კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აძარცვინებდა შემნახველ სალაროებს თავის სტუდენტებს ყოფილი პროფესორი #2

კრიმინალური ისტორია, რომელზეც დღევანდელ პუბლიკაციაში მოგითხრობთ, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მოხდა და დიდი რეზონანსი გამოიწვია. მთავარი გმირების სახელები შევცვალეთ და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
უცნაური ძარცვები
1971 წლის 6 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე შემნახველი სალარო გაიძარცვა, რომელიც სასტუმრო „თბილისსა“ და რუსთაველის სახელობის თეატრის შუაში მდებარეობდა. სალაროდან 67 ათასი მანეთი გაიტანეს, ანუ მთელი თანხა, რაც იმ პერიოდში იქ ინახებოდა. ფულის დაკარგვის ფაქტი უფროსმა მოლარემ ლუიზა პატარიძემ აღმოაჩინა, როდესაც საცავში შევიდა სეიფიდან ფულის გამოსატანად. პატარიძის გარდა, სალაროში კიდევ სამი მოლარე და შემნახველი სალაროს გამგე, ანუ ხუთი თანამშრომელი და ერთი მორიგე მილიციელი, სულ ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. პატარიძე დილის თერთმეტის ნახევარზე შევიდა საცავში და ფულის დაკარგვის ფაქტიც სწორედ ამ დროს დაფიქსირდა. ინსტრუქციის თანახმად, მილიცია გამოიძახეს, დაიწყო მოკვლევა, დაიკითხა ყველა თანამშრომელი, მაგრამ ვერაფერი გაირკვა. გამომძიებელ კოტე ზარანდიას კი ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ შემნახველი სალაროს თანამშრომლებს პირი ჰქონდათ შეკრული და გამომძიებელს ცრუ ჩვენებებს შეგნებულად აძლევდნენ. რადგან შეუძლებელი იყო, ფული უკვალოდ გამქრალიყო. ის ან ვინმეს უნდა მოეპარა ან შეიარაღებულ მძარცველს წაეღო. მძარცველზე ლაპარაკიც არ იყო, რადგან ყველა უარყოფდა მსგავს ფაქტს. რჩებოდა ქურდობის ვერსია და ეჭვი უფროს მოლარეზე მიიტანეს, რადგან საცავის სეიფის გასაღები მხოლოდ მას ჰქონდა. ლუიზა პატარიძე კატეგორიულად უარყოფდა გასაღების სხვისთვის გადაცემის ფაქტსა და ფულის ქურდობას. მიუხედავად ამისა, კოტე ზარანდიამ 41 წლის პატარიძე დააკავა და შემდგომი საგამომძიებლო მოქმედებების ჩასატარებლად, ის მილიციის სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში მოათავსა. მორალურ-ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუხედავად, დაკავებული პატარიძე კატეგორიულად უარყოფდა ფულის ქურდობის ფაქტს, მაგრამ ეს არავის სჯეროდა. 12 და 15 აპრილს, თბილისში კიდევ ორი ანალოგიური დანაშაული მოხდა – მარჯანიშვილის მოედანსა და დადიანის ქუჩაზე მდებარე შემნახველი სალაროებიდან შესაბამისად, 119 ათასი და 75 ათასი მანეთი დაიკარგა. როგორც პირველ შემთხვევაში, არც მომდევნო ორი ფაქტის დროს იკვეთებოდა ძარცვა და ეჭვი კვლავ უფროს მოლარეებზე მიიტანეს. თუმცა, ამჯერად ისინი აღარ დაუკავებიათ. მხოლოდ გაუსვლელობის ხელწერილები ჩამოართვეს და სახლში გაუშვეს. გაათავისუფლეს ლუიზა პატარიძეც, მაგრამ ძიება ჩიხში იყო და სამი დანაშაულის შედეგად დაკარგული 261 ათასი მანეთი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არავინ იცოდა.
თვითმკვლელობა
შემნახველი სალაროების ძარცვა მძიმე დანაშაული იყო და შესრულების არაორდინარულობის (სინამდვილეში კი, არავინ იცოდა ძარცვის ტექნოლოგია) გამო, ეს საქმე მილიციიდან უშიშროების კომიტეტში („კაგებე“) გადავიდა და გამოსაძიებლად მურმან გავაშელს გადაეცა. მას საუკეთესო საგამომძიებლო ჯგუფი ჰყავდა. მათ გულდასმით შეისწავლეს მოკვლეული მასალები და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მძარცველი ჰიპნოზს უკეთებდა სალაროში მყოფთ და ამგვარად მიჰქონდა ფული... ამიტომ, გავაშელმა შემნახველ სალაროებში ფარული კინოკამერების (იმ პერიოდში ვიდეოთვალი არ არსებობდა) დაყენება მოითხოვა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ძარცვები გაგრძელდებოდა. სიძვირის მიუხედავად, რადგან სხვა გზა არ არსებობდა, თბილისის შემნახველ სალაროებში ორ-ორი კინოკამერა დააყენეს და შედეგმაც არ დააყოვნა. 29 აპრილს, ანუ მესამე ძარცვიდან ორი კვირის შემდეგ, პლეხანოვის გამზირზე მდებარე შემნახველი სალაროდან 160 ათასი მანეთი გაიტაცეს. კინოკამერამ თავიდან ბოლომდე დააფიქსირა დანაშაული, რომელიც სულ რაღაც ოთხი წუთი გრძელდებოდა. შემნახველ სალაროში შევიდა მამაკაცი, რომელიც ჯერ მაგიდასთან მივიდა და ბლანკი აიღო, სინამდვილეში კი, სალაროს თანამშრომლებსა და ორიოდე კლიენტს ჰიპნოზს უკეთებდა მზერითა და სიტყვებით. ბოლოს მამაკაცმა უფროს მოლარეს, ლარისა სკვორცოვას საცავის სეიფი გააღებინა და იქიდან 160 ათასი მანეთი გამოაღებინა, რომელიც სპორტულ ჩანთაში ჩაიწყო და სწრაფად მოშორდა იქაურობას. ფირის გაშიფვრის შედეგად, გაირკვა, რომ დაჰიპნოზებული ადამიანები ორი წუთის შემდეგ უბრუნდებოდნენ ჩვეულებრივ მდგომარეობას. თუმცა, ძარცვის შესახებ არაფერი ახსოვდათ. ეს მომენტი მათი მეხსიერებიდან წაშლილი იყო. მილიციამ მძარცველის იდენტიფიკაციაც მოახერხა და ის 39 წლის მალხაზ გორელიძე აღმოჩნდა, რომელიც ექიმი-გინეკოლოგი გახლდათ. მასზე ფარული თვალთვალი დაწესდა და 1971 წლის 5 მაისს, გორელიძე დიდუბეში, მეტროს სადგურზე იმ დროს აიყვანა უშიშროებამ, როდესაც მან შეამჩნია, რომ უთვალთვალებდნენ და გაქცევა სცადა. „სუკის“ შენობაში მიყვანილი ბოროტმოქმედი დუმდა. თუმცა, სპეციალური ღონისძიებები რომ ჩაუტარეს და ძალაც გამოიყენეს, მან დასვენება ითხოვა, თან, პირობა დადო, რომ ორიოდე საათის შემდეგ, ვრცელ ჩვენებას მისცემდა. დაპატიმრებული საკანში ჩაიყვანეს ორიოდე საათით და ამოსაყვანად რომ მიაკითხეს, ის ჩამომხრჩვალი დახვდათ, დაგრეხილ ზეწარზე ეკიდა. „სუკის“ თავმჯდომარე ალექსი ინაური გააფთრებული იყო ამ შემთხვევის გამო და გავაშელს უთხრა:
– თითქმის გახსნილი საქმე ჩიხში მოამწყვდიეთ. აშკარაა, რომ გორელიძეს თანამზრახველები ჰყავდა და თქვენი უნიათობით ერთადერთი ჯაჭვი გაწყდა.
პროფესორი გორინი
გორელიძის ბინის ჩხრეკამ და მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლების დაკითხვამ, ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა – ერთი კაპიკიც კი ვერსად აღმოაჩინეს ნაძარცვი ფულიდან. გამოძიება ჩიხში იყო, როცა „სუკში“ ვინმე ეთერ მაისურაძე მივიდა და მურმან გავაშელს უთხრა:
– ჩემი მეუღლე, აკაკი მაისურაძე გუშინწინ გაუჩინარდა და ვერსად მივაკვლიე. საქმე კი ისაა, რომ მან ორი ძარცვა ჩაიდინა – შემნახველი სალაროებიდან ფული წაიღო. ის ექიმი-თერაპევტია და გამომიტყდა, რომ მას სერგეი გორინი აძალებდა ამის გაკეთებას.
– გორინი? – გაიმეორა გავაშელმა, – ცნობილი თერაპევტი, პროფესორი?
– დიახ, – დაეთანხმა ქალი და განაგრძო, – გორინი უძლიერესი ჰინოზიორია და როგორც ჩემმა ქმარმა მითხრა, მან ექიმთა ჯგუფი შემოიკრიბა, რომელთაც ჰიპნოზი შეასწავლა. მანამდე კი, თავად ისინი დააჰიპნოზა, შეაშინა და აიძულებდა, დანაშაული ჩაედინათ.
58 წლის სერგეი გორინი ცნობილი ექიმი-თერაპევტი გახლდათ და მას მთელ საბჭოეთში იცნობდნენ. უშიშროებამ რომ სახლში მიაკითხა, გორინი ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ჰიპნოზის სეანსს უტარებდა და სწორედ იმ მაღალჩინოსანმა სცადა პროფესორის ბინის ჩხრეკასა და დაკავებაში შეეშალა ხელი. თუმცა, გავაშელმა თავის ხელქვეითებს მაინც გააჩხრეკინა ბინა და იქიდან 421 ათასი მანეთი ამოიღეს, რაც სალაროებიდან იყო წაღებული. თავდაპირველად, გორინი საკუთარი ძალის გამოყენებას ცდილობდა, მაგრამ უშიშროების თანამშრომლები რომ ვერ დააჰიპნოზა, აღიარებითი ჩვენება დაწერა და გამოტყდა, რომ თავისი ყოფილი სტუდენტებისგან რვაკაციანი მძარცველთა ჯგუფი შექმნა. აპირებდა, ამ ჯგუფის უფრო მეტად გაფართოებას, მეტი ფულის შოვნას და უცხოეთში გაქცევას. გორინმა აგრეთვე, ექიმ აკაკი მაისურაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტიც აღიარა, რომელმაც პროფესორისგან დაჰიპნოზებულმა ლისის ტბაში დაიხრჩო თავი.
მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, რომ ცნობილი პროფესორის საქმე არ გახმაურებულიყო, ის მაინც ყველამ გაიგო. უშიშროების იზოლატორში მყოფი გორინი კი საკანში ჩამომხრჩვალი იპოვეს. დღემდე არავინ იცის, ის მოკლეს თუ მართლა თავი მოიკლა.

скачать dle 11.3