კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაურთულა ზაზა ხუციშვილს ყველისა და ხორცის ფასმა პოლიტიკური დებიუტი და რაში ჩაითრიეს ის წლების წინ #1

„ქართული ოცნების” წევრის, ზაზა ხუციშვილისთვის  საპარლამენტო დებიუტი მძიმე აღმოჩნდა – მისი რამდენიმე ფრაზის ინტერპრეტაციის გამო, რაც „ფრთიან გამონათქვამებად” იქცა, ახალბედა დეპუტატი კრიტიკის ეპიცენტრში  მოხვდა.   ზაზა ხუციშვილი   გარემოს დაცვისა  და ბუნებრივი რესურსების   საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა,  როგორ გაიარა პროფესიით ინჟინერ-ჰიდროენერგეტიკოსმა,  ჯგუფ „ვაკის პარკის” ხელმძღვანელმა და  ცნობილმა მონადირემ გზა ქართული პოლიტიკისკენ, ამას თავად ჩვენი რესპონდენტისგან შეიტყობთ.
– თქვენი პოლიტიკური დებიუტი რთული და მძიმე აღმოჩნდა. ჯერ 40 ბიოტუალეტი არ „გაპატიეს” საარჩევნო პროგრამაში, მერე იყო და   ლარის გაუფასურებაზე გამოთქმული შეფასებები,   მოკლედ, თქვენი გამონათქვამები  უკვე მოარულ ფრაზებად იქცა.
–  კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვის წინა ხაზზე გამოტანა, ყოველთვის ასეთ გაურკვევლობას იწვევს. თუმცა, მოგვიანებით, თავად ჟურნალისტმა აღიარა, მე რა ვთქვი და რა გახმაურდა.  ინტერვიუში,   ვთქვი, რომ ასეთი პროცენტით არ მომხდარა პროდუქტის  გაძვირება. ჟურნალისტმა დაწერა არცერთი პროცენტით გაძვირება  არ მომხდარაო. ამას დღესაც ვადასტურებ, რომ ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტი, არ ვგულისხმობ იმპორტირებულს, დიდი პროცენტით არ გაძვირებულა. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან ისინი, ვისაც დოლარში აქვს სესხი აღებული და შევდივართ მათ მდგომარეობაში, მაგრამ არ არსებობს ბერკეტები და ვინმესთვის ეს  გასაკვირია? მეორე ის, რომ ვისაც იმპორტზე აქვს დაფუძნებული ბიზნესი, აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში, იმიტომ რომ, ხშირ შემთხვევაში, დოლარზე ყიდულობს პროდუტს, რომელსაც ყიდის  ლარში. უწევს  ამ თანხას კონვერტაციას და ვეღარ ასწრებს ფასის კორექციას, ამიტომ ვერ თვლის ბიზნესს.  ამ პასუხის შემდეგ დასმულ შეკითხვაზე: ამ პროცესში არის თუ არა რაიმე დადებითი, მე ვპასუხობ იმას, რასაც  დღეს ყველა ექსპერტი აღიარებს, რომ იაფი ლარი ასტიმულირებს ექსპორტს და  ასევე,  ტურიზმს. მგონი, დანაშაული არ ჩამიდენია იმის თქმის დროს. თუ ჩემს ნათქვამს პირველ ნაწილს მოვაცილებდით, მივიღებდით  იმ პასუხს, რაც აუცილებლად გააღიზიანებდათ ადამიანებს და მე კარგად მესმის  მათი.  როდესაც გადაწყვეტლებას ვიღებდი, ჩავრთულიყავი პოლიტიკაში,  კრიტიკისა და საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილებისთვის მზად ვიყავი. არცერთი პოლიტიკოსი არ ამთავრებს თავის საქმიანობას იმ ნდობით,  რითაც იწყებს. ეს მსოფლიო პრაქტიკაა.  როდესაც ბიოტუალეტებზეა საუბარი, პროგრამაში მე ჩამოვთვალე უამრავი სიკეთე, მათ შორის ის, რომ თბილისში შემოვიდოდა 145 საუკეთესო ავტობუსი, იქმნებოდა რეკრეაციული ზონები და ამას მივაყოლე ბიოტუალეტების თემა. ვისაც თბილისი უყვარს,  მისთვის ეს თემა მნიშვნელოვანია.  მარტო ამ თემით რომ გამოვიდეს ადამიანი საარჩევნო კამპანიის დროს, სასაცილო იქნება და მეც გამეცინება. მაგრამ, მე ხომ მხოლოდ ბიოტუალეტებზე არ გამიკეთებია აქცენტი.  საინტერესოა,  იმ ადამიანებს იმაზე არ ეცინებოდათ,  ქალაქის ყოფილი მერი, ლას-ვეგასში რომ დაფრინავდა ნაგვის ყუთების დასათვალიერებლად და ჩემი ნათქვამი აღიქვეს სასაცილოდ?
– მართლა ფიქრობთ, რომ ყველი 19 ლარიც შეიძლება, ღირდეს? ან საერთოდ, იცით, პროდუქტის ფასი?
–  რას ჰქვია არ ვიცი. ოჯახისთვის ყველა საჭირო პროდუქტს მე  ვყიდულობ.  ახლა გეტყვით, რა ვთქვი და რა ინტერპრეტაცია მიეცა, მე ვთქვი, დოლართან მიმართებაში ლარის დევალვაცია არის 50 პროცენტი, პროდუქცია რომ გაძვირებულიყო 50 პროცენტით, ახლა ყველი 19 ლარი უნდა ღირდეს და ისევ 12  ლარი ღირს-მეთქი. ქარხნის ყველს, როგორც აქამდე ვყიდულობდი, დღესაც 12 ლარად ვყიდულობ. ხორცს, დოლიძის ქუჩაზე ვყიდულობდი და ახლაც იქ ვყიდულობ: 12 ლარად ძვლიანს, 16 ლარად – რბილს. ნულ ნომერ კვერცხში ვაძლევდი 30 თეთრს და დღესაც იგივე ფასად ვყიდულობ.  ზეთი „ავედოვი,” რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ, ისევ 3 ლარი და 95 თეთრი ღირს. არც ზეთი იყო გაძვირებული,  თუმცა ზეთის ეს სახეობა იმპორტით შემოდის. 
– თქვენ როგორი მეურნე ყოფილხართ.   რაც დეპუტატი გახდით,  ოჯახისთვის  კვლავ იცლით თუ  პოლიტიკამ გაართულა თქვენი ცხოვრება?
–  ყველაზე მეტად რასაც ვამჩნევ, დროის  უქონლობაა. აღარ მაქვს ბევრი დრო   ოჯახისთვის.   ამას გარდა, როგორც  გითხარით, ახლა უფრო მეტი კრიტიკაა, ვიდრე, როგორც მუსიკოსს რომ მქონდა. გამონათქვამებთან დაკავშირებული ისტორიის მერე ბევრმა მითხრა, რაც შენი საქმე არაა, იმაზე რატომ საუბრობო. მაგრამ მე ვარ კეთილგანწყობილი ადამიანი და როცა ჟურნალისტი მირეკავს,  ვერ ვეტყვი, იცით,  მე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ვარ, ლარი ჩემი სასაუბრო თემა არაა-მეთქი.   როცა პარლამენტის წევრი ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, ხარ თუ არა ეკონომიკური პროფილის განათლების მქონე,  ეკონომიკურ პროცესებზე აუცილებლად გაქვს  შენი  წარმოდგენა და  შეფასება. 
 – ხელოვანის მშვიდი ცხოვრება გქონდათ. ცოტა მუსიკოსი არ გვინახავს პოლიტიკაში წასული, თუმცა თქვენ შემთხვევაში, რა იყო გადამწყვეტი – ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ? 
–  შოუ-ბიზნესი და ჩემი მუსიკალური ჯგუფი „ვაკის პარკი” იყო ის, რითაც ყველაზე უკეთ გამიცნო საზოგადოებამ.  ჩვენი ჯგუფი 20 წლისაა, ამ ზაფხულს საიუბილეო კონცერტებიც გვქონდა.  ჩვენი სიმღერების ტექსტებში სულ იყო სოციალური თემატიკა, პროტესტი. მუსიკის პარალელურად მიდიოდა ჩემი ცხოვრება, რომელიც არ იყო დაკავშირებული მუსიკასთან. განათლებით ინჟინერი-ჰიდროტექნიკოსი ვარ. ორი წელი ჩემი პროფესიითაც ვიმუშავე საპროექტო ინსტიტუტში.  90-იან წლებში  ჩემი პატარა ბიზნესიც მქონდა.  მანქანის ნაწილების მაღაზია, გაქირავებული ფართი, მაგრამ ვერ დავიტრაბახებ, რომ  ბიზნესისთვის საჭირო უნარ-ჩვევები აღმომაჩნდა.  უფრო მეტიც, ზარალიც კი მქონდა და დავანებე ყველაფერს თავი.  ვერ შევძელი, როცა ვიღაცას  ჩემთან ჰქონდა  ვალდებულება და არ  ჰქონდა  საშუალება, ცუდად მოვქცეოდი. მე რბილი ხასიათი მაქვს, ბიზნესს სხვა ხასიათი სჭირდება.  მოგვიანებით, ჟურნალისტიკაში ვცადე ბედი. ვიყავი როგორც რადიო „უცნობის,” „მაესტროს“ წამყვანი, სხვადასხვა მუსიკალური პროექტის დირექტორი. შემდეგ საზოგადოებრივ  რადიოში, „პიკის საათში” ვიმუშავე. ჩვენთან მუსიკოსები არ არიან ისე დაკავებული, როგორც სხვა ქვეყნებში. მიმაჩნია, რომ  საქმე, რომლის გაკეთებაც ახლა მომიწევს, ბევრად უფრო სასარგებლო იქნება და ეს შემიძლია გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის. მაქვს საკუთარი თავის იმედი, რომ ვიქნები კარგი პარლამენტარი.
– მუსიკას სულ შეელიეთ?
– არა, როცა დრო მაქვს, ვუკრავ  ჰარდროკ კაფეში, „ნალში.” მსმენელს ძალიან მოსწონს, როცა ჩვეულ ამპლუაში მხედავს.  თავიდან გაოცებული მიყურებენ. მერე, როცა აცნობიერებენ, რომ დეპუტატი სცენაზე უკრავს „როკენროლს,” მათგან დადებითი ემოციები მოდის.
– ცნობილია, რომ თქვენი დიდი ჰობი და გატაცება ნადირობაა.  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის  ხელმძღვანელის პირველი მოადგილე,  სანადიროდ კვლავ ივლით? ამ ცდუნებას გაუძლებთ?
– რატომ უნდა ავუკრძალო საკუთარ თავს ნადირობა? თუ ვინმე ფიქრობს, რადგან მონადირე ვარ, მონადირეების კორპუსი შეესევა საქართველოს ბუნებას და გაანადგურებს, ძალიან ცდება. პირიქით, მე მხოლოდ კანონის ფარგლებში ნადირობის მომხრე ვარ. ასე რომ, ამ მხრივ ძალიან აქტიური ვიქნები. ვინც ძალიან კარგად იცის ბუნება და კანონები, თავად არის ბუნების აქტიური დამცველი.   საერთოდ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვისთან ერთად წახვალ პირველად სანადიროდ. მე გამიმართლა, ათი წლის წინ, როცა ნადირობა დავიწყე, მოვხვდი ისეთი ადამიანების გარემოცვაში, ვინც ბუნების დამცველები იყვნენ.  მერე ძალიან საფუძვლიანად შევისწავლე ეს საქმე, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად.  გადამწყვეტი იყო ძაღლის სიყვარული, ნადირობის დაგეგმვა და არა ის, მაინცდამაინც რამე გრანდიოზული მოინადირო.  მე პრინციპულად არ ვნადირობ დათვზე, შველზე. გარდა იმისა, რომ წითელ ნუსხაშია შეტანილი და მასზე ნადირობა არ შეიძლება, მიდგომაც სხვა მაქვს. მე უფრო გარეულ ღორზე, ფრინველზე ვნადირობ და მხოლოდ და მხოლოდ, ნებადართულ ტერიტორიებზე.
–  როგორია კადრს მიღმა, თქვენი ოჯახური ცხოვრება?
– ჩემი მეუღლე, ხათუნა  მხატვარია, ხელოვანთა ოჯახიდან. სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული, მაგრამ არ მუშაობს, დღეს მხატვრებისთვის იოლი არაა სამსახურის მოძიება. სხვა სფეროში არ  მოსინჯა თავი და დიასახლისია.  ბავშვობაში მეც კარგად ვხატავდი, მაგრამ მერე მუსიკამ გამიტაცა და ხატვისთვის ვეღარ მოვიცალე.  ჩვენ გვიან დავოჯახდით. ერთი ქალიშვილი გვყავს – 11 წლის გოგონა. ოჯახური საქმე განაწილებული გვაქვს: საყიდლები ჩემი საქმეა, საოჯახო საქმე და სამზარეულო – ხათუნასი. ხორციანი საჭმლის გაკეთებას, ჩაქაფულის სეზონზე, მე ვითავსებ. როცა აგარაკზე ვართ, ამ საქმით მე ვკავდები. წყნეთთან ახლოს გვაქვს აგარაკი,  ძალიან კარგი ადგილია. როგორც კი ზაფხული დგება, მთელი ოჯახი იქ  „ვბანაკდებით”. სახლი ბუნებაშია ჩაფლული, რაც ძალიან მიყვარს. აყვავებული ეზო გვაქვს. უამრავი რამ ჩემი ხელითაა დარგული, პომიდორიც მოგვყავს, კიტრიც, ხილის მოსავალსაც ვიღებთ, განსაკუთრებით ბევრი ვაშლი გვაქვს. ეზოც ჩემი ხელით მოვაწყვე. ტერასული ქვის კედლები და ეგრეთ წოდებული  „ფანჩატური” მე თვითონ, ჩემი ხელით  ავაშენე (იცინის).

скачать dle 11.3