კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი იქნება წითელი მამლის წელიწადი კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის #1

2017 წლის 28 იანვარს შემობრძანდება წითელი, ცეცხლოვანი მამლის წელიწადი. ასტროლოგიურად, ის ბევრ ცვლილებას და მოულოდნელ მოვლენებს გვპირდება. თუმცა, კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის, ის სხვადასხვაგვარად ჩაივლის.
ვერძი – მისთვის ეს წელი საკმაოდ სტაბილური იქნება, იმის  შესაძლებლობა გაჩნდება,  რომ ცხოვრება გაიუმჯობესოს, მაგრამ გარკვეულ სირთულეებსაც ვერ გაექცევა. ეს წელი კარგია მომავლის დასაგეგმად. განსაკუთრებით გაუმართლებთ მათ, ვისაც გარკვეული მიზანი აქვს და მისკენ მიისწრაფის.
კურო – მოგიწევთ პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება. მთავარია, გააზრებულად იმოქმედოთ. სასარგებლო იქნება, თუ სხვის რჩევებსაც გაითვალისწინებთ და დაივიწყებთ სიჯიუტეს. შესაძლებელია, მოულოდნელი ცვლილებები.
ტყუპები – მოგიწევთ, ამ წელს ძველი პრობლემების გადაწყვეტა, ოჯახური საქმეების მოგვარება და ბევრი შრომა. იმოქმედეთ მშვიდად და გააზრებულად. მაქსიმალურად ერიდეთ გაურკვეველ სიტუაციებს.
კირჩხიბი – მამლის წელიწადში კირჩხიბებს დიდი ცვლილებები ელოდებათ. ასევე, მოსალოდნელია, რომ მათ ცხოვრებამ გარკვეული გამოცდაც მოუწყოს. ნაცნობებმა და ახლობლებმა შეიძლება, მათი კეთილშობილება ბოროტად გამოიყენონ, რაც მათ გაღიზიანებასა და აგრესიას გამოიწვევს.
ლომი – ეს წელი გაჯერებული იქნება ექსტრემითა და ცვლილებებით, როგორც საქმეში, ასევე, პირად ცხოვრებაში. ურთიერთობების გარკვევა სასურველი არ არის. სახიფათოა, აგრეთვე, სარისკო ოპერაციების ჩატარება, ამას შეიძლება, ცუდი შედეგები მოჰყვეს.
ქალწული – ემოციურად საკმაოდ დატვირთული წელია. გართულდება ურთიერთობები გარშემო მყოფებთან. ნუ იმოქმედებთ დაუგეგმავად. ეს წელი სიკეთის მომტანია შემოქმედი ქალწულებისთვის. კარგია და წარმატებული პროფესიული უნარების განვითარებისთვის.
სასწორი – მოვლენებით დატვირთული წელია. მოსალოდნელია უთანხმოება ოჯახში, წინააღმდეგობები, რომელთა გადასალახავად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. კარგია, თუ გაიაზრებთ და წარსულის შედეგებს შეაჯამებთ. მეტად უსმინეთ ინტუიციას. აქტიური მუშაობით ბევრს მიაღწევთ.
მორიელი – 2017 წელი იქნება საინტერესო და მოვლენებით დატვირთული. გაჩნდება ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ და აუცილებლად განახორციელოთ თქვენი გეგმები.
მშვილდოსანი – მამლის წელი მშვილდოსნისთვის ყველანაირი ურთიერთობის განვითარების წელია. სასიყვარულო კავშირები უამრავ ლამაზ წუთს გაჩუქებთ. ბევრი ახალი ადამიანი და შესაძლებლობა გამოჩნდება, რაც აუცილებლად თქვენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენოთ.
თხის რქა – აქტიური და საინტერესო წელი გელოდებათ. მოსალოდნელია ბევრი ახალი ნაცნობობა. ამ წელს, ნამდვილად გაიგებთ, ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ ხლართავს ინტრიგებს. მთავარია, ხელიდან არ გაუშვათ პოზიტიური მომენტები და წარმატებისთვის გამოიყენოთ.
მერწყული – ადამიანები წარსულიდან გარკვეულ როლს ითამაშებენ თქვენს მომავალ ცხოვრებაში და დაგეხმარებიან მიმდინარე პრობლემების გადაჭრაში. სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი პირად ცხოვრებაში. წარმატების მისაღწევად კი, ძალისხმევის მობილიზება და დათმობებზე წასვლა მოგიწევთ.
თევზები – მამლის წელი თევზებისთვის საკმაოდ დინამიკური და მოვლენებით დატვირთული იქნება. წინ გელით ბევრი საქმე და ახალი ინფორმაცია. კარგია ახალი ნაცნობების შეძენა. დროა, დაფიქრდეთ და შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ, რის შესაძლებლობასაც 2017 წელი ნამდვილად მოგცემთ.

скачать dle 11.3