კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აქვს თუ არა დაძაბული ურთიერთობა ნანკა კალატოზიშვილს ყოფილ მეუღლესთან და როდის ითამაშა მან სპექტაკლი გატეხილი თავით #1

იშვიათია ადამიანი, რომელსაც შობა-ახალი წელი არ უყვარს. ნანკა კალატოზიშვილი, რა თქმა უნდა, მათ რიცხვს არ მიეკუთვნება და როგორც თავად ამბობს, გიჟდება ამ დღესასწაულზე. წინასაახალწლო სამზადისი, საჩუქრების შერჩევა და დანიელთან ერთად ნაძვის ხის მორთვა – მისთვის ყველაზე ლამაზი მომენტებია. როგორც ყველა მშობელი, ისიც თოთქოს ბავშვობაში დაბრუნდა და უკვე, დანისთან ერთად ელოდება ხოლმე ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს. ახალ, 2017 წელს მსახიობი ახალი მიზნებით, სურვილებითა და ოცნებებით შეხვდა.
ნანკა კალატოზიშვილი: ბავშვობიდან მახსოვს ეს დღესასწაული. 90-იანი წლები  რთული იყო, სულ შუქის მოლოდინში ვიყავით. გარდატეხის პერიოდი მქონდა ისეთი, ახალი წელი შუქით რომ მიხაროდა (იცინის). მგონი, ახლაც იგივე დაიწყება. კვირაში სამი დღე შუქი არ არის ხოლმე და საშინლად არ მინდა, იმ წლებში დავბრუნდეთ. ახალ წელს ტრადიციად მაქვს საჩუქრების ყიდვა. მთელი ამბავია ამ კუთხით. არა მარტო ბავშვებისთვის ვყიდულობ, არამედ მთელი ოჯახის წევრებისთვის და ნაძვის ხის ქვეშ ვალაგებ.  ვგიჟდები ამ პროცესზე. კერძების მომზადებაში ჩართული ტიპი არ ვარ (იცინის). რომ იციან: აი, ეს საცივი ჩემი გაკეთებულია, – ეს არ მახასიათებს. მე უფრო საჩუქრებზე დავდივარ.  ვგიჟდები, ისე მომწონს, როცა სხვებს ვახარებ. ყველა დღესასწაულზე მეტად მიყვარს.
– თოვლის ბაბუის საჩუქარს ელოდებოდი ხოლმე?
– კი და რატომღაც ფეხებთან მახვედრებდნენ საჩუქრებს, ნაძვის ხის ქვეშ არ მხვდებოდა. რომ ვიღვეიძებდი, მაშინვე ფეხებისკენ ვიხედებოდი. მომწონდა ეს ზღაპარი. ახლაც მომწონს. შარშან პირველად შეხვდა დანი, ანუ პირველად ელოდებოდა თოვლის ბაბუას და საჩუქარს. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი მის სახეს. სადაც ვიყავი და ვერთობოდი, სულ საათს ვუყურებდი, რომ მისი გაღვიძებისთვის სახლში მისვლა მომესწრო.
– დანი წერილებსაც სწერს უკვე თოვლის ბაბუას?
– კი, როგორ არა, უკვე სამი წლისაა. შარშან უფრო მე მოვამზადე, წელს წერილიც დავწერეთ (იცინის). თავიდან მეგონა, უბრალოდ ამბობდა სათამაშოები მომიტანოს თოვლის ბაბუამო და პერიოდულად ვამოწმებდი. მაგრამ, სულ ერთი და იმავეს რომ იმეორებდა, მერე მივხვდი, გააზრებული ჰქონდა. ცოტა უცნაური სურვილები კი აღმოჩნდა – გიტარა, დიდი თოფი და სპორტული მანქანა ისურვა (იცინის).
–  შობა-ახალი წელი შენთვის ოჯახური დღესასწაულია, თუ მეგობრებთან ერთად ხვდები?
– სახლში შეხვედრა მიყვარს ძალიან და მერე, გარეთ გამობდიალება. წელსაც სახლში შევხვდი. საერთოდ, მაქსიმალურად ვცდილობ, ამ დღესასწაულზე არაფერი დავგეგმო, არ ვიყო წამყვანი და ასე შემდეგ, შესაბამისად, ბევრ შემოთავაზებაზე ვამბობ უარს. ეს დღესასწაული რაღაცნაირად ჩემია და შესაბამისად, ვცდილობ, სახლში ვიყო. რაც შეეხება შობას, დედა ანთებს ხოლმე ფანჯარასთან სანთელს. ამ დღესაც არსად გავდივარ. ახალ წელს 12-ის მერე, ხომ ბოდიალი იწყება. შობას არ მაქვს მსგავსი რამ, სახლშივე ვრჩები.
– ახალ წელთან არაერთი ცრურწმენაა დაკავშრებული. გჯერა? სურვილი არ ჩაიფიქრე 12 საათზე?
– არა, არ მჯერა. უბრალოდ, რაღაცნაირი, ეიფორიული შეგრძნება მაქვს. მსგავსი ოპტიმიზმით, იმედით სავსე 12 საათი, მხოლოდ მაშინაა. ის ტყუილიც კი გახარებს, რომ ეს წელი იქნება სხვანაირი, კარგი და ასე შემდეგ. ვეთანხმები იმას, რომ, თუ გჯერა, აუცილებლად კარგი წელი იქნება. აი, ეს ადრენალინი ყველაფერს მირჩევნია – რაც ხდება შიგნიდან. დაწვი, ჩაიფიქრე, შეჭამე, გაძვერი-გამოძვერი და მსგავსი რაღაცეები, არ ვიცი.
– როგორ შეაფასებდი 2016 წელს?
– თვალი რომ გადავავლე ჩემს 2016 წელს, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან პოზიტიური იყო. საინტერესო შემოქმედებითი კუთხით – მქონდა სპექტაკლები. ძალიან დატვირთული არ ვყოფილვარ. ხანდახან ასე მირჩევნია. რამდენიმე კარგი ადამიანი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ვგიჟდები ახალი ადამიანების გაცნობაზე და მგონია, რომ მეგობრების შეძენა სულ შეგიძლია.  მაგარი ასაკი აქვს დანის, უკვე აქტიურად ლაპარაკობს, გემეგობრება. რაღაც პერიოდი, „მზარეულების“ გადაღება რომ მქონდა, მაშინ ვიყავი დატვირთული და ეს ბავშვთან ცოტა რთულად შესათავსებელი იყო.
– დანის ასაკიდან გამომდინარე, ბევრი სიახლე ექნება ყოველდღიურად. არ განიცდი, რომ მასთან ხშირად ვერ ატარებ დროს?
– ვერ ვიტყვი, რომ ხშირად არ ვარ მასთან. სწორედ მაგ მომენტების გამო ვერ მაგდებენ სახლიდან და მგონი, ჩავჯექი უკვე (იცინის). ახლა იმდენს ლაპარაკობს, რომ რა არის ახალი, ვეღარ ვიგებ. არ მოსწონს ჩემი სამსახური. ბაღში რომ ვაკითხავ, უკვე ეცინებათ მასწავლებლებს. შემოდგომაზე ისე დაემთხვა, რომ სპექტაკლის რეპეტიციები მეწყებოდა მაშინ, როცა დანი გამომყავდა ბაღიდან. რეპეტიცია მიმთავრდებოდა ღამე და ბავშვი დაძინებული მხვდებოდა. რეალურად, შვილს ვხედავდი დილით, ბაღში წაყვანამდე და ბაღიდან გამოსვლისას. ერთხელაც მივაკითხე გამოსაყვანად და მკითხა: დედა, ხვალ მოხვალ სახლშიო. ხომ  მივხვდი ეს „ხვალ“ რას ნიშნავდა, 5-ზე წავედი რეპეტიციაზე და ხვალ დილით შევხვდებოდით ერთმანეთს. თავიდან ისე განვიცდიდი ამას, რომ  ვიძაბებოდი. ძალიან ხშირად ვურეკავ და ველაპარაკები. ერთხელ გამომიცხადა, არ მომწონს შენი სამსახურიო. ამას რომ მეუბნება, მერე ვიწყებ „დაკერვას:“ უნდა ვიმუშაო, რადგან გიყიდო ის, რაც მოგინდება და ასე შემდეგ. მანქანებზე გიჟდება და მანქანების ყიდვით ვაწყნარებდი ხოლმე, მაგრამ ბოლოს, არც შენი მანქანა მინდა და არაფერი, დროზე მოდი სახლშიო (იცინის).
– გადაღებებზე დაგყავს ხოლმე?
– არა, რა სადიზმია. ერთხელ წავიყვანე თეატრში და როგორ ცივა, აქ რა მინდაო. სარეპეტიციოში რომ შევიყვანე, გაგიჟდა, ლამის 5 წუთში სახლში გამაქცუნა.
– გგავს ხასიათით?
– კი, მგავს - ჯიუტია. თუ რამე არ უნდა, ვერ გააკეთებინებ არგუმენტირებული დასაბუთების გარეშე. ხომ ვიცი, ჩემი ხასიათი. ჩემთანაც, უბრალოდ, არ ქნა – ასე არ გამოდის ეს ამბავი (იცინის). როცა ტირის, საერთოდ არ მესმის ტექსტი, რას ამბობს, ტყუილუბრალოდ კარგავს დროს. ნუ ტირიხარ, გაჩერდი... რამხელას კივიხარ, – არ ჭრის. ვეუბნები, იტირე, არ მესმის რას ამბობ-მეთქი და 2 წამში წყნარდება. მე რომ მგავს, მაგით ვაგვარებ (იცინის).
– მკაცრი დედა ხარ?
– მკაცრი არა, უბრალოდ, სულ ვეუბნები, თავს გაუფრთხილდი-მეთქი. იმაშიც მგავს, რომ ყველაფერს ეჯახება – ხან თავს მიარტყამს რამეს, ხან ასრიალდება. ერთხელ მეგობრებთან მივედი, დანიც თან მყავდა. შევედი თუ არა სახლში, წაიქცა, რაღაცას მიარტყა თავი.  დავიწყე წუწუნი, რა სჭირს ამ ბავშვს, რა არის ეს. დიდი პაუზის მერე, გამომხედეს და მითხრეს: ვისზე ლაპარაკობ, არ გრცხვენია?! სარკეში ჩაიხედე, წელს მარტო ორჯერ გაიტეხე თავი ისე, რომ გასაკერი გაგიხდაო (იცინის). ჰო, გავიტეხე ჯერ შუბლი და მერე თავი, სპექტაკლზე კულისებში და მერე სისხლიანი თავით ვითამაშე. თავი ავარტყი რაღაცას, მაგრამ გატეხილი თუ იყო, არ მეგონა. ვარცხნილობაში გროვდებოდა სისხლი და მეგონა, კანი იყო ამძვრალი უბრალოდ. მაგრამ, მაინც გამოვიძახეთ სასწრაფო, სპექტაკლი რომ დამთავრდა. სასწრაფომ თმები რომ გადაშალა, თავი გასაკერიაო და გამაქანეს (იცინის).
– რომელი წელი გახსენდება ყველაზე კარგად?
– შარშანდელი ახალი წელი იყო ჩემთვის განსხვავებული. 12 საათს ხომ სულ გიჟივით ველოდები, მაგრამ არასდროს  მქონია მომენტი, დილის 9 საათს დავლოდებოდი. ორი მოლოდინი, ორი სიხარული მქონდა. სასწაული ემოცია ჰქონდა დანის საჩუქრების დანახვაზე და ამის გამოტოვება ნამდვილად არ ღირდა.
– ირაკლისთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– კედოსთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს. რატომ უნდა მქონდეს ცუდი?! ფანტასტიკურად ვართ, ვერც მექნება დაძაბული და რთული ურთიერთობა. ყოველი შემთხვევისთვის, მე ყველაფერს ვიზამ, რომ მსგავსი რამ ჩვენ შორის არ იყოს.

скачать dle 11.3