კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

როდის ჩააგდო მამულიჩამ ინდირა ჯგერნაია შოკში და რატომ გამოაგდო ის კუზანოვმა კაბინეტიდან #2

მომღერალ ინდირა ჯგერნაიას ცხოვრება ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზოგადოების განხილვის საგნად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ბევრ ინტერვიუში ღიად ისაუბრა, მისი პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მაინც არ ცხრება. თავად მომღერალი ზრდის ოთხი თვის ანდრიას, აქტიურად მუშაობს და ბოლო დროს, განსაკუთრებით კარგად გამოიყურება. რა ცვლილება შეიტანა საკუთარ გარეგნობაში და რას პასუხობს მის ირგვლივ გავრცელებულ ჭორებს ინდირა ჯგერნაია, ინტერვიუდან შეიტყობთ.
ინდირა ჯგერნაია: საოცრად რთული და დატვირთული ახალი წელი მქონდა, ბოლო ათი წელია, სცენაზე ვხვდები და მენატრება, რომ სახლში ვიყო. ამ მხრივ, არც წლევანდელი წელი ყოფილა გამონაკლისი. ერთ-ერთ რესტორანში ვმღეროდი. ჩემი შვილისთვის პირველი ახალი წელი იყო და ძალიან მინდოდა, მასთან ერთად შევხვედროდი, მაგრამ არ გამოვიდა. განსაკუთრებულად მოვემზადეთ, ყველაფერი ახლებურად მინდოდა, ყოფილიყო და საახალწლოდ ყველაფერი ახალი შევიძინე.
– ბოლო დროს ხშირად გიწევს ცნობილ მომღერლებთან ერთად სცენაზე დგომა. შენი ინიციატივით ჩამოდიან ისინი ქუთაისში?
– ის რესტორანი, სადაც მე ვმღერი, ხშირად მასპინძლობს ესტრადის ვარსკვლავებს. რა თქმა უნდა, ჩემი ხელიც ურევია ამ ამბავში. ძალიან ბევრ ქართველ მომღერალთან ვმეგობრობ და როცა ქუთაისში ჩამოდიან, ყოველთვის მათ გვერდით ვარ.  თბილისში ყოფნა სულაც არაა აუცილებელი, რომ აქტიურად ცხოვრობდე. ბოლო პერიოდში ბევრი კარგი საღამო გვქონდა. ახალ წელს ნინი ბადურაშვილი და ანრი ჯოხაძე იყვნენ. უფრო ადრე იყო ლელა წურწუმიას საღამო, რამაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. დარბაზი გადავსებული იყო. ხალხი გვეხვეწებოდა და ბილეთები აღარ გვქონდა.
– ლელა წურწუმიასთან დუეტში შენც მღეროდი. შენ და ლელას დიდი ხნის მეგობრობა გაკავშირებთ?
– ლელას „ჯეოსტარის“ პერიოდიდან ვიცნობ. მისი სოლო კონცერტი რომ იყო, მაშინ, მგონი, 19 წლის ვიყავი. მამულიჩამ დამიძახა და მონაწილეობა რომ შემომთავაზა, კინაღამ შოკში ჩავვარდი, ისე გამიხარდა. ახლაც ვიმღერეთ ერთად დუეტში. ლელამ „გამიჩალიჩა“ და ერთ-ერთი სიმღერა, რაც არასდროს შემისრულებია მასთან ერთად, პირდაპირ სცენიდან მომიძღვნა და სცენაზე ამიყვანა. ისეთი ამბავი იყო, ძლივს გავიყვანეთ ლელა დარბაზიდან. რვა სიმღერაზე იყო შეთანხმებული და თოთხმეტი შეასრულა. ნინისთან ერთადაც ვმღეროდი.
– ამბობენ, რომ როცა ინდირა სამსახურშია, ბავშვს მამას უტოვებსო, მართალია?
– სადაა მამამისი? (იცინის) საქართველოში არცაა, ესპანეთშია. ერთხელ ვაჩვენე ბავშვი, წასვლის წინა დღეს და მორჩა. როცა ვმუშაობ, ბავშვს ყოველთვის დედაჩემს ვუტოვებ. სამსახურშიც არ ვარ ისე შეზღუდული, რომ საჭიროების შემთხვევაში, თუნდაც ნახევარი საათით, ვერ გავიდე და ვერ ვნახო ანდრია. გაიზარდა, ძალიან აქტიური ბავშვია და უფრო და უფრო ემსგავსება მამამისს (იცინის). ყველანი მის გარშემო ვტრიალებთ – სახლში მულტლფილმის გმირების ხმით ვლაპარაკობთ. გარკვეულ ასაკში ბიჭებს განსაკუთრებით სჭირდებათ ყურადღება. ჯერ ამაზე ფიქრიც ძალიან ადრეა, მაგრამ მე ისეთი ვარ, ასე მგონია, არაფერი გამომეპარება. თან, გვერდში მყავს ჩემი ძმა, რომელიც ვიცი, რომ ანდრიას ყურადღებას არასდროს მოაკლებს.
– განელდა ინტერესი თუ ისევ აქტიურად განიხილება ანდრიას მამის თემა?
– მინდოდა, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრებულიყო ეს თემა და იმედია, ასეც იქნება. ძალიან დავიღალე, იმდენად ვარ სხვა რამეებზე გადართული, ამაზე საერთოდ აღარ ვფიქრობ.
– რა ხდება ახლა პირად ცხოვრებაში და როგორი მამაკაცი წარმოგიდგენია შენ გვერდით?
– არაფერი ხდება. ამ ეტაპზე იმის ნერვები არ მაქვს, ახალი ურთიერთობა დავიწყო ვინმესთან. თუმცა, არ მიმაჩნია, რომ ტრავმირებული ვარ იმისგან, რაც მოხდა. პირიქით, ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი, რადგან სახლში მყავს ანგელოზი, ჩემი შვილის სახით. სიმართლე გითხრათ, არც არავინ ჩანს... შეიძლება, ვერც ვამჩნევ და თუ არიან, ჯობია, თავიანთთვის იყვნენ. ძალიან მშვიდად ვგრძნობ თავს და ახალი თავის ტკივილი  არ მჭირდება. ვერასდროს ვიქნები კომპლექსიანი ადამიანის გვერდით, ვინც რამეს დამიშლის და ამიკრძალავს. არ იმუშაო და სახლში დაჯექიო, რომ მითხრას, ნამდვილად ვერ ავიტან. წარმოუდგენელია იმ ადამიანის გვერდით ვიყო, ვინც შემზღუდავს და ჩარჩოებში ჩამსვამს. ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის ჩარჩოს გარღვევას ვცდილობ და გავრბივარ. ზოგადად, მამაკაცი ჩემ გვერდით ვერ იქნება თუ ჩემზე ბევრად ძლიერი არ არის. თვითონ ძალიან ძლიერი შინაგანი ბუნება მაქვს და ის უნდა იყოს ჩემზე ბევრად ძლიერი როგორც სულიერად, ისე მატერიალურად. დედაჩემი სულ მეუბნება, შენ არავინ გჭირდება გვერდით, ისეთი რთული ხარ, ვერავის ეგუები. ჯობია, მარტო იყო, მიხედე ბავშვს და აკეთე შენი საქმეო.
– შენს „ფეისბუქ-გვერდზე“ გაქვს საჩუქრების ფოტო და წერ, რომ შენი სანტა არც „სეკრეტია“ და არც წვერები აქვს. ვისგან მიიღე საახალწლოდ საჩუქრები?
– მაგ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველას აინტერესებდა, ვინ იყო ჩემი სანტა. სინამდვილეში, ყველა ჩემმა მეგობარმა, ვისაც ვახსოვარ და აღმოჩნდა, რომ საკმაოდ ბევრ ადამიანს ვხსომებივარ, გამიკეთა საჩუქარი – ეს იყო და ეს.
– მშობიარობის მერე მალე ჩადექი ფორმაში. როგორ მოახერხე?
– ორსულობის დროს სულ ცამეტი კილოგრამი მქონდა მომატებული. მშობიარობის შემდეგ რვა კილო სამშობიაროშივე დავტოვე. მთელი ცხრა თვე პური საერთოდ არ მიჭამია. ექიმმა მითხრა – თუ ბევრს შეჭამ, შენ გასუქდები და ბავშვს არაფერში წაადგებაო. ძირითადად, მოხარშულებს ვჭამდი. მინდოდა, ფორმა შემენარჩუნებინა, რადგან ვიცოდი, მშობიარობის შემდეგ ჩემი სახლში გაჩერების დრო არ იქნებოდა და მალევე უნდა გავსულიყავი სამსახურში. 22 დღის ნამშობიარები ვიყავი, სამსახურში რომ გამოვედი. არანაირი გართულება არ მქონია და შესაბამისად, მალევე დავუბრუნდი აქტიურ ცხოვრებას. ახლა ფორმის შესანარჩუნებლად არაფერს ვაკეთებ – არც ვვარჯიშობ და არც კვების მხრივ ვიზღუდავ თავს. მეუბნებიან, დედობა მოგიხდაო და არ ვიცი...
– ამბობენ, ტუჩი გაიდიდე, მართალია თუ არა და რა აზრის ხარ პლასტიკურ ქირურგიაზე?
– კბილები გავიკეთე, ეგრეთ წოდებული, „ჰოლივუდის ღიმილი“ და რატომღაც, ყველას ჰგონია, ტუჩი გავიდიდე. რაც შეეხება ისეთ ჩარევებს, რომელიც მხოლოდ გალამაზებას უწყობს ხელს, რატომაც არა. კბილების გაკეთებისგან აქამდე იმიტომ ვიკავებდი თავს, რომ პატარა ასაკში უფრო რთულია, როცა ჯანმრთელ კბილს კლავ. ასაკში რომ შევალ, ალბათ, გავისწორებ ნაოჭებს, სხვა არაფერი მომდის თავში, რა შეიძლება, გავიკეთო. ერთადერთი, რასაც არასდროს გავიკეთებ, ცხვირის ოპერაციაა. როცა ვაპირებდი და კუზანოვთან მივედი, კაბინეტიდან გამომაგდო – არ გჭირდება შენ ოპერაციაო. კი მოგიხდება აპრეხილი ცხვირი, მაგრამ ისეთი ცხვირით ინდირა აღარ იქნებიო. თან, არის შანსი, რომ ოპერაციამ ჩემი ხმის იოგებზე იმოქმედოს და ამიტომ ვერ გავრისკავ.

скачать dle 11.3