კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ელოდა დათუნიკა სხირტლაძე სამოცი წლის ასაკში პირველი შვილის დაბადებას და რა იყო მისი მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზი #2

„ტაში, ბიჭო გიორგუნას“ და ცეკვა „რაჭულის“ ავტორი, ჯგუფების – „შინ“  და „ეგ არის“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წევრი დათუნიკა სხირტლაძე 59 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბუნებრივია, საყვარელი ხელოვანის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ყველას ძალიან ატკინა გული, მაგრამ ცოტა ხნის წინ, ერთი სასიხარულო და ძალიან ემოციური ახალი ამბავიც გავრცელდა. სამ იანვარს, დათუნიკას დაკრძალვის დღეს, გასვენებამდე ერთი საათით ადრე, ქვეყანას მისი პირველი შვილი, თევდორე-დავით სხირტლაძე მოევლინა.
დავით ნატმელაძე: დათუნიკას ხუთი წლიდან ვიცნობ. ჯერ ჩემი მასწავლებელი იყო და მერე უკვე ერთად ვმღეროდით. სცენაზე გარდაიცვალა, ჩემ გვერდით იჯდა. ნომერი რომ დავამთავრეთ, გადმომხედა, თვალი ჩამიკრა და თითით მანიშნა, კარგი იყოო. ეს იყო და ეს, უცებ გადავარდა. დაჭერა მოვასწარი, მაგრამ ერთ წამში გათავდა კაცი. იმ დღეს არაფერი შეგვიტყვია. ჩვეულებისამებრ, ენერგიულად იყო. კულისებში ვხუმრობდით, მერე ტექსტი გადაიკითხა და სცენაზე გამოვედით. პირველი ნომერი – მამამისის დაწერილი სიმღერა შევასრულეთ და მეორე ნომრის დამთავრებასთან ერთად, თვითონაც დაასრულა სიცოცხლე.
– რამდენადაც ვიცი, გული მანამდეც აწუხებდა.
– კი, გული აწუხებდა, მაგრამ მანამდე, ასე მოულოდნელად, ცუდად არ გამხდარა. მე ექიმთან მივყევი და იქიდან ვიცოდი, რომ პრობლემები ჰქონდა, თორემ ისე ვერაფერს შეატყობდით. ექიმმა უთხრა, დატვირთვას მოერიდეო, მაგრამ სულ მას ვერ გააჩერებდი. საბოლოოდ, გარდაცვალების მიზეზი გული გახდა, თრომბი იყო. თან, ბოლო დროს ძალიან დიდი სანერვიულო შეხვდა.
– რას გულისხმობთ?
– ყოველდღე შვილს ელოდა. ამბობდა, თუ შვილის დაბადების სიხარულს გავუძელი, მერე აღარაფერი მიჭირსო. სამწუხაროდ, ვერ მოესწრო... ეს მისი პირველი შვილია ამ ასაკში. ოთხი თვის ფეხმძიმე იყო მისი მეუღლე, თბილისიდან რომ მოვდიოდით, გორის ავტობანზე ვიყავით და დაურეკეს, ექოსკოპიის პასუხი უთხრეს. გახარებულმა რომ იყვირა, ბიჭიაო, ნახევარი საათი ვაწყნარებდით. საერთოდ, სასწაულად ემოციური კაცი იყო, სიხარულსაც და მწუხარებასაც განსაკუთრებულად გამოხატავდა. ერთი თვის წინ, გიორგობას, ავარია მომივიდა და ერთი კვირა გვერდიდან არ მომშორებია, ექიმებთან ძალით მატარებდა და ყველაფერი გამიკეთა, თუ რამე შეიძლებოდა, სანამ არ დარწმუნდა, რომ ყველაფერი კარგად იყო. ასეთი გახლდათ და მით უმეტეს, შვილის ამბავი რომ შეიტყო, ვერაფრით დავაწყნარე. როგორც კი გაიგო, ბიჭიაო, მაშინვე სახელი შეურჩია. თევდორეს – მამამისის სახელის დარქმევა უნდოდა და დაარქვეს კიდეც თევდორე-დათო ახალშობილს. მალე 59 წლის გახდებოდა და მისი შვილი ნამდვილი სასწაულია. ბავშვი დათუნიკას გამოსვენებამდე ერთი საათით ადრე გაჩნდა, დასაფლავების დღეს, სამ იანვარს.
– დედა-შვილი როგორ გრძნობს თავს?
– ღვთის წყალობით, კარგად არიან. დიდი თანადგომა გამოუცხადა მათ „ლიბერთი ბანკის“ პრეზიდენტმა და ბავშვს ხელფასს უნიშნავენ. გარდა ამისა, ბანკში რა სესხიც ჰქონდა, იმასაც დაუფარავენ.
მეუღლე და ახალშობილი დათოს გარეშე დარჩნენ, მაგრამ მარტო არასდროს იქნებიან. დათოს მეგობრები ყოველთვის გვერდით ეყოლებათ. თუმცა, ემოციურად, რა თქმა უნდა, მეუღლისთვის მაინც ყველაზე რთული იქნება ამის გადატანა.
– მითხარით, ექიმთან რომ არ მივყოლოდი, ვერც შევამჩნევდი, თუ ცუდად იყოო. მეუღლე რას ამბობდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ?
– იცოდნენ, რომ გული სამკურნალო ჰქონდა, მაგრამ ბავშვის დაბადებას ელოდნენ. ორში უნდა წამოსულიყვნენ თბილისში და ბავშვი რომ გაჩნდება, მერე ჩემს გულსაც მივხედავო, ამბობდა დათო, მაგრამ ვერ მოესწრო ამას. თუმცა, ვიტყვი, რომ ძალიან ლამაზად გარდაიცვალა, თუ კი, საერთოდ, შეიძლება, მსგავსი რამის თქმა. ნომერი დაამთავრა, ხალხის სიყვარული მიიღო, თავი დაუკრა მათ, მადლობა გადაუხადა და სიცოცხლეც დაასრულა. თუმცა, კარგი იქნებოდა, შვილი ენახა, ამაზე იმდენი წელი ოცნებობდა. პატრიარქთან იყვნენ ის და მისი მეუღლე, უწმიდესმა დალოცა და ეს სასწაული მას შემდეგ მოხდა. დათო ძალიან მორწმუნე იყო. წლების განმავლობაში შვილი რომ არ ჰყავდა, თითქმის ყველა კუთხის ტაძარი მოიარა მოსალოცად და უამრავ მამაოსთან იყო.
სასწაული კაცი იყო, მისგან ნაწყენი არავინ მინახავს. სხვას რომ ეწყენინებინა მისთვის, დამნაშავე სულ რომ არ ყოფილიყო, მაინც თვითონ ურიგდებოდა. მთელ სამეგობროზე ხომ ფარივით იყო გადაფარებული და ჩვენთვის ყველაფერზე წავიდოდა. თავისი კუთხე განსაკუთრებით უყვარდა და ზრუნავდა მასზე. ნაქერალაზე როგორც კი გადმოვიდოდით, ლოცვას იწყებდა და ისე შემოდიოდა. ვაზის მოვლა უყვარდა და სულ თავის ხელით უვლიდა, მოსახმარებლად არავინ მიჰყავდა. ეს ხუმრობის თემაც კი იყო. დილით ადრე ადგებოდა, წავიდოდა, საკუთარი ხელით შეწამლავდა ვაზს, მერე იმავე დღეს, აეროპორტში მივიდოდა და პარიზში გაემგზავრებოდა გასტროლზე.
სცენაზე სასწაულად ემოციური იყო. ყველაფერში იმხელა ემოციას დებდა, რომ ვუყურებდი, სულ მეშინოდა, არაფერი დამართნოდა. ზერელედ და მოვალეობის მოხდის მიზნით, არაფერს აკეთებდა, მთელ გულსა და სულს დებდა თითოეულ მოქმედებაში.
– შვილთან დაკავშირებით, ალბათ, დიდი გეგმები ჰქონდა.
– ძალიან განათლებული იყო თვითონ. წიგნის კითხვა უყვარდა. არ ვიცი, ალბათ, მსგავსი რამ არავის გაუგონია, მაგრამ დათუნიკა ნაბახუსევზეც წიგნის კითხვით გამოდიოდა. ვაჟა, შოთა და გალაკტიონი განსაკუთრებით უყვარდა და მგონი, ყველა ლექსი ზეპირად იცოდა, რაც კი დაწერილა, საკუთარი და მამამისის შემოქმედების ჩათვლით. ნატრობდა, ნეტავ, ჩემს შვილს წიგნი უყვარდეს და მერე დანარჩენსაც შეიყვარებსო. მთელი მისი ცხოვრება მუსიკა და ცეკვა იყო და ბუნებრივია, ოცნებობდა, შვილსაც ჰყვარებოდა ეს ყველაფერი.
მისი შემოქმედებითი გზა ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან დაიწყო. 1977 წელს სკოლიდან მიიწვიეს სუხიშვილებში. ნინო რამიშვილმა და ილიკომ როგორც კი ნახეს, ისე მოეწონათ, მაშინვე მიიღეს ანსამბლში. ღამეებს ათენებდა დარბაზში და ორ თვეში იმდენს მიაღწია, ყველა გასტროლზე მიჰყავდათ, რაც ასე მარტივი არ იყო. მერე, რაღაც მოხდა და ანსამბლიდან წამოვიდა. ერთი წლის შემდეგ ილიკომ შემოუთვლა, დაბრუნებულიყო, მაგრამ თავმდაბლობის გამო, აღარ მივიდა. რაიონში მღეროდა, ცეკვასა და სიმღერას ასწავლიდა. 1997 წლამდე რაჭაში ასწავლიდა და შემდეგ თბილისში წამოვიდა, მისი ცნობილი რაჭული ცეკვით, რომლის სიმღერის – „ტაში, ბიჭო გიორგუნას“ ავტორიც მამამისია. ილეთებს კი თვითონ აგროვებდა. სოფელ-სოფელ დადიოდა და მოხუცი ხალხისგან სწავლობდა  რამდენიმე წლის განმავლობაში.  საბოლოოდ,  ყველასთვის საყვარელი ცეკვა დადგა. მერე იყო გჯუფი „შინ“, ორწელიწად-ნახევარი გერმანიაში გაატარეს. მერე, ისევ „შინის“ ბიჭებთან და კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად, შეიქმნა „ეგ არის“. ამ ჯგუფში ახლაც იყო, მიუხედავად იმისა, რომ ორწელიწად-ნახევრის წინ, რაჭაში წამოვიდა. 87 წლის დედამ სთხოვა, რომ ზამთრის მარტო გადატანა უჭირდა. ბოლოს შევკარით ანსამბლი „რაევო“, რაც რაჭულად მზეს ნიშნავს. გაჩერებას არც ახლა ვაპირებთ და რაც მას უნდოდა, ყველაფერს გავაკეთებთ. რაც მთავარია, მერვე კაცი ჩვენს გუნდში ყოველთვის იარსებებს. ჩვენც და „ეგ არისაც“ გვექნება ფონდი, რომელიც მისი შვილისთვის იარსებებს.

скачать dle 11.3