კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აღმამხვნელები და დაბლამფარცხველები #1

ანუ უცნაურად „ტოლერანტულები“

 იმ მარტივი მიზეზით, რომ ყველა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურს თავისი პეიზაჟი, ანუ მოტივი და დავალება აქვს, ამ ჩვენს ქვეყანაში მეტად საინტერესო მოვლენები ვითარდება.
სახელდობრ, კარგა ხანია, გრძელდება სოფელ მოხეში დაპირისპირება, თქვენ წარმოიდგინეთ, ქართველ მართლმადიდებლებსა და ქართველსვე სუნიტ მუსლიმანებს შორის. თავდაპირველად, თითქოს მეჩეთის გამო (თუმცა აღმოჩნდა, რომ იმ სოფლად არც ქრისტიანებს აქვთ სალოცავი და მოლაპარაკებები მიმდინარეობს), წლის მიწურულს კი კიდევ ერთი „კონფლიქტიც“ გამოცხვა.
კერძოდ, მოხეს სკოლის დირექტორს სკოლის მოსწავლე გოგონასთვის ურჩევია, რომ სკოლაში თავსაბურავით არ მისულიყო (მოტივით: სკოლა საჯარო დაწესებულებაა, სადაც შესაბამისად ჩაცმულმა უნდა იარო).
მოსწავლე გოგონა დუმს, სამაგიეროდ, შფოთავენ „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ და სამცხე-ჯავახეთის მუფთი – მოსწავლის დისკრიმინაციის ელემენტები შეინიშნებაო!
ხოლო ამასობაში თავსაბურიანი მოსწავლის თანაკლასელები აქციას აწყობენ, მეტად საინტერესო მოთხოვნა-დეფინიციით: გადადგეს მართლმადიდებელი დირექტორი.
და თუმცა შესაძლოა, ჩვენი არასრულწლოვანი თანამემამულეები მეტად გულწრფელი მოტივებით მოქმედებდნენ, რთული გამოსათვლელი არ უნდა იყოს, ვის წისქვილზე შეიძლება, ასხამდნენ წყალს, სხვათა შორის, ფრიად უნებლიეთ, მით უფრო, ვიცით, თუ სად აქვს მიღებული რელიგიური განათლება ყველა ჩვენებურ მუფთს.
ხოლო, რაკი ყველა საგანმანათლებლო სისტემა, განსაკუთრებით, რელიგიური ცდილობს, აღზარდოს საკუთარი ინტერესების გამტარებელი (რაც ბუნებრივია) ლოგიკურია, რომ სადაც განათლდნენ, სწორედ იმ ქვეყნის ინტერესებითვე იყვნენ მოტივირებულნი.
ერთი სიტყვით, როგორც უნდა იყოს, ყველაზე საინტერესო მაინც ის მგონია, რომ, თუკი გოგონების წინდაცვეთა უნდა აიკრძალოს (თუმცა თავად გოგონები აცხადებენ, რომ ეს მათი მუსლიმანური ტრადიციაა და უარის თქმას არ აპირებენ) და ეს დისკრიმინაციად არ მიიჩნევა, საჯარო სკოლაში თავსაბურავის გარეშე  სიარული რატომღაა დისკრიმინაცია?!
იმას გარდა, რომ თვით ჩვენს მეზობელ თურქეთში არ არის ნებადართული საჯარო დაწესებულებებში თავსაბურავით მოძრაობა?! –

скачать dle 11.3