კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორია 2017 წლის მოდის ტენდენციები და რა რჩევები უნდა გაითვალისწინონ ქალბატონებმა ცეცხლოვანი მამლის წელში

ცეცხლოვანი მამლის წელი დადგა და ბუნებრივია, მოდის სფეროშიც დიდი გადატრიალება დაიწყო - თითოეულ წელს ხომ თავისი დამახასიათებელი ტენდენცია აქვს. ფართო შარვლები, ხავერდის ქსოვილი და წითელი ფერი - ეს 2017 წლის მოდის ტენდენციების მთავარი ჩამონათვალია. თუმცა, ამით ყველაფერი არ მთავრდება... დიზაინერი ლაშა ჯოხაძე ყველა ქალისთვის  ყველაზე აქტუალურ, მოთხოვნად და საინტერესო თემებზე გვესაუბრა.
ლაშა ჯოხაძე: 2017 წლის ტენდენციებზე ჩემეული ხედვით გიამბობთ. ზოგადად, სტილისტურად ბევრი რამ არის მოდაში. ერთი პერიოდი, აქტუალური იყო, კონკრეტულად, შლაქსი. წელს ბევრად თავისუფალი სილუეტებია – ფართო ზემოდანვე გაშვებული, მაღალწელიანი შარვლები. ასევე, შეინიშნება ბევრი ყვავილებიანი პრინტი, სიჭრელე, ფერები. თუ, სხვა წლებში ერთ, კონკრეტულ ფერზე კეთდებოდა აქცენტი, წელს ამ მხრივ თავისუფლები ვართ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ცეცხლოვანი მამლის წელია, წითელი ძალიან მოთხოვნადია. შესაბამისად, ბევრ წითელს და ვერცხლისფერს ვაკეთებთ, რაც უფრო ახალ წელთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება შავ ფერს, ზოგი სილუეტიდან გამომდინარე, აქტუალობას არასდროს კარგავს. სხვათა შორის, ბევრი ფართოზოლიანი ქსოვილია მოდაში. სხვადასხვა მიმართულების ჭრილით არის ეს ზოლიანი ფაქტურები.  გაითვალისწინეთ, რომ ზოლიანი სამოსი ცოტა სარისკოა - ზოლი თუ სწორად არ გააკეთე, ასუქებს. ძირითადად, წელს ეს ტენდენციები გვექნება.
– ამბობენ, რომ 90-იანი წლების მოდა ბრუნდება.
– მოდა ხომ სულ წრეზე ტრიალებს, უბრალოდ, განახლებული ვერსიებით ბრუნდება ახალ დროში. ვფიქრობ, ახალს ვერავინ ვეღარაფერს შექმნის, რადგან უკვე ყველაფერი არსებობს. ახლა უკვე ქსოვილებზეა აქცენტი აღებული. ძალიან ფასობს ხელით ნამუშევარი, რაც ნამდვილად მიხარია. პირადად მე, კონსტრუქციები მიყვარს, მაგრამ  ნაქარგსა და ხელით შესრულებულ რაღაც დეკორს დიდ პატივს ვცემ.
– შეიძლება ითქვას, რომ 2017 წლის ტენდენციები წინა წლისგან დიდად განსხვავებული არ იქნება?
– დიახ, რადიკალურ სხვაობას  ვერ ვხედავ. ყოველთვის მაქვს ჩემი ხედვა და ვგრძნობ, რა არის  მოდაში. რაზეა მოთხოვნა. ერთადერთი, წელს, რაც მკვეთრად შეინიშნება, წითელ ფერზეა მოთხოვნა. მაისურები და საღამოს კაბები ამ ფერშია ძირითადად. სხვათა შორის, შემოდგომაზე თბილისის მოდის კვირეულში რომ მივიღე მონაწილეობა, თითქოს დაემთხვა ჩემი კოლექცია 2017 წლის ტენდენციებს. კოლექციას დავარქვი „თოლიები“, სადაც თეთრი, წითელი და შავი ფერები ჭარბობდა. ბევრმა მითხრა, რომ წითელი უფრო ერქვა შენს კოლექციასო. ასე, გაუაზრებლად დაემთხვა ჩემი ნამუშევარი ახლანდელ მოთხოვნებს, რაც ძალიან მახარებს. რაც შეეხება ქსოვილს, ხავერდია ძალიან მოთხოვნადი. ვფიქრობ, ხავერდს არ უყვარს ზედმეტი დანამატები. თვითონ იმდენად მდიდრული ქსოვილია, როგორი ხარისხიც არ უნდა ვიყიდოთ, ზედმეტი გაფორმება აღარ სჭირდება. აბრეშუმიც მოდაშია.
– მგონი, თბილისში, ნელ-ნელა შავი ფერის ჩანაცვლება დაიწყეს. შენ როგორ ფიქრობ?
– კი, ნამდვილად იგრძნობა, რომ წინა წლებთან შედარებით, უფრო გახალისდნენ და ფერადები გახდნენ. თუმცა, მასაში მაინც იგრძნობა შავის დომინირება. შავი  დომინანტი არის და იქნება, რადგან, როგორც გამხდარს, ასევე სრულსაც ძალიან უხდება. იმავდროულად, ელეგანტური და სადაა. ასევე, ბოლო პერიოდში შემოვიდა  საღამოს კაბების კულტურა, რაც მიხარია. ეს ნაკლებად იყო ჩვენში.
– როგორ შეაფასებ ქართველების ჩაცმულობას?
– ერთფეროვნები არიან და ერთმანეთს ბაძავენ. ვინმე „ფეისს“ დაინახავენ, მოეწონებათ მისი ჩაცმულობა და შემდეგ იგივე სტილზე დადიან. არ აკვირდებიან ფორმებს, ტანს და ასე შემდეგ. ეს მიმბაძველობა მაღიზიანებს. თუნდაც არ გქონდეს შენი სტილი, სწორედ იმისთვის ვართ ჩვენ, დიზაინერები და მხატვრები, რომ სწორად მოგარგოთ ყველაფერი. ამ მიზეზის გამო, ბევრზე არ მომწონებია ის კაბა, პიჯაკი, შარვალი თუ რაც ცმიათ. კიდევ იციან ფაქტურების, სტილის, სიგრძის ატაცება. ერთი პერიოდი, ძალიან აქტუალური იყო წინ მოკლე და უკან გრძელი კაბები, რომლებიც აღარ არის და მიხარია - მე არ ვაკეთებდი (იცინის). საერთოდ, ასეთი რაღაც მჭირს, რაც იმ მომეტში მოდაშია, იმას არ ვაკეთებ. ვქმნი იმას, რაც მომწონს. ასევე, დიდი მოთხოვნა იყო მაღალწელიან ქვედაბოლოებზე, თუმცა ეს სტილი მომწონს, რადგან უფორმო სხეულსაც კი აძლევს ფორმას. რაც შეეხება ქართველების გემოვნებას, ძალიან მომწონს. უცხოეთში დავდივარ და ვაკვირდები უბრალო ხალხის ჩაცმულობას. ისინი უფრო მეტად პრაქტიკულობაზე არიან გადასულები. ჩვენთან კი ქუჩაში, ბევრ კარგად ჩაცმულ გოგონას ნახავ. 
– ახალ კოლექციაზე ხომ არ მუშაობ?
– უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ ახალ მისამართზე ვარ და ძალიან მომწონს განახლებული აღმაშენებელი. ბევრი ხალხი დადის. გარეთ რომ გავდივარ, ვგრძნობ, ცოცხალია აქაურობა. ცოტა ხანში, ისევ დავიწყებ თბილისის მოდის კვირეულისთვის მზადებას. ისევ, უწყვეტად ვარ პროექტებზე. ჯერჯერობით, ეს ყველაფერი საკმარისია, რომ მოვასწრო და გავუმკლავდე საქმეს. მერე კი ყოველთვის არის პატარ-პატარა სიახლეები. ახლაც „ევროვიზიის“ შესარჩევი ტურისთვის რამდენიმე მონაწილის იმიჯისთვის ვზრუნავ.
– ტელევიზიის საგიჟეთსაც შეეჩვიე?
– სხვა გზა არ მაქვს. უკვე, ძალიან ჩემი გახდა. სულ ვამბობ, დავიღალე, დავიღალე-მეთქი. დიდ შრომას მოითხოვს, თუმცა საკმარისია, 2-3 დღე დავისვენო, მაშინვე მთხოვს ტვინი იმ აქტიურ მოქმედებებს. გამუდმებით ფიქრი მიწევს.  როცა ცეკვას ეხება  საქმე, არა მხოლოდ სტილი და ფაქტურაა გასათვლელი, არამედ ქსოვილის სპეციფიკაც. ამას პლუს წამყვანების, ჟიურის ჩაცმულობა. თითოეული მათგანის ხასიათი არ უნდა დაიკარგოს. არ ვიცი, როგორ გამომდის ამ საგიჟეთში ეს ყოველივე. 
– ლაშა, ბოლო პროექტებიდან უფრო ცნობილი გახდი. როგორია პოპულარობა?
– არასდროს მქონია სურვილი, ისეთი პოპულარული ვყოფილიყავი, ხალხს ქუჩაში ვეცნე. სწორედ ეს მომწონს - მსგავსი მომენტი არ მაქვს. ეკრანზეც ნაკლებად მიყვარს გამოჩენა. ჩემთვის საკმარისია, იცოდნენ  სახელი და გვარი, ჩემთან მოდიოდნენ ნდობით და სჯეროდეთ, რომ გემოვნებიან პროდუქტს შევუქმნი. პოპულარობა მიხარია იმიტომ, რომ მოთხოვნა იზრდება ჩემს პროდუქტზე.  ლაშა ჯოხაძე რომ გაუგიათ, ბევრს უთქვამს: აუ, სახეზე არ გიცნობდი, ისე მსმენია შენზეო. ეს არის მნიშვნელოვანი ჩემთვის - სახელი ამბობდეს რამეს, თორემ ვიზუალი არაფერ შუაშია ამ ყველაფერთან.
– არის თუ არა სიახლე პირად ცხოვრებაში?
– ამ პროექტების მიღმა, ძალიან რთულია პირადი ცხოვრება. მქონდა ურთიერთობები, მაგრამ არ გამოვიდა. რთულია ამ პირობებში ვინმემ გამიძლოს. იმდენ შრომას მოითხოვს ეს პროექტები, რომ დრო აღარ მრჩება. თუმცა, მარტო პროექტებს არ ვაბრალებ. პირიქით, მიხარია, რომ ამ სფეროში ვარ. საქართველოში ერთ-ერთ წამყვან არხზე მეგა-პროექტების კოსტიუმების დიზაინერი იყო, მარტივი არ არის. ეს ჩემთვის დიდი პატივია. იმის იქით მაღაზიის საქმიანობა, ქსოვილზე გაქცევა, შერჩევა, მოტანა, დაგეგმვა, იმდენ დროს ითხოვს, რომ ცოტა რთულია გამიძლოს ვინმემ. ძალაუნებურად, ვერ ვუთმობ დროს და მერე არის საყვედურები. მე ყოველთვის ვუხსნი: ასეთი ვარ,  ეს რეჟიმი მაქვს, თუ გამიძლებ, გამიძელი, თუ ვერა, დავამთავროთ ყველაფერი-მეთქი. ვფიქრობ, ჩემ გვერდით უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ვინც გამიგებს და ამ ყველაფერს ცოტა შეგნებულად მოეკიდება.

скачать dle 11.3