კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ტიროდა ცხარე ცრემლებით მარიტა როხვაძე და რა არის მისი მთავარი ატრიბუტი ახალ წელს #52

შობა-ახალი წელი და მსგავსი დღესასწაულები ოჯახის წევრების, ნათესავების, ახლობლების, მეგობრების თავშეყრის საუკეთესო საშუალებაა. ახალ წელს, ახალი სურვილებით, მიზნებითა და ოცნებებით ყველა ერთად აღნიშნავს. ამ ჯადოსნური ღამის მთავარი დანიშნულებაც ხომ  ერთად ყოფნის, ბედნიერებისა და სიხარულის დაბედებაა. ამ სიამოვნებას მოკლებულნი არიან მომღერლები და ზოგადად, ისინი, ვინც დღესასწაულებზე ჩვენი განწყობის შექმნაზე ზრუნავენ. მათ საკუთარი ოჯახის ტრადიციის დარღვევა უწევთ და ყოველ წელს სცენაზე ეგებებიან... მომხიბვლელი მომღერალი, მარიტა როხვაძე უკვე მეექვსე წელია, რაც ახალი წლის ღამეს არა ოჯახთან, არამედ მსმენელთან ერთად ხვდება. როგორია მისი წინა საახალწლო სამზადისი და ტრადიციები, ინტერვიუდან შეიტყობთ.
მარიტა როხვაძე: ბავშვობიდან ვგიჟდებოდი ნაძვის ხის მორთვაზე.  მთელი სახლი მორთული მქონდა წვიმებით. ჩემს ბავშვობაში ბევრი რამე არ იყო, 93-იანი ვარ და იმ პერიოდში სათამაშოების ისეთი ფუფუნება არ გვქონდა, როგორიც დღეს არის. ამიტომ, ჩემი ხელით  ვჭრიდი ქაღალდებს, ერთმანეთს ვაბამდი და მერე ვაფერადებდი ფლომასტერებით. ჩემთვის ახალი წელი ასოცირდება ოჯახთან. სანამ „ჯეოსტარს“ მოვიგებდი და ქუთაისში ვცხოვრობდი მშობლებთან ერთად. ყოველთვის მათთან ერთად ვხვდებოდი ღამის 12 საათს, მერე კი გავდიოდი გარეთ.  რაც ყველაზე კარგად მახსოვს, სულ მე ვიყავი მეკვლე. პირველ იანვარს გარეთ გამოვდიოდი ტკბილეულით დახუნძლული და დაზეპირებული ტექსტით (იცინის). ეს იყო ჩემი მოვალეობა. სხვათა შორის, იმდენად კარგი ფეხი მაქვს, რომ სხვაგანაც მიხმობდნენ. მაგალითად: ჩემს მასწავლებელთან ვიყავი მეკვლე და იმ წელს დაოჯახდა, მის ძმას შვილი შეეძინა და ასე შემდეგ. უკვე ექვსი წელია, ვერ ვახერხებ ამ ყოველივეს, რადგან სულ კონცერტები მაქვს. ახლა ჩემი მშობლები აქეთ ჩამოვიდნენ, მაგრამ მაინც ვერ შევხვდებით ერთად. თუმცა, პირველში მე შემოვდგამ სახლში ფეხს, როგორც მეკვლე (იცინის).
– თოვლის ბაბუის არსებობის გჯეროდა?
– კი, როგორ არა. მე-5 კლასამდე მჯეროდა, რომ თოვლის ბაბუა არსებობდა. წერილებსაც ვწერდი და აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებდი. ისიც ვიცოდი, თოვლის ბაბუას საჩუქარი რომ დამემსახურებინა, კარგად უნდა მოვქცეულიყავი (იცინის). ერთ დღესაც დილით ვიღვიძებ, მივდივარ ნაძვის ხესთან და ჩემი საჩუქარი არ არის. აცრემლებული თვალებით მივედი მშობლებთან: თოვლის ბაბუამ საჩუქარი არ მომიტანა-მეთქი. მამაჩემი გავიდა ოთახიდან, შემოვიდა და მეუბნება: აბა, კარგად ნახე, ნაძვის ხის უკან ხომ არ არისო. მივედი და დამხვდა საჩუქარი, მაგრამ ჩემთვის ნაცნობ პარკში. მაშინ გამიტყდა გული და მივხვდი, რომ თოვლის ბაბუას კი არა, თურმე ჩემს მშობლებს მოჰქონდათ საჩუქრები. თუმცა, გულის სიღრმეში მაინც მჯერა, რომ ის ლაპლანდიაში ცხოვრობს, ჰყავს თავისი ელფები, ირმები და ყოველ წელს ახარებს ბავშვებს.
– რა სურვილებს სწერდი ხოლმე?
– სათამაშო და მსგავსი რამეები არ მინდოდა, თუმცა დღემდე ვგიჟდები ფუმფულა სათამაშოებზე. ყველას ვეუბნები, დღესასწაულებზე  არაფერი მინდა, ფუმფულა დათუნიები მაჩუქეთ-მეთქი (იცინის). თოჯინები არ მიყვარდა, არც გაპრანჭვა. იმდენად მჯეროდა თოვლის ბაბუის, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას მაჩუქებდა. მამა რომ მეუბნებოდა, ახლა დაიძინე, შენ ვერ დაელოდები მის მოსვლას და კარს მე გავუღებო, მაშინვე ვიძინებდი.
– როდის იწყება შენი წინა საახალწლო სამზადისი?
– ნაძვის ხეს ოჯახში ყოველთვის 25 დეკემბერს ვრთავდით. ახლა უკვე კონკრეტული რიცხვი აღარ მაქვს, მაგრამ დეკემბრის შუა რიცხვებიდან ვიწყებ. ის მომენტი არ მაქვს, ნოემბრიდან ან დეკემბრის დასაწყისში დავიწყო სამზადისი. მთავარი საახალწლო ატრიბუტი ჩემთვის ნაძვის ხეა, ხოლო სრული ბედნიერებისთვის, მჭირდება საყვარელ ხალხთან ერთად ყოფნა, რაც არ გამომდის ხოლმე.
– თუ გქონია უცნაური და განსხვავებული ახალი წელი?

– კი, როგორ არა. ერთხელ ლიფტში შევხვდი ახალ წელს. ორი წლის წინ ფუნიკულიორზე მქონდა კონცერტი და იქ მოხდა ეს. მუსიკოსებთან ერთად ვიყავი ლიფტში და ინსტრუმენტები მივუჭახუნეთ ერთმანეთს (იცინის). კიდევ, ბათუმში მივდიოდი და ჩაქვის ტრასაზე შევხვდი. როგორ მახსოვს... ტელეფონი გადმომივარდა და მანქანამ გადაუარა. აუცილებელი ტრადიცია, რაც ახალ წელს მაქვს – 12 რომ შესრულდება, სურვილს ვუთქვამ, ოღონდ რეალურს – ცაში ავიხედო და მილიონი დოლარი ჩამოცვივდეს, ეგეთს არა (იცინის). ჩემმა მეგობარმა მითხრა, თუ შამპანურის ბოთლიდან შენს სურვილს დალევ, ის აუცილებლად აგისრულდებაო. მეც დავიჯერე. ფურცელზე დავწერე სურვილი, ეს ფურცელი დავწვი და შამპანურის ბოთლში ჩავყარე, რომელიც დავლიე. მინდა, ყველას გითხრათ, რომ არ დაიჯეროთ, შამპანური არ ამართლებს (იცინის). მთელი ორი დღე ცუდად ვიყავი.
– ახალ წელს სულ სცენაზე რომ ხვდები და ოჯახთან, მეგობრებთან ერთად ყოფნას ვერ ახერხებ, მოსაბეზრებელი არ არის?
– შენი ოჯახის ტრადიცია რომ გიყვარს, სულით და გულით გინდა, არ დაარღვიო და მშობლებთან ერთად შეხვდე ამ დღესასწაულს, მაშინ გიხარია ყველაფერი.  გული მწყდება, რომ ვერ ვხვდები მათთან ერთად. თუმცა, შობას ყოველთვის ვცდილობ, ერთად ვიყოთ. შობა უფრო დიდი დღესასწაულია ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის – აუცილებლად ვანთებ შობის ღამეს სანთელს ფანჯარასთან. მე მგონი, არ ყოფილა ისეთი შობა, ოჯახის წევრებთან ერთად არ ვყოფილიყავი. ჩავდივარ ჩემს ქალაქში და იქ ვარ ყოველ შობას.
– ბავშვობაში „ალილოზე“ თუ დადიოდი, ანუ ოჯახების მახარობელი თუ იყავი?
– რას ამბობ, ჩემი ხმის პატრონს სახლში რა გამაჩერებდა (იცინის). მეგობრებთან ერთად მივდიოდი ყოველ წელს. ადგილები გვქონდა დამახსოვრებული, ვინ რას და რამდენ ფულს მოგვცემდა. აუცილებლად ვიხატავდით სახეს. სიმღერას, როგორც კი დავიწყებდი, ყველა ოჯახში გვიპატიჟებდა. გუნდში ძირითადი მომღერალი ვიყავი (იცინის).
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– ვარ ძალიან ბედნიერი. არის ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდითაა. თუმცა, ჯერ არაფრის თქმას არ ვაპირებ. ყოველთვის აღვნიშნავ, როცა ჩემი პირადი ცხოვრების აფიშირება გავაკეთე, იმდენი ბოროტი ადამიანი  და თვალი გამოჩნდა, რომ რა ვიცი... ჩვენ შორის მანძილი იყო, ვიღაც-ვიღაცეები კიდევ უაზრო კომენტარებს აკეთებდნენ: ის წავიდა და შენ დაგტოვა, არ უყვარხარ. მივხვდი, რომ არ ღირს პირადი ცხოვრების გასაჯაროება. რაც მთავარია,  ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. როცა იქნება საჭირო და სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამთ ცხოვრებაში, მაშინ ყველა ყველაფერს გაიგებს. ამ ეტაპზე ნამდვილად არ მინდა ვთქვა სახელი, გვარი, ვინ არის და როგორ არის.
– ანუ, წარსულში არსებულ ურთიერთობაზე ჭორებმა იმოქმედა?
– არა, უბრალოდ, არის ხალხის კატეგორია, ვისაც საკუთარი ცხოვრება არ გააჩნია და იმდენად გამწარებულები არიან, სიბოროტეზე ფიქრობენ. ვის რას ვუშავებ ჩემი სიყვარულით, არ ვიცი. საკუთარ თავში ჩაკეტილი ხალხი, ადამიანებთან ურთიერთობა რომ არ შეუძლიათ და სულ კომპიუტერებთან სხედან, მათგან კარგს რას უნდა მოელოდე.  ძალიან ხშირად მსმენია საკუთარ თავზე აბსურდული ჭორი. მაგალითად, ვიღაცას მოსწონებია მარიტა და უთქვამს: უი, ჩვენ შეყვარებულები ვიყავით. ეს მაღიზიანებს. მსგავსი ინფორმაცია, რაც ჩემამდე მოსულა... დამირეკავს და ცუდი ამბავი მომხდარა. როცა მართალი ვარ და სხვა მტყუანი, იქ უკვე მეკეტება, საერთოდ ვერ ვაზროვნებ. როცა არ იცნობ ადამიანს და მასზე  ლაპარაკობ, ეს ძალიან ცუდია. ვისაც საკუთარი ცხოვრება არა აქვს, არის უბედური და შურიანი და ცდილობს სხვის ბედნიერებას მიაყენოს ზიანი. რაც დრო გადის, უფრო მეტად ვაწყდები მსგავს ფაქტებს და უფრო მეტად მწყდება გული. ადრე ძალიან მიამიტი ვიყავი და ყველას ვენდობოდი. ახლა ასე აღარ ვარ, რაც იმ ადამიანების დამსახურებაა.
– ბევრი ჭორ-მართალი გაგვიგია შენზე და როგორც ჩანს, განიცდიდი ამ ამბავს.
– ძალიან განვიცდიდი. ვტიროდი. ცხარე ცრემლებით მიტირია რაღაცეებზე. ერთხელ ჩემს მშობლებთან მივედი აცრემლებული. ვაჩვენე სტატია, სადაც მორიგი სისულელე ეწერა. მათ დამაწყნარეს და დამამშვიდეს. როცა ამხელა პროექტს იგებ, იქ კარგსაც გეტყვიან და ცუდსაც. არც ყველას მოეწონები და არც ყველას ეყვარებიო.  ამ ფაქტთან შეგუება მიჭირდა. უბრალოდ, შენზე რომ ლაპარაკობენ, უნდა თქვან სიმართლე. მე ხომ ვერ ვიტყვი უცხოზე ეს ცუდი ადამიანია-მეთქი. ამიტომ, ჯერ გამიცანი და მერე ილაპარაკე.
– შენი პროფესიის გამო უთანხმოება თუ გქონია საყვარელ ადამიანთან?
– კი. ყოფილა შემთხევვა მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად რაღაც დამიგეგმავს და იმ დღეს კონცერტი დამინიშნეს. ხშირად ვმღერი კლუბში. ვიწყებ ღამის პირველ საათზე და ვამთავრებ 3-4-ზე. შეიძლება, ეს ბევრმა  ვერ გაიგოს. ის ვერ გაიგებს, ვინც არ იცის რა არის ხელოვნება. ამბობენ ხოლმე, ქალი რომ სახლში სამზე და ოთხზე დაბრუნდება, ის რა ქალიაო (იცინის). იცი, როგორი ურთიერთობა მიყვარს, როცა გყავს მეორე ნახევარი და მასთან ერთად ერთობი, „გულაობ,” სულ ერთად ხართ. მსგავსი საკითხები იწვევს უთანხმოებას პირად ურთიერთობებში.

скачать dle 11.3