კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორ სტრატეგიულ პარტნიორს შუა #2

ანუ გრძნობამინავლებულები

 თუ რუსულ საინფორმაციო საშუალებებს ვერწმუნებით, გასულ კვირას ჩვენი სამხრეთელი მეზობლის (აი, თვალ-ყურ-სიტყვა სულ ბათუმისკენ რომ ეპარება) უშიშროების საბჭოს სხდომაზე „ნატოური“ ინჯირლიკის ბაზის დახურვის საკითხი განუხილავთ.
საბჭოს სხდომას თვით რეჯებ ტაიპ ერდოღანი თავმჯომარეობდა და თითქოსდა ამ ბაზის დახურვის გადაწყვეტილებაც საბოლოოდ მიუღიათ (ყოველ შემთხვევაში, თურქ მინისტრებს ეს ამბავი ფრიად დადებითად შეუფასებიათ).
თუ გავიხსენებთ, რომ ინფოს რუსული სააგენტოები ავრცელბენ, არც ისაა გამორიცხული, დეზინფორმაცია იყოს ან რუსეთის სურვილი, თუ როგორ ისურვებდა, ემოქმედა თურქეთს.
მეორე მხრივ, არც ისაა გამორიცხული, რომ თურქეთი, არც მეტი, არც ნაკლები, დასავლეთს ევაჭრებოდეს (ვინაიდან ინჯირლიკის სამხედრო ბაზა „ნატოს“ და აშშ-სთვის ჰაერივით აუცილებელია).
უფრო მეტიც, თურქ სამხედროებს ისიც კი განუცხადებიათ, რომ ქვეყანაში ტერაქტები სწორედ ინჯირლიკის სამხედრო ბაზის გახსნის შემდეგ გაუხშირდათ.
ასეა თუ ისე, თუმცა არასასურველია, როდესაც ჩვენი კარის მეზობელ სტარტეგიულ მოკაშვირესა (თურქეთს) და უფრო სტრატეგიულ   ოკეანისგაღმელ მოკავშირეს (აშშ) ერთმანეთისადმი გრძნობები უნავლდებათ, მაგრამ ეს ჩვენთვის შანსიც შეიძლება, იყოს, თუ მოხერხებულად მოვიქცევით. –

скачать dle 11.3