კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უბიძგებს შეუცნობლად ზოგიერთი ქალი ქმარს ღალატისკენ #2

ქალისა და კაცის ურთიერთობა რთულია და მრავალწახნაგოვანი. ერთი მხრიდან ვერ განიხილავ და თავად წყვილმაც ყველაფერი უნდა სცადოს, მათ შორის გაუგებრობის აღმოსაფხვრელად. თუკი ერთად ყოფნა მართლაც უნდათ, თუკი ხვდებიან, რომ გრძნობა ისევ არის და ღირს ამისთვის ბრძოლა, მაშინ ყველა საშუალება გამართლებულია, თუნდაც გვერდიდან ეს, უხერხულად და მიუღებლადაც კი ჩანდეს.

 მანჩო (41 წლის): ზრდასრულ ასაკში თუ ამდენი პრობლემა შეიძლებოდა მქონოდა, ვერასდროს წარმოვიდგენდი. ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო, როცა ქმარს ვუღალატე. მოულოდნელად და გაუცნობიერებლად მოხდა ეს. ალბათ, გაინტერესებთ, რას ნიშნავს, „მოულოდნელი“ და „გაუცნობიერებელი“ ღალატი. თავის მართლება არ მინდა, თუ გამიგებთ, კარგი იქნება. რთული პერიოდი მქონდა. ქმარზე ვეჭვიანობდი. ვისაც ეს ერთხელ მაინც გამოუცდია, მიხვდება, როგორი საშინელი და დამანგრეველია. თითქოს ნელ-ნელა, შიგნიდან ვიშლებოდი. ვერც ვმშვიდდებოდი და ვერც გამოსავალს ვხედავდი. ნამდვილ კოშმარში ვცხოვრობდი. მისი ღალატის დამამტკიცებელი არაფერი მქონდა. ამიტომ, ხმას ვერ ვიღებდი და ვერაფერს ვეკითხებოდი ამ კონკრეტულ საკითხზე. ურთიერთობა დაგვეძაბა და გაგვირთულდა. ვერც ის ხვდებოდა, რა მჭირდა. ბოლო პერიოდში, საერთოდ, ძაღლი და კატასავით ვიყავით.
– ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში საუბარი საუკეთესო გამოსავალია.
– არ ვიცი, შეიძლება, ასეც არის, მაგრამ მე არ გამომივიდა. ვერ გადავლახე შინაგანი ბარიერი... და... მოკლედ, ვუღალატე ქმარს.
– გამოსავალი ეს აღმოჩნდა?
– არა, არა, ვერ გამიგეთ, რისი თქმა მინდოდა. ქმრისთვის შეგნებულად და მიზანმიმართულად არ მიღალატია. რა თქმა უნდა, ჩემი ქმრისთვის ეს შვება არ იქნება, რადგან, ვერც მე გავიგებდი, რომ ეთქვა, შემთხვევით გიღალატეო. თუმცა, ასეთი რაღაც არსებობს. როცა საკუთარ თავზე გამოვცადე, დავრწმუნდი. სწორედ ამის შემდეგ გავუშვი საღალატოდ.
– ამით რისი თქმა გინდათ?
– ცოტა რთულად გასაგებია. მოკლედ, მე ნერვიულობა-ნერვიულობაში ჩემს სიმპათიურ თანამშრომელს შევუვარდი მკლავებში. ჩემს გამხნევებას ცდილობდა. ხან სად წამიყვანა ყავის დასალევად, ხან გავისეირნეთ. მელაპარაკებოდა, მაწყნარებდა. როგორ აგიხსნათ – რაღაცნაირად მივეკედლე. ჩვენ შორის ინტიმური სიახლოვე გაჩნდა და უფრო დაახლოების ბუნებრივი სურვილიც. ასე აღმოვჩნდი მის მკლავებში. რაღაც ეტაპზე ეს მომეწონა. მივხვდი, რომ მჭირდებოდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ინტიმურ სიახლოვეს ასეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა, მერე სინდისთან დამეწყო პრობლემები. ეს იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე იმის განცდა, რომ ქმარმა მიღალატა. თან, დარწმუნებულიც ხომ არ ვიყავი ამაში.
– საყვარელი გაიჩინეთ?
– არა, არა... მხოლოდ ერთხელ მოხდა. მერე, როგორც გითხარით, სინდისმა შემაწუხა ძალიან. არ დამიჯერებთ, მაგრამ პატიოსანი ქალი ვარ. უხერხულად ჟღერს, არა?! მოკლედ, გამოსავალს ვერ ვპოულობდი... მერე მივხვდი, მარტო ერთი რაღაც მიშველიდა – თუ ჩემი ქმარიც მიღალატებდა. მაშინ თანასწორები ვიქნებოდით და იქნებ, ურთიერთობაც დაგვლაგებოდა.
– არ იყო ეს რისკი თქვენი მხრიდან?
– დიახ, იყო. ვაცნობიერებდი ამას, მაგრამ შანსი მივეცი საკუთარ თავსაც და მასაც.
– როგორ გააკეთეთ ეს, პირდაპირ უთხარით ქმარს, წადი, მიღალატეო?
– ეს ხომ არარეალურია. პირდაპირ როგორ ვეტყოდი. უბრალოდ, პირობები შევუქმენი, რომ თავისი ღალატი აშკარა გაეხადა. საერთოდ მოვდუნდი და მივუშვი. საამისოდ ერთი წელი დამჭირდა, მაგრამ ის დღეც დადგა, როცა ქმარმა მითხრა, მაპატიე, მაგრამ გიღალატეო. ვუყურებდი, როგორ წუხდა და ნერვიულობდა. როგორი თავდახრილი და დაბნეული იყო, მაგრამ ჩემთვის ეს თერაპიასავით აღმოჩნდა. მისმა დანაშაულმა ჩემი დანაშაულის სიმძიმე გაანეიტრალა. შეიძლება, კარგად ვერ გიხსნით, ალბათ, ეს უნდა გამოსცადო. თუმცა, არავის ვუსურვებ. ნამდვილად მძიმე და მტკივნეულია.
– ქმარს დაელაპარაკეთ? ანუ, იმანაც იცის, რომ უღალატეთ?
– არა. არც არასოდეს ვეტყვი. ვფიქრობ, ვერ გაიგებს. კაცებს მძიმედ გადააქვთ ასეთი რამეები და ამდენი წვალება წყალში ჩამეყრება. უმჯობესია, თავს დამნაშავედ გრძნობდეს ჩემ წინაშე. უფრო ადვილი იქნება მასთან ურთიერთობა, რომელიც ნელ-ნელა გვილაგდება. გიკვირთ? დიახ, შესაძლებელია, ღალატის შემდეგაც შეინარჩუნოს ცოლ-ქმარმა ერთმანეთის მიმართ გრძნობა. ჩვენ ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. ადვილი არ არის, მაგრამ ცდად ღირს. ოჯახი მაინც ყველაზე ფასეულია. მით უფრო, როცა ხვდები, რომ ეს ადამიანი შენთვის ძალიან ახლობელია.
– ცოტა ძნელი გასაგებია, უღალატო ადამიანს, რომელიც გიყვარს.
– დიახ, აბსოლუტურად გეთანხმებით. წარმოსადგენად მართლაც ძალიან ძნელია. მე რომ ახლა მკითხოთ, შეგნებულად ღალატზე არასდროს წავალ. მაგრამ, ხომ ვუღალატე? ახლა ორივემ ვიცით, რა ფასი აქვს ერთგულებას და რა ფასი უნდა გადაიხადო ღალატისთვის. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ორივეს უნდა გაგვევლო.

скачать dle 11.3