კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აბრალებენ ქრისტიანები პირად პრობლემებს ეკლესიას და როდის გადაიქცევიან ისინი სხვა ადამიანებისთვის დაბრკოლებად #2

ძველ აღთქმაში კარგად ბრძანებს უფალი მოსეს პირით: მე შვილებს აღარ მოვკითხავ მამების ცოდვებს. ესაია მკაცრად ბრძანებს: თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ესმით. დღესაც ზუსტად ასეთი მდგომარეობაა, ადამიანებს ჰგონიათ, რომ ხედავენ, თვალები ღია აქვთ, მაგრამ სინამდვილეში, თვალები დახუჭული აქვთ და სასმენელიც დახშული – ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– ბევრ ადამიანს არაფერი მოსწონს, მოვა ერთ ეკლესიაში, მერე მეორეში, ეს მღვდელი მაღალია, ეს  დაბალი, ეს მსუქანია... იქ ასე გალობენ, აქ – ისე, მოკლედ, არავინ და არაფერი მოსწონთ. როცა უკმაყოფილი ხარ ყველაფრით და ყველასი: ცოლის, შვილის, მეზობლის, მეგობრის – აი, ეს არის უკმაყოფილების განცდა. ამას კი ხშირად იმით ნიღბავენ, რომ „მე ვარ ძალიან წმიდა, პატიოსანი, არ შემიძლია ეს მოვითმინო”, – აღშფოთებულები, გაკვირვებულები არიან და გარშემო არაფერი მოსწონთ. არიან მუდმივად განკითხვაში. აი, აქედან მოდის მუდმივად განკითხვა: როცა არავინ და არაფერი მოგწონს. უკმაყოფილო ხარ და ამას ნიღბავ იმით, რომ იმდენად სულიერი ხარ, გარშემო აღარაფერი მოგწონს. იმიტომ ვართ განკითხვაში, რომ არ გვიყვარს უფალი და მოყვასი ისე, როგორც საჭიროა. კიდევ ერთი მდგომარეობა – ყოველივე კანონის წვრილმანებით მოჩვენებითი დაცვა. იწყება მარხვა და იწყებენ ქვაბების ბოლომდე გახეხვას, რომ არასამარხვო არაფერი შეჰყვეს. რომელი კოვზითაც ბავშვის საჭმელი გააკეთე, იმით არ უნდა მიირთვა, რადგან დიდი მართლმადიდებელი ხარ,  არაფერს უყურებ, არ იცვამ ვულგარულად; არ შეიძლება, წახვიდე თეატრში, არ შეიძლება გაიღიმო, თმა დაივარცხნო და ასე შემდეგ. არადა, ამ დროს ეს ადამიანი ძალიან შორს არის ქრისტიანობისგან. ვითომ მართლმადიდებელი ხარ, არ მარხულობ, არ ეზიარები, გააჩერებ იეღოველს და ურტყამ თავში – უმტკიცებ, რომ ერთპიროვანი სამარსება ღმერთი გწამს, მაგრამ სინამდვილეში, კარგი არაფერი გაგაჩნია. როგორც ქრისტემ უწოდა ფარისევლებს – თეთრად შეღებილი საფლავები, ანუ, გარედან არის შეფერილი, შელესილი, გარემონტებული და შიგნით ყარს ცოდვებით. ამას  მალავს და სამაგიეროდ, სხვას მიუთითებს და განიკითხავს. ხშირად ადამიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვებისგან მიიღოს დიდება – რომ შეაქონ, ადიდონ. მის გულში აღმართულია კერპი, რომელსაც ჰქვია „მე“, ანუ ეგოიზმი. ყველანი,  ფაქტობრივად, ასე ვართ.
– როგორ უნდა დაამსხვრიოს ადამიანმა საკუთარ თავში არსებული კერპი?
 – კერპი, რომელიც ჩვენშია აღმართული, უნდა დაიმსხვრას თავმდაბლობით, ლოცვით, მეტანიებით, სინანულითა და უფალთან ურთიერთობით. თუმცა, ბევრი სწორედ ჩხუბით, ხშირად ბილწსიტყვაობითაც კი ცდილობს სარწმუნოების, მართლმადიდებლობის დაცვას, რაც კიდევ უფრო მეტად აბრკოლებს სხვებს. თან, მათი ნაწილი ხშირად ეკლესიურად ცხოვრობს,  თითქმის ყველა ლოცვასა და წირვას ესწრება. ასეთ დროს კარგად უნდა გავარკვიოთ, მას პირადი პრობლემები ხომ არ აქვს სხვებთან ურთიერთობისას და მერე ამას ეკლესიას აბრალებს. ეკლესია სიმშვიდეს, მიტევებას, შემწყნარებლობას ქადაგებს. ადამიანი ყოველთვის მოზომილად უნდა ლაპარაკობდეს; როდესაც რამეს დაინახავს, მაშინვე არ უნდა აღშფოთდეს და გაღიზიანდეს. უნდა დამშვიდდეს და მერე მიიღოს გადაწყვეტილება. საქართველოს მოსახლეობის 10-20 პროცენტი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს ან უკვე დაიწყო. რას ნიშნავს მათი ეკლესიური ცხოვრება? ეკლესიაში მოსვლას, ლოცვაზე დგომას, ხანდახან მარხვის დაცვასა და ზიარებას? ბევრმა ეკლესიური ცხოვრება გაიგო, როგორც მხოლოდ ეკლესიაში სიარული, „მოძღვრის აყვანა“ (ასეთი უცნაური ტერმინი გაჩნდა) და ხანდახან უცნაური, არაგულწრფელი აღსარების თქმა, რომ მამაოს ჩვენზე შთაბეჭდილება არ შეეცვალოს. ხშირი აღსარება, ხშირი ზიარება, ლოცვების სიღრმისეულად წაკითხვა, ჩვენგან შორს არის. ყოველდღე სახარების წაკითხვაც ჩვენგან შორს არის. რა დაგვრჩა? – არაფერი, ფარისევლური გადაადგილება ტაძრებში. თუ გულწრფელად ვიტყვით გენერალურ აღსარებას, ვიქნებით ჩვენი მოძღვრების მორჩილები, ყოველდღე წავიკითხავთ სახარებას, მაშინ აუცილებლად შევიცვლებით და ჩვენში სიმშვიდე დაისადგურებს. სამწუხაროდ, დღეს ბევრი ფარისევლურად ამაყობს, რომ უკვე ათი წელია, ეკლესიაში დადის და ლოცულობს, მაგრამ მისი ნაყოფი მხოლოდ და მხოლოდ მრისხანება და განკითხვაა.
– როგორ უნდა მიხვდეს ქრისტიანი, რომ ეკლესიაში მისი ყოფნა ნაყოფიერია?
– როდესაც ეკლესიაში ვიწყებთ სიარულს, უნდა დავივიწყოთ ამქვეყნიური შფოთი და საკუთარ თავს დავუსვათ  შეკითხვა: რა მოვიტანეთ ეკლესიაში და რა მიგვაქვს? თუ წირვის, ქადაგების, აღსარება-ზიარების შემდეგ სიმშვიდე დაგვეუფლება და მშვიდად მივდივართ სახლში, ესე იგი, ჩვენი ლოცვა ნაყოფიერი იყო და ღმერთმა მოისმინა, შეიწირა ჩვენი მსახურება. მაგრამ, თუ ისევ გაღიზიანებულები, აფორიაქებულები გამოვდივართ ეკლესიიდან, მაშინ, ბუნებრივია, ეკლესიაში ჩვენს ყოფნას არანაირი ნაყოფი არ ჰქონია. ხშირად, ეკლესიაში მივდივართ და არცერთი კვერექსის შინაარსი არ ვიცით, მოძღვარს არ ვუსმენთ, ვსაუბრობთ ან სხვაგან ვართ გონებით.  ღვთისმსახურება მთელი გულით, სულით რომ მოვისმინოთ, დავმშვიდდებით და ეს სიმშვიდე ერთი კვირა მაინც გაგვყება. ერთ სოფელში, ერთ რაიონში, ერთ კორპუსში, ერთი მშვიდოსბისმოყვარე ადამიანიც რომ ცხოვრობდეს, ეს სიმშვიდე ყველას მოეფინება. თუმცა, სამწუხაროდ, ვიგებთ, რომ იქ ერთი ქრისტიანი ცხოვრობს, რომელიც ყველას ეჩხუბება, განიკითხავს, „წარმართებს“ ეძახის სხვა სარწმუნოების ხალხს. ამიტომაც ბრკოლდება დღეს ბევრი – ისინი ხედავენ, რომ მარილი კი არ ვართ ამ სოფლისა ან მნათობი, არამედ, ხალხის გამღიზიანებელი და ამრევი. ამიტომ, ყველას ვთხოვ, განსაკუთრებით კი სასულიერო პირებსა და მრევლს, თქვენი ცხოვრების წესი იყოს მშვიდი. თუ დადიხარ ეკლესიაში და მაინც პრობლემები გაქვს, ესე იგი, რაღაც გაკლია. უნდა შეამოწმო საკუთარი თავი, რას არ აკეთებ სწორად. არავის უნდა, საკუთარ თავში ჯვარი დაინახოს და ატაროს. ქართველებს, სამწუხაროდ, ჩვენი რელიგია გვაქვს: „მამაო, არ მთხოვო მარხვა, აღსარება  და ეკლესიაში სიარული, ცხვარსაც დავკლავ და ვიქეიფებ“... მაგრამ, მერე, ხელი რომ არ ემართება, წუწუნებს – რატომ ვარ ასეთ მდგომარეობაშიო. თუ მოვიპოვებთ სულიერ სიმშვიდეს, ხორციელ სიმშვიდესაც მოვიპოვებთ. უფლისგან უნდა ვისწავლოთ სიმშვიდე, სიმდაბლე და ჩვენში აუცილებლად იქნება სიმშვიდეც და სიმდაბლეც.

скачать dle 11.3