კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თქვი და გააკეთე! #1



სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და იმაზე გაცილებით დიდი, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მაგალითად, სანამ მოქმედებას დავიწყებდეთ, ჩვენ ვამბობთ, რისი გაკეთება გვინდა. თუმცა, ზოგჯერ სიტყვები სიტყვებად რჩება. მაგრამ, სულ უკვალოდ მაინც არ ჩაივლის. ისინი ჩვენს ქვეცნობიერში ილექება და არის შანსი სტიმული მისცეს ჩვენს ქმედებებს. გაცილებით რთულადაა საქმე, როცა გვინდა, სხვას, მით უფრო, მამაკაცს გავაკეთებინოთ რამე. სიტყვები ზოგჯერ პრობლემად და გაუგებრობად იქცევა მათთვის. თუ ვერ მოახერხებთ თქვენ მიერ ნათქვამი აზრის ზუსტად და ლაკონურად ფორმულირებას, კაცი ვერ გაიგებს, რა გინდათ და არც არაფერს გააკეთებს.
ამიტომაც კაცთან საუბრისას გამოიყენეთ მხოლოდ ერთაზროვანი ფრაზები. დაივიწყეთ შეფარული აზრი, რადგან კაცს ეს აბნევს. შესაბამისად, უკარგავს მოქმედების სურვილს. ზოგჯერ კი, უბრალოდ, აღიზიანებს.
თქვენს ნათქვამში არ უნდა იყოს ბევრი სიტყვა. ამისგან მამაკაცები სტრესს იღებენ. თან, არავითარი კატეგორიული ტონი, რომ მამაკაცმა თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს.
რაც მთავარია, მამაკაცთან საუბრისას, ყოველთვის გამოიყენეთ აწმყო დრო, თუ გინდათ, რომ ითქვას და გაკეთდეს კიდეც. არ არის ძნელი, მამაკაცს გააკეთებინოთ ის, რაც გინდათ. საკმარისია, ისწავლოთ, როგორ მიიყვანოთ აქტიურ მოქმედებამდე.

მიიზიდე ბედნიერება

ბედნიერება უნდა შეიგრძნო და შეიძლება, მოიზიდო კიდეც. ძალიან ცნობილი ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ინდივიდუალური ფსიქოთერაპია კარგად მუშაობს. კარგია ბედნიერების მოსაზიდად საკუთარ თავზე მუშაობაც.
1. ჩაიხედეთ სარკეში და უთხარით საკუთარ თავს: მე მიხარია საკუთარი თავის დანახვა სარკეში. მახარებს ჩემი გამოსახულება, რადგან მე მომწონს საკუთარი თავი. დიახ, მე მიყვარს ჩემი თავი.
2. მე ყველაფერ კარგს ვიმსახურებ და ამ ყველაფერს აუცილებლად მივიღებ. თანაც, რაც შეიძლება მალე. ჩემი ყველა სურვილი ასრულდება, რადგან მე სამართლიანად ვითხოვ მათ.
3. ცხოვრება ჩემ მიმართ კეთილგანწყობილია. თუ რამე უსიამოვნო ხდება, მხოლოდ იმიტომ, რომ მე რაღაც ვისწავლო და წინ წავიდე.
4. მე ვიცი სიყვარული. ვგრძნობ მას და ჩემი ცხოვრება სავსეა საყვარელი და ძვირფასი ადამიანებით. მე არ მენანება, ჩემი სიყვარული მათ გავუნაწილო და ეს მშვენიერია.

ის მე არ მგავს. . .

ქალი და მამაკაცი ვერასდროს იქნებიან ერთნაირები.
დავიწყოთ „ტექნიკური“ განსხვავებებით:
* კაცი ყოველღიურად, საშუალოდ 25 000 სიტყვას ამბობენ, ქალი კი - 30 000-ს.
* დიახ, მამაკაცები მართავენ ქვეყნებს, მაგრამ  ამას შევეგუებით, თუკი გავიხსენებთ, რომ  მამაკაცებს ქალები მართავენ. 
* მამაკაცებს ავიწყდებათ, რომ თუ ქალს გაამართლებ, ის მზადაა, აღიაროს   საკუთარი დანაშაული.
* ცუდი არ იქნება, თუკი ქალებს არ დაგვავიწყდება, რომ კაცს იმიტომ აქვს თავი, რომ ქალმა ის ამით დაატრიალოს.
* ფლირტი არის ხელოვნება, კაცებს უნდათ ამას მსუბუქად შეხედონ. ქალი  მკლავებში ისე მოიქციონ, რომ მის ხელში არ ჩავარდნენ, მაგრამ ეს არ გამოსდით.
* ქალბატონებო,  გახსოვდეთ, ჭკვიანი ქალი არ კითხულობს სად იყო მისი ქმარი, მან ეს იცის.
* სამწუხაროდ, ქალების უმრავლესობა საღამურის არჩევას უფრო მეტ ტვინს ატანს, ვიდრე მამაკაცისას და მერე საკუთარ ცუდ არჩევანს, ისევ მამაკაცს აბრალებს.

ოცნების ქალი უნდა
ამბობდეს . . .
 
ჭკვიანმა ქალმა კარგად იცის,  როგორი ფრაზების მოსმენა ესიამოვნება მისგან მამაკაცს.
მაგალითად, როცა კაცი ნასვამია უნდა უთხრათ: დარწმუნებული ხარ, რომ საკმარისად დალიე? მოდი, ერთ ბოთლ ლუდს კიდევ გიყიდი!
ან კიდევ:
რაღაც მოიწყინე... მოდი, ეროტიკას ვუყუროთ, ლუდი დავლიოთ და მოვწიოთ...
იდეალურია, უთხრათ:   მირჩევნია, შენთან ერთად ვუყურო ფეხბურთს, ვიდრე მაღაზიებში ვიბოდიალო.
 კაცს აღფრთოვანებაში მოიყვანს ფრაზები:
გადავწყვიტე, სახლში მხოლოდ საცვლების ამარა ვიარო.
 რა კარგად აღგზარდა დედაშენმა!..
ქორწინების იუბილე ყოველ წელს გვაქვს. გაცილებით მნიშვნელოვანია მეგობრებთან ერთად წასვლა გასართობად. ეს სტრესს გადასარევად ხსნის.
სახლში რატომ ზიხარ? ბარში არ უნდა იყო ბიჭებთან ერთად?.. რა გემრიელად ხვრინავ! მიდი, გააგრძელე...
 გასაგებია, რომ ამ ყველაფრის თქმა და  მით უმეტეს, შესრულება, ქალისგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომ, წინასწარ მიიღეთ ზომები და დალიეთ დამამშვიდებელი პრეპარატი (ან აბაზანაში, კარი ჩაკეტეთ და  მუშტები ურტყით უნიტაზს).
მამაკაცებსაც უყვართ ოცნება.
თუ გვერდით ისეთი მამაკაცი გყავთ, რომელიც გამუდმებით ნერვებს გიშლით, აუცილებლად დაგჭირდებათ ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი  კომპლიმენტის ცოდნა:
შენ გვერდით თავს ჭკვიან ადამიანად ვგრძნობ!

ძალიან უცნაური 
ქალური ლოგიკა

 თითქოს არსებობს და არც არსებობს... მაგრამ იქ, სადაც ადამიანის გონება უძლურია, სწორედ ქალური ლოგიკა იმარჯვებს.
ბევრი მამაკაცი ბოლომდე ვერც აცნობიერებს, თუ რა საოცარი არსებაა ქალი, ზოგჯერ პარადოქსულიც. ქალს სურს მოსწონდეს იმასაც, ვინც თვითონ არ მოსწონს! ყველა ქალი ფიქრობს, რომ განსაკუთრებულია და ყოველმა მათგანმა შესანიშნავად იცის, რომ ის „ყველა” არ არის.
ქალები კიდევ იმიტომ არიან მაგრები, რომ შეუძლიათ, ყველაფერს პოზიტიურად შეხედონ.
ქალებმა ისიც იციან, რომ მათი ძალა კაცების სისუსტეშია.  ქალს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ეკამათო, თუ მისი დაკარგვა გინდა.
ქალებს ერთმანეთის გამხნევებაც გადასარევად შეუძლიათ. როდესაც თავს მარტოსულად გრძნობენ, ან საყვარელი მამაკაცი გააბრაზებთ, მაშინვე დაქალთან მიდიან, ყავას დალევენ და ჭორაობაში გულს გადააყოლებენ. ზოგი დედასთან გარბის. წარმოიდგინეთ, როგორ უჭირდა ევას, სად ჰქონდა მას დედასთან ან დაქალთან გაქცევის შესაძლებლობა? თავის სადარდებელს ვერავის გაუზიარებდა და შესაბამისად, რჩევებსაც ვერავინ მისცემდა. ახლა კი ყველას ჰყავს ერთი ისეთი დაქალი, რომელსაც რჩევას ჰკითხავს... და ეს ძალიან კარგია, გადასარევად ჯდება  ქალური ლოგიკის ფარგლებში.

скачать dle 11.3