კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები #2

საფირი: ბოდიშს ყოველთვის ის არ იხდის, ვინც დამნაშავეა. ბოდიშს იხდის ის, ვისთვისაც ურთიერთობა ღირებულია.
მორუა: არ შეიცვალო მხოლოდ იმის გამო, რომ სხვებს მოეწონო.
დეგა: დრო არ კურნავს, ის გაიძულებს, შეეგუო.
ფორდი: ცხოვრება – ეს უწყვეტი პრობლემების სერიაა. არჩევანი კი ჩვენზეა: ან ვზივართ და ვწუწუნებთ, ან ვდგებით და ვაგვარებთ მას.
ლინკოლნი: სხვისი ცხოვრების განსჯას თავი დაანებეთ. საკუთარ ცხოვრებას მიხედეთ და სხვისთვის დრო აღარ დაგრჩებათ.
ტოლსტოი: იყურე წინ – იმედით, უკან – კმაყოფილმა. მაღლა – რწმენით, დაბლა – სიფრთხილით, გვერდზე – სიყვარულით.
ჩელენტანო: სამართლიანი რომ იყო, უნდა იყო კეთილი. კეთილი რომ იყო, უნდა გააცნობიერო, რომ ყველა ადამიანი ცდება.
შოუ: ახალი წლის დღესასწაული ვაჭრებმა მოიფიქრეს დიდი შემოსავლის მისაღებად.
გოეთე: არაფერში ისე არ მჟღავნდება ადამიანის ხასიათი, როგორც იმაში, თუ რა მიაჩნია მას სასაცილოდ.
დევენანტი: გიყვარდეს მოყვასი, რაოდენ შორს არ უნდა იყოს ის და ნახავ, როგორ შემცირდება მანძილი.
რუსო: სანამ მტერს შეიყვარებთ, მანამდე ეცადეთ, ოდნავ მაინც უკეთესად მოექცეთ მოყვასს.
ბრეხტი:  მოსაწყენია სპექტაკლი, როდესაც სცენაზე ადამიანებს კი არა მსახიობებს ხედავ.
ჩაპლინი: კომიკოსს ორი საშიშროება ჩაუსაფრდება ხოლმე: ან მაყურებელი აღიქვამს მას ძალიან სერიოზულად, ან თვითონ – საკუთარ თავს.
დემოკრიტე: ჩვენი ნამდვილი გრძნობების დამალვა გაცილებით ძნელია, ვიდრე არარსებულის გამოსახვა.
სენეკა: გაცილებით იოლია შეცდომების  პოვნა, ვიდრე ჭეშმარიტების. შეცდომები ზედაპირზე არიან და მას უცბადვე შენიშნავთ. ჭეშმარიტება კი სიღრმეშია ჩამალული და მისი აღმოჩენა მხოლოდ ერთეულებს ძალუძთ.
ჰიუგო: რა არის ქალებთან ჩემი წარმატების მიზეზი? მოსამსახურეებს ისე ვექცევი, როგორც ქალბატონებს, ქალბატონებს კი – ისე, როგორც მოსამსახურეებს.
ბოუვი: ღვთის შემდეგ, უპირველესად, ქალების მადლიერი უნდა ვიყოთ. თავდაპირველად – ისინი სიცოცხლეს გვჩუქნიან, შემდეგ კი ამ სიცოცხლეს აზრს აძლევენ.

скачать dle 11.3