კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ქონება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და სად არის დასაქმებული მისი მეუღლე #3

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 1978 წელსაა დაბადებული თბილისში. 1995-2000 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა და სამართლის მაგისტრის ხარისხიც მოიპოვა. 2002-2005 წლებში ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტი დაამთავრა (იქაც სამართლის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა), 2006 წელს კი იმავე უნივერსიტეტში სამართლის დოქტორის ხარისხიც მიიღო. მისი შრომითი ბიოგრაფია 2000 წელს დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID), სადაც საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონულ კოორდინატორად მუშაობდა 2001 წლამდე. 2005 წლიდან (2012 წლამდე) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გახლდათ. 2006 წელს გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP) დაიწყო მუშაობა ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტად და მენეჯერად (2014 წლამდე). 2011-2012 წლებში ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი იყო, ასევე (იმავე წლებში), საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში; 2011-2014 წლებში – კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2014 წლიდან კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გახდა. 2015 წლიდან პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  აღმასრულებელი მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრია. 2016 წლის 18 ნოემბრიდან კი საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეა.
ირაკლი კობახიძის მიერ პირველად შევსებული  დეკლარაცია 2016 წლის 31 დეკემბრით თარიღდება და ოჯახის წევრებად მიუთითებს მეუღლეს, 1985 წელს დაბადებულ ნატალია მოწონელიძესა და ორ ვაჟს: 2011 წელს დაბადებულ გიორგისა და 2014 წელს დაბადებულ ნიკოს.
ირაკლი კობახიძის საკუთრებაა ბინა თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე (157 კვ. მ.) და 20 კვ. მ. ფართობის ავტოფარეხი, თუმცა ავტომანქანა ჰყავს ოჯახის ორივე ზრდასრულ წევრს: პარლამენტის თავმჯდომარეს VW Tiguan, მის მეუღლეს კი – Nissan Tiida.
ირაკლი კობახიძე „თი ბი სი ბანკში“ გახსნილ ორ ანაბარზე, საერთო ჯამში, 40 000 აშშ დოლარს ინახავს. ნაღდი ფულიც მას ჰქონდა დეკლარაციის შევსების მომენტში – 9 500 ლარი.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2015 წლის განმავლობაში ირაკლი კობახიძემ, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ (თვე-ნახევარში) 9 305 ლარი აიღო; როგორც თსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა, 9 760 ლარი; ნატალია მოწონელიძემ კი, როგორც თსუ-ის ასისტენტ-პროფესორმა, იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, 26 425 ლარი, ხოლო, როგორც შსს-ს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა, 5 567 ლარი.

скачать dle 11.3