კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა გაითვალისწინოთ 2017 წელს, რომ საქმეში წარმატებას ადვილად მიაღწიოთ #2

ყველას სურს, რომ კარიერაში და პროფესიონალური თვალსაზრისით, წარმატებული იყოს. ამისთვის ბევრს შრომობს, მაგრამ შედეგს ვერ ხედავს. ალბათ, არც კი აკვირდება იმას, რა უშლის ხელს. იმისთვის, რომ მამლის წელიწადში ადვილად დაძლიოთ პრობლემები და ბარიერები, მარტივად წაიწიოთ წინ პროფესიულ ასპარეზზე, გახდეთ სასურველი კოლეგა და შეიქმნათ კარიერა, გთავაზობთ ასტროლოგიურ რჩევებს, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ.
ვერძი – სამართლიანად მიუდექით კოლეგებს, საქმიან პარტნიორებსა და მეგობრებს. გაითვალისწინეთ მათი რჩევები და რეკომენდაციები. იყავით კოლეგების მიმართ ყურადღებიანი და გულკეთილი. მხოლოდ ასე შეძლებთ, კარიერაში წინ წაიწიოთ და წარმატებას მიაღწიოთ.
კურო – ნუ მოსთხოვთ კოლეგებს და გარშემომყოფებს იმას, რასაც თავად არ გააკეთებთ. წელს, უმჯობესია, დამოუკიდებლად იმოქმედოთ და კარიერაში თამამი ნაბიჯები გადადგათ. განსაკუთრებით კარგია პროფესიული წინსვლის თვალსაზრისით, წლის პირველი ნახევარი.
ტყუპები – იყავით რეალისტი და ცეცხლოვანი მამლის წელს, გარშემომყოფებს დაანახვეთ თქვენი ნიჭი და უნარები. წლის პირველ ნახევარში, შეიძლება, დაგჭირდეთ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების დემონსტრირება. ზაფხულის დასაწყისიდან კი, მეტად უგდეთ ყური და გაითვალისწინეთ მეგობრებისა და კოლეგების რჩევები.
კირჩხიბი – შეგიძლიათ, დაფიქრდეთ გრანდიოზული გეგმების ასრულებაზე. თუმცა, წინასწარ კარგად გათვალეთ რისკებიც. თქვენს დახმარებასა და გვერდში დგომას რთულ სიტუაციებში შეძლებენ საკმაოდ მნიშვნელოვანი ადამიანები. იმისთვის, რომ მეტი წარმატება გქონდეთ, ეცადეთ, დაამყაროთ ნაცნობობა რაც შეიძლება მეტ საქმიან და გავლენიან ადამიანთან.
ლომი – იყავით მეტად თვითდარწმუნებული და ენდეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას. ხშირად გაითვალისწინეთ, საკუთარი ცხოვრებისეული და კარიერული გამოცდილება და ყური უგდეთ ახლობლების რჩევებს. წელს, რისკი არ არის გამართლებული.
ქალწული  – თუ გსურთ კოლეგების კეთილგანწყობა დაიმსახუროთ და საქმიანი პარტნიორებიც გენდონ, ნუ გასცემთ ტყუილუბრალო დაპირებებს. დაჰპირდით ყველას ის, რისი გაკეთებაც ასი პროცენტით შეგიძლიათ. ეს თქვენს ავტორიტეტსაც აამაღლებს და პროფესიულ ასპარეზზეც წინ წაგწევთ.
სასწორი – წლის დასაწყისში, იყავით ფხიზლად და ნუ აჰყვებით ილუზიებს. ოპტიმისტური განწყობით ბევრი საქმის შესრულებას შეძლებთ. კარიერაში შანსები და რისკები ობიექტურად შეაფასეთ.
მორიელი – სასურველია, წელს თავი შეიკავოთ ნებისმიერი სარისკო ქმედებისგან. იმ შემთხვევაშიც კი თუ გიმტკიცებენ, რომ რისკი ნულის ტოლია, ამას ნუ დაიჯერებთ, რადგან, ყველა წაგება ან დაუფიქრებელი მოქმედება, აუცილებლად მოიტანს არასასურველ შედეგს.
მშვილდოსანი – ეცადეთ, ითანამშრომლოთ და დაეხმაროთ იმ ადამიანებს, რომელთაც ეს სჭირდებათ. ამით ხელმძღვანელი პირების ნდობასაც  დაიმსახურებთ და წარმატებასაც ადვილად მიაღწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინსვლა კარიერაში და გამარჯვების შანსი, გაცილებით ნაკლები გექნებათ.
თხის რქა – კარიერული თვალსაზრისით, წლის დასაწყისი გაცილებით რთულია. თუმცა, წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები. გირჩევთ,  მამლის წელი დაიწყოთ მეტი სერიოზულობითა და დაკვირვებით. მხოლოდ, შრომა და შეუპოვრობა მოგიტანთ წარმატებებს საქმეში.
მერწყული – ეს წელი კარიერაში წინსვლისთვის საკმაოდ პოზიტიური და სასიამოვნო ცვლილებების მომტანია. ფრთხილად მიუდექით საქმეებს და ცოტაოდენი რისკიც გამართლებულია.
თევზები – ეცადეთ, ისეთი შეცდომა არ დაუშვათ, რის გამოსწორებასაც ვეღარ შეძლებთ. იყავით ფრთხილი და იმავდროულად, გამბედავიც. წელს, თქვენი იღბლიანობა კარიერაში მომატებულია. ამიტომ, შანსი არ გაუშვათ ხელიდან და კარგად დააკვირდით გარემოებებს.

скачать dle 11.3