კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

ხმაშეწყობილები #1

ანუ გასანაწილებელი კიდევ ბევრია

 სანამ ჩვენ ვხარობთ, რომ უვიზო მიმოსვლას გვაღირსებს ამ 2017 წელს მაინც ჩვენი კიდევ ერთი სტრატეგიული პარტნიორი – ევროკავშირი, უვიზობით გულმოკლული ჩვენი მძიმეწონიანი სამხრეთელი მეზობელი ჩრდილოეთისკენ მიზანდასახულად მიჩოჩავს.
რაკი თურქული ავიაციის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი მოინელეს (როგორც ჩამომგდებმა, ისე ჩამოგდებულმა), აწ უკვე ერთად გლოვობენ შავ ზღვაში სირიისკენ გეზაღებული რუსული თვითმფრინავის კატასტროფას.
ჰოდა, ვინაიდან აწ მათ უკვე ჭირისუფლის მანტია აქვთ მორგებული – გასული წლის მიწურულს პრ.-ებმა პუტინმა, ერდოღანმა და ნაზარბაევმა ტელეფონით ისაუბრეს (მეგობარი გასაჭირში იცნობაო).
ხოლო, რადგან გლოვა გლოვად, მაგრამ საქმეც თავზე საყრელად აქვთ (იმიტომ რომ, გასანაწილებელი კიდევ ბევრია), სირიაში ცეცხლის შეწყვეტის ამბავიც განიხილეს, მეტიც, საერთოდაც, დასავლეთის გარეშე გადაწყვიტეს პრობლემის გაჩარხვა.
ამის პარალელურად კი, ბ-ნ ერდოღანს არც ის დაუმალავს, რომ ფლობს მტკიცებულებებს, რომელთა მიხედვითაც, აშშ და მისი მოკავშირეები მხარს უჭერდნენ ექსტრემისტებს, მათ შორის, თვით  – ისლამურ სახალიფოსაც.
მომყავს ციტატა: „ისინი ჩვენ გვდებდნენ ბრალს „დაიშის“ (ანუ ისლამური სახალიფოს) მხარდაჭერაში, ახლა კი თავად ეხმარებიან ტერორისტებს, მათ შორის, ქურთების უმაღლესი კომიტეტის საბრძოლო ფრთას და სირიელი ქურთების „დემოკრატიულ კავშირს (ანუ თავისი პეიზაჟი აქვს: ქურთებს ერჩის)“.
საინტერესო ისაა, რომ 2015 წლის მიწურულს რფ-ის ხელისუფლებამ დასდო ბრალი თურქეთის ხელისუფლებას, რომ ისლამისტი ტერორისტებისგან ნავთობს ყიდულობდა.
ასეა თუ ისე, ჩრდილოელმა და სამხრეთელმა ამ ეტაპზე ხმაშეწყობით ამჯობინეს ამღერება.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ აშშ-ის სახდეპარტამენტი თავის ანგარიშებში ისლამური სახალიფოს ტერორისტების მთავარ მომარაგებლად ჯიუტად ასახელებდა ამ ჩვენს პანკისის ხეობას (არადა, რომც გაეგზავნა ამ ერთი ციდა ხეობას, მაინც რამდენს გააგზავნიდა?!) და კრინტს არ ძრავდა, რომ ტერორისტები კარლსონები არ არიან და პანკისიდან სირია-ერაყში თურქეთის გვერდის ავლით ვერ მოხვდებოდნენ, ჭეშმარიტად – ახია!.. –

скачать dle 11.3