით ზეგავლენას და მხედველობა თანდათანობით გვიქვეითდება. თუმცა შეგვიძლია, მხედველობის შენარჩუნებაზე მანამდე ვიზრუნოთ, სანამ დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. ამისთვის კი, უპირველესად, კვებას უნდა მივაქციოთ ყურადღება.
თუ თქვენი სამუშაო დიდ სტრესს იწვევს და თვალები სწრაფად გეღლებათ, გამოიყენეთ ოხრახუშისა და სტაფილოს წვენი. ეს კარგია კატარაქტისა და გლაუკომის არსებობის შემთხვევაშიც. ელასტიკურობის შესანარჩუნებლად, მიირთვით გარგარი, ასევე გარგარის წვენი და ასკილის ჩაი. ძალიან კარგი საშუალებაა კუნელი და გოგრა. მხედველობის გასაუმჯობესებლად საჭირო პროდუქტებს შორისაა შავი შოკოლადიც. ასევე, ხაჭო, რომელიც შეიცავს B2 ვიტამინს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას თვალში. უკვე ვახსენეთ გოგრა, ის მდიდარია ვიტამინებით: C, A, B1, B2 და თუთია, რაც ხელს უწყობს მხედველობის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას. შეგიძლიათ, მისი მიღება მოხარშული, სალათების, წვნიანისა და მარცვლელულის სახით (გოგრის თესლი). კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც გაგიმჯობესებთ მხედველობას, ბროკოლია. არ დაგავიწყდეთ თევზი და თევზის ქონი. ამ თვალსაზრისით, ყველაზე მდიდარი შემადგენლობა ორაგულს აქვს. თუმცა, არანაკლებ სასარგებლოა სკუმბრია. სასარგებლო პროდუქტებს შორისაა ხახვი და ნიორი. მრავალფეროვანი კერძები მათი შემცველობით შეგინარჩუნებთ კარგ მხედველობას და აღგიდგენთ მხედველობის სიწმინდეს. ასევე კარგია: კივი, ყურძენი, ფორთოხალი, ატამი, პაპაია...  განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე და ნარინჯისფერი ხილი. ასევე, სასარგებლოა სოია, მწვანე წიწაკა და კვერცხი. შეგიძლიათ, მიირთვათ მათი კომბინაცია. კარგი შედეგის მომტანია რძე და რძის ნაწარმიც.

რით დავეხმაროთ ორგანიზმს ანთებითი პროცესების დროს
ამ დროს სელის თესლი ყველაზე სასარგებლო და უაღრესად დასაფასებელია მისი საოცარი სამკურნალო თვისებების გამო. სელით მკურნალობა ძალიან კარგ შედეგს იძლევა: კუჭ-ნაწლავის დარღვევების, ანთებითი დაავადებების, ყელის, პირის, გინეკოლოგიური დაავადებების; ალერგიული გამოვლინებების, მათ შორის ასთმური ბრონქიტის დროსაც.
როგორ უნდა მოვამზადოთ? – აიღეთ ოთხი სუფრის კოვზი სელის თესლი,  დაასხით ერთი ლიტრი წყალი და ხარშეთ დაახლოებით, 10-15 წუთი. თავდახურული ქვაბი შეინახეთ თბილ ადგილას ერთი საათით.  მომზადებულ ბულიონს გემოს გასაუმჯობესებლად დაუმატოთ ცოტა ლიმონის ან ნებისმიერი სხვა ხილის წვენი. მიიღეთ ნახევარი ჭიქა ცხელი ნაყენი ყოველ  2 საათში – ექვს-რვაჯერ დღეში, ორი სამი კვირის განმავლობაში.

ბრინჯით მკურნალობა
მამლის წელიწადში სასურველია, თუ თქვენი სუფრის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ბრინჯისგან მომზადებული კერძიც იქნება. ამიტომ,  შეგახსენებთ ბრინჯის სასარგებლო თვისებებს. შემოგთავაზებთ რეცეპტებს, რომლებიც ეფექტური შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. ქვაბში ჩაყარეთ ერთი ჭიქა ბრინჯი, დაასხით სამი ჭიქა წყალი და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გააგრილეთ და თბილი სახით მიიღეთ მისი წვენი დღეში ორ-სამჯერ ზრდასრულმა ადამიანებმა. ეს განსაკუთრებით კარგი საშუალებაა დიარეის, ნაწლავური ინფექციებისა და დეჰიდრატაციის წინააღმდეგ. ინდური მედიცინის თანახმად, ბრინჯის წვენი, ასევე, გამოიყენება ინფექციური და ანთებითი დაავადებების – დიზენტერიის, გასტრიტის, ცისტიტისა და პროსტატის სამკურნალოდ.
ბრინჯი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ისევე, როგორც ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. ათეროსკლეროზის არსებობის შემთხვევაში, სასურველია, რაციონში შეიტანოთ ბრინჯის კერძები. უკეთესია ყავისფერი ბრინჯი.
ბრინჯი დადებითად აისახება  მკურნალობის შედეგზე გასტრიტის, წყლულოვანი და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის და ასევე, მენოპაუზის დროს. ის ავსებს ორგანიზმში კალციუმის დეფიციტს. ბრინჯი ათავისუფლებს ორგანიზმს ანთებითი პროცესებისა და ქავილისგან. კარგი იქნება, თუ  მომზადებისას დაუმატებთ ხორბლის ქატოს. დადებითად აისახება თორმეტგოჯა ნაწლავის მოქმედებაზე და არაჩვეულებრივად წმენდს სხეულს. ბრინჯი გამოიყენება, როგორც ოფლმდენი, სიცხის დამწევი, ანტიტოქსიკური საშუალება. აღადგენს ორგანიზმში ბუნებრივ ბალანსს, აღმოფხვრის შიმშილს.

როგორ ვუმკურნალოთ მასტიტს და ძლიერ ხველას კომბოსტოს საშუალებით
კომბოსტოს ფურცლები არაჩვეულებრივი საშუალებაა მასტიტის სამკურნალოდ. აქვს ძლიერი ეფექტი პრობლემის მოსაგვარებლად. ამისთვის დაიფინეთ მკერდზე თბილი კომბოსტოს ფურცლები და გაიჩერეთ რამდენიმე საათის განმავლობაში. ბუნებრივია, ამ პროცედურის ჩატარება უმჯობესია ღამით. თუ გინდათ, მას უფრო ძლიერი ეფექტი ჰქონდეს, მაშინ სანამ მკერდზე დაიფენთ, წაუსვით ზედ თაფლი. შეგიძლიათ, ეს მეთოდი გამოიყენოთ ამ კონკრეტული დაავადების მედიკამენტებით მკურნალობის პარალელურადაც.
კომბოსტოს ფოთლებით ამ ტიპის მკურნალობა, ასევე, ეფექტურია იმ შემთხვევაშიც, თუ ძლიერი ხველა გაწუხებთ. ამისთვის აიღეთ გარე ფურცლები და გარეცხეთ კარგად, სანამ ცოტა არ დარბილდება. წინა შემთხვევის მსგავსად, აქაც შეგიძლიათ, გამოიყენოთ თაფლი. გარეცხილი ფოთლები გააშრეთ, კარგად წაუსვით თაფლი და დაიფინეთ გულ-მკერდის არეში ან ზურგზე,  გულ-მკერდის პარალელურად. მაგრამ ორივე შემთხვევაში გამოიჩინეთ ყურადღება – თუ ალერგიული ხართ, შესაძლოა, თაფლმა ორგანიზმი გააღიზიანოს. ამიტომ, თუ მსგავსი პრობლემა გაწუხებთ, უმჯობესია, მხოლოდ კომბოსტოს ფურცლები გამოიყენოთ და თაფლზე უარი თქვათ. ხველების სამკურნალოდაც, კარგია, თუ ამ პროცედურას ჩაიტარებთ ღამით და გაიჩერებთ რამდენიმე საათით. შეგიძლიათ, დაიტოვოთ მთელი ღამე და სასურველია, პროცედურა გაიმეოროთ სამი-ოთხი დღის განმავლობაში.

скачать dle 11.3