კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ხილული სასწაულების მომსწრე გამხდარა უწმიდესის პირადი ექიმი ცისანა შარტავა, პატრიარქთან გატარებული 23 წლის განმავლობაში #2

უკვე თექვსმეტი წელია, ცისანა შარტავა პატრიარქის პირადი ექიმია და მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს სწორედ ის უწევს ორგანიზებას.
ქალბატონი ცისანა 23 წლის წინ, საპატრიარქომდე დიდმა ტრაგედიამ მიიყვანა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტემა მისი ძმა, საქართველოს ეროვნული გმირი, ჟიული შარტავა დახვრიტეს. მაშინ ოჯახს განსაკუთრებული თანადგომა პატრიარქმა გამოუცხადა და რაც მთავარია, ეკლესიამდე ბილიკი გაუკვალა.
დღეს, ბევრ წამყვან სპეციალისტთან ერთად, ცისანა შარტავა ერის სულიერი მამის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და ეს საკითხი, როგორც ყოველთვის, ბუნებრივია, დღესაც ძალიან აქტუალურია.
ცისანა შარტავა (საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ექიმი): პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის სპეციალური დაკვირვების ქვეშ იმყოფება და მკურნალობა მდგომარეობის შესაბამისად გრძელდება.
– გავრცელებული ინფორმაციით, საჭირო იყო მკურნალობის გერმანიაში გაგრძელება, თუმცა თავად პატრიარქმა საქართველოში, ქართველი ექიმების გარემოცვაში დარჩენა არჩია.
– ამ საკითხთან დაკავშირებით, ექიმების აზრის ჩამოყალიბება პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად ხდებოდა. თავიდან საუბარი გახლდათ სასწრაფო ოპერაციის აუცილებლობაზე და ქართველი ექიმების თქმით, სასურველი იყო საჭირო კვლევები და მკურნალობა ჩატარებულიყო გერმანიის იმ კლინიკაში, რომელშიც უკვე ერთი წელია, პატრიარქს ელიან. მაგრამ, თავად უწმიდესმა განაცხადა, რომ ურჩევნია, ქართველმა ექიმებმა უმკურნალონ. საბედნიეროდ, ამ სურვილის განხორციელება შესაძლებელი გახდა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. დღეს, გერმანიაში სასწრაფოდ წასვლის აუცილებლობა აღარ არსებობს. მკურნალობას ქართველი ექიმები აგრძელებენ, თუმცა მოწვეული გვყავდა გერმანელი სპეციალისტი, რომელმაც მოიწონა და მთლიანად გაიზიარა ჩვენი ექიმების მიერ შერჩეული მკურნალობის ტაქტიკა. თუმცა, ზოგადად, გერმანიაში გამგზავრების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არაა. პატრიარქი პერიოდულად გეგმური კვლევებისთვის მიბრძანდება ხოლმე ამ ქვეყანაში. გერმანიის კლინიკაში ჯერ კიდევ წინა წლის თებერვალში ელოდნენ უწმიდესს გეგმური გამოკვლევებისთვის, მაგრამ, გადატვირთული გრაფიკის გამო, მაშინ ეს ვერ მოხერხდა. ძალიან კარგი იქნება, თუ ამჯერად გამოვა. 
– როგორ დაიწყო თქვენი და პატრიარქის ურთიერთობა, როგორ გახდით უწმიდესის პირადი ექიმი?
– როცა ამბობენ, რომ პატრიარქის პირადი ექიმი ვარ, უხერხულობის შეგრძნება მაქვს. პატრიარქი თავად არის მთელი ერის ექიმი. მე, უბრალოდ, კოორდინაციას ვუწევ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ჩვენ გუნდური პრინციპით ვმუშაობთ. არსებობს გუნდი, რომელშიც შედის ყველა წამყვანი სპეციალისტი და ჩვენ ერთად ვხელმძღვანელობთ უწმიდესის მკურნალობას. ის ხომ მთელი საქართველოს მამაა.
– როდის ჩაუდექით ამ საქმეს სათავეში და საპატრიარქოში როგორ მოხვედით?
– 2001 წლის 7 მარტიდან. სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ჯერ სენაკში ვმუშაობდი, შემდეგ თბილისის I და VII საავადმყოფოებში, ასევე, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში, ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც დღემდე ვმუშაობ და უკვე 2001 წლიდან ვარ საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტში. თუმცა, საპატრიარქოში კიდევ უფრო ადრე, 23 წლის წინ მოვედი ძალიან ტკივილიანი და ცრემლიანი ამბით, რომელიც ჩემი ოჯახის ტრაგედიაა. აფხაზეთის ომის დროს, 27 სექტემბერს, სოხუმში, ჩემი ძმა დახვრიტეს. როცა მისი ცხედარი ჩამოასვენეს, სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი პატრიარქმა გადაიხადა. მაშინ ჩემს ოჯახს უმძიმესი წლები ჰქონდა და რომ არა პატრიარქის უდიდესი სიყვარული და თანადგომა, ჩემი ოჯახისადმი, არ ვიცი, როგორ გადავიტანდით ამ მძიმე წლებს. ამის შემდეგ გაიხსნა ჩვენი გზა ტაძრისკენ. პატრიარქი ჩვენი ოჯახის ნუგეში გახდა. ის ყველას, ვისაც სულიერი თუ ფიზიკური ტკივილი აწუხებს, გულის კარს უხსნის. ჩვენთვისაც შვება იყო მასთან თითოეული შეხვედრა. წლებმა ჩვენი ურთიერთობა გაამყარა.  
რაც შეეხება საპატრიარქოში სამედიცინო კუთხით მუშაობის დაწყებას. ეს შემთხვევით მოხდა. გარკვეული კვლევის ჩატარება დასჭირდათ და ამ დროს, სრულიად შემთხვევით, მე იქ აღმოვჩნდი. ეს ყველაფერი გარემოებათა დამთხვევით დაიწყო და შემდეგ პატრიარქმა მაკურთხა, რომ ამ საქმისთვის მიმეხედა. საპატრიარქოში შეიქმნა სოციალური და ჯანდაცვის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელობაც მე დამევალა. დღეს ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ვარ, ხელმძღვანელი ამჟამად მამა ადამია (ახალაძე).
– დღეს, მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ, პროფესიულის გარდა, ალბათ, სხვა, უფრო ღრმა დამოკიდებულებები გაკავშირებთ პატრიარქთან.
– რთულია ამაზე ლაპარაკი. როცა დღეს, ჩემს პატრიაქისადმი 23 წლის წინანდელ და დღევანდელ დამოკიდებულებებს ვადარებ, ვფიქრობ, როგორ ვბედავდი მაშინ მასთან ისე თამამად საუბარს. წლებთან ერთად, ჩემს თვალში ამ  ბუმბერაზი ადამიანის სითბო და სიმაღლე იზრდება, რაც მის მიმართ მოკრძალებასაც ზრდის. უწმიდესს იმდენი აღმატებული თვისება აქვს, მასზე ასე, უბრალოდ საუბარი შეუძლებელია.
– თავადაც აღნიშნეთ, პატრიარქი მთელი ერის ექიმიაო. რას ნიშნავს, იყო პატრიარქის ექიმი?
– ეცადო, რაც შეიძლება, ფაქიზად და ფრთხილად შეაშველო ხელი იმ ადამიანის ჯანმრთელობას, ვისაც თავი საკუთარი ხალხისთვის აქვს გადადებული, რათა ძალიან დიდხანს ემსახუროს ჩვენს ქვეყანას. უწმიდესი მთელ ერს საოცრად გვიფრთხილდება. 23-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, უამრავი მაგალითი მაქვს მისგან გადარჩენილი – სულიერად თუ ხორციელად განკურნებული ადამიანების შესახებ.
– ალბათ, ბევრი ხილული სასწაულის მომსწრე გამხდარხართ...
– ძალიან ბევრის. მათ შორის, ჩემი ოჯახის ისტორიაცაა. ძმის დახვრეტის შემდეგ, მთელი ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაში ვიყავით. არ ვიცოდით, როგორ გაგვეგრძელებინა ცხოვრება. განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემი მშობლების მდგომარეობა. უწმიდესთან შეხვედრის შემდეგ, სასწაული მოხდა. მან ისე აუხსნა მშობლებს ჩემი ძმის გარდაცვალების სულიერი ასპექტები, რომ მათი ცხოვრების სატანჯველი იმედმა შეცვალა. ამ გრძნობით მათ ტრაგედიის შემდეგ 15 წელი იცოცხლეს. პატრიარქის დამსახურებით, ეს წლები დედა ყოველდღე გრძნობდა, რომ შვილი მის გვერდით იყო. უწმიდესმა ამდენი წლის სიცოცხლე აჩუქა ჩემს მშობლებს და მთელ ოჯახს სულიერი სიმშვიდე მოგვიტანა. რაც მთავარია, ტაძრისკენ გაგვიკვალა ბილიკი.
გარდა ამისა, მახსენდება უამრავი ფიზიკურად განკურნებული ადამიანი. ჩემთვის უდიდესი სასწაული იყო ავადმყოფების ისტორია, რომელთაც აუცილებელი და გადაუდებელი ოპერაცია სჭირდებოდათ, მაგრამ უწმიდესთან რწმენით მოსვლის შემდეგ, აღმოჩნდებოდა, რომ ყოველგვარი ოპერაციის გარეშე დაამარცხეს დაავადება. მასთან მოსული უშვილო ოჯახები, პატრიარქის ლოცვის ძალით, მშობლები ხდებიან და ეს უდიდესი სასწაულია. ბევრი რამის გახსენება შეიძლება, თუმცა, ეს მხოლოდ წარსულის ისტორიები არაა, დღესაც ასე გრძელდება. მსგავს ფაქტებს ყოველდღე ვუყურებ და ვუსმენ.
– მასთან გატარებული წლებიდან ყველაზე რთულად რომელ პერიოდს გაიხსენებთ?
– ჩემთვის ყველაზე ტკივილიანი და მძიმე იყო 2008 წლის ნოემბერი და 2009 წლის იანვარი. 2008-ში უწმიდესს კარდიოლოგიური პრობლემები შეექმნა და გერმანიის კლინიკაში გარკვეული სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. 2009 წელს კი, სხვა მხრივ ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. ეს იყო გაურკვეველი ეტიოლოგიის ინფექცია, თუმცა ღვთის შეწევნით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
– როცა პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ არასასურველი ინფორმაცია ვრცელდება, ბუნებრივია, მთელი ერი ძალიან განიცდის. პირადად მისი დამოკიდებულება როგორია, რამდენად მხნეა ასეთ ვითარებაში?
– პატრიარქი საოცარად ძლიერი, მშვიდი და მხნეა. ამიტომ, ყველაფერს ძალიან მშვიდად ხვდება. მე ვიტყოდი, კლდესავითაა და მის მშობლიურ, დარიალის კლდეებს შევადარებდი.
– თქვენთვის რთული დღეები როდის იყო, როცა თავად დაგჭირდათ პატრიარქისგან მკურნალობა?
– ეს გამუდმებით ხდება. მე, როგორც ყველა, მისი წირვისა და ქადაგებების შემდეგ, საოცარ ძალას და მადლს ვგრძნობ. მისი ქადაგების შემდეგ, მრევლის ნებისმიერ წევრს რომ შეეკითხოთ, გეტყვით, რომ მან ამ ქადაგებიდან საკუთარი სატკივრის წამალი მიიღო. ამაშია პატრიარქის სიდიადე. თითოეული მისი ქადაგება საოცარი სიბრძნისა და მადლის დიდი ნაზავია და მასთან ყოფნის ყოველი წუთი დიდი ზეიმია.

скачать dle 11.3