კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

რას შეეძლო, დაენგრია რატი წითელაძის ცხოვრება და იყო თუ არა ის „კაცი გამოძახებით” #52

მსახიობისა და რეჟისორის რატი წითელაძის ფილმი „დედა”, რომელიც ყველა მარტოხელა დედას ეძღვნება, ესპანეთის Mostra de curtmetratges per la Identitat-ის და უნგრეთის – 2Oth Faludi Filmszemle-ს საერთაშორისო ფესტივალების გამარჯვებულია. რატის ირგვლივ ბევრი ჭორი გავრცელებულა, ბევრს ლაპარაკობდნენ მის ხმაურიან პირად ცხოვრებასა და ქალებთან დამოკიდებულებაზე. თუმცა, ამ ყოველივეს მიღმა ბევრი ისეთი დეტალია მის ცხოვრებაში, რომელიც საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია. რა გზა გაიარა ყოფილმა სპორტსმენმა, მოდელმა და აწ უკვე რეჟისორმა წარმატებამდე, ინტერვიუდან შეიტყობთ.
რატი წითელაძე: ორი პრიზი მოვიგეთ ერთდროულად, ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვქონია. ზოგადად, ფილმი „დედა” 100-ზე მეტი პრიზის მფლობელია. მისი გადაღების მთავარი მიზანი ის იყო, რომ ხალხს ამ თემაზე, ამ პრობლემაზე ესაუბრა. სამწუხაროდ, ტრადიციებიდან გამომდინარე, ბევრი ცუდი რამ ხდება, მათ შორის, დედების მიერ შვილების დამალვაც. აქ ისმის კითხვა, სად არის თანამედროვეობა ტრადიციებს შორის?! სხვა ქვეყანაში ნაკლებად მოხდებოდა, შვილი დაემალათ იმის გამო, რომ ვინმეს არ გაეკიცხა. სიუჟეტი ეფუძნება რეალურ ისტორიას. ამერიკიდან რომ ჩამოვედი,  ერთ-ერთ სუფრაზე მოვისმინე, დედა მალავდა შვილს. მიზეზი იყო ოჯახი. ვერავის უბედავდა თქმას, რომ ფეხმძიმედ იყო და იძულებული გახდა, მარტოხელა დედობის ტვირთი აეღო. ყველაზე მეტად რამაც შემაშფოთა, ეს გახლდათ მოსაუბრეები. ისე განიხილავდნენ ამ თემას, როგორც ჩვეულებრივ ამბავს. მაშინ ვთქვი, აუცილებლად გადავიღებ ფილმს, რომელიც იქნება მესიჯი მარტოხელა დედებისთვის-მეთქი. ამ ამბავს რომ ჩავეძიე, კიდევ უფრო საშინელი მდგომარეობა აღმოჩნდა. ჩვენს ქვეყანაში 40 000-მდე მარტოხელა დედაა.
– თავად ახსენე სტატისტიკა და ვიდრე ამერიკაში წახვიდოდი, მანამდე არ გსმენია მსგავსი პრობლემის შესახებ?
– კი, მსგავსი ისტორია ბევრია, ბავშვობაშიც არაერთხელ გამიგონია, მაგრამ პირადად, არასდროს აღმოვჩენილვარ ამ პრობლემის წინაშე. ჩვეულებრივ ოჯახში ვცხოვრობდი, დედა და მამა ერთად ცხოვრობდნენ. ჩვენს ოჯახში უფრო სხვა პრობლემები იყო. მაგალითად ის, რომ მამა ოჯახის უფროსია და ისე უნდა იყოს ყველაფერი, როგორც მას სურს. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ჩემი მშობლები ყოველთვის ჩემ გვერდით იყვნენ და არიან.
– დღესაც გაქვს ოჯახში პრობლემები?
– კი, დღემდე მაქვს და მთავარი პრობლემა ისაა, რომ მშობლებს ვერ ვნახულობ. თითქმის ოთხი წელია, არ მინახავს ისინი. თურქეთის საზღვართან, ბათუმის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ. ამ მანძილის გამო მიჭირს მათთან ჩასვლა, თუმცა ისე, კონტაქტი მაქვს. როცა შენი არ ესმით, ესეც ხომ პრობლემაა. მათ კიდევ, არ ესმოდათ, რატომ გავანებე სპორტს თავი და წამოვედი ბათუმიდან. ცოტა ეგოისტურად არიან ჩემ მიმართ, უნდათ, მათ გვერდზე ვიყო, თუნდაც სოფელში. 15 წლის ვიყავი, ბათუმი რომ დავტოვე და მარტო აღმოვჩნდი ჩემს პრობლემებთან. მაშინ, თბილისი ჩემთვის დიდი რაღაც იყო, თუმცა საერთოდ არ ვიცოდი ეს ქალაქი. ვაკეში, სპორტის აკადემიაში ვვარჯიშობდი და იქვე, 500-600 მეტრში ვცხოვრობდი სამების ეკლესიასთან. არ ვიცოდი, ასე ახლოს თუ ვიყავი სავარჯიშო დარბაზთან. შეცდომით ვჯდებოდი ავტობუსში, რომელიც წრეს უვლიდა და გზაში საათ-ნახევარი მჭირდებოდა, რომ დარბაზში მივსულიყავი (იცინის). მქონდა პერიოდი, როცა სპორტდარბაზში ვცხოვრობდი.
– სპორტდარბაზში უსახსრობის გამო ცხოვრობდი?
– ცხოვრებაში ძალიან ბევრი ცუდი პერიოდი მქონია, ერთ-ერთი მაგ თემას უკავშირდება. თბილისში ჩემი ჩამოსვლის მიზეზი კი იყო ის, რომ ერთხელ წავაგე ტურნირი. მაშინ, გადავწყვიტე, ყველა სახეობაში გავმხდარიყავი ჩემპიონი და ბევრი მევარჯიშა. თან, ამ პერიოდს დაემთხვა მოგებაც ტოტალიზატორში. რამდენიმე ათასი ლარი მოვიგე და მაშინვე, დაუფიქრებლად წამოვედი. ეს თანხა გარკვეული პერიოდი მეყო - ქირით ცხოვრება დიდ თანხებს უკავშირდება. სპორტიდან  არანაირი შემოსავალი არ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ კინკ-ბოქსში მსოფლიოს ჩემპიონი ვიყავი. დღეს ვერც კი წარმოვიდგენ, რომ ის რატი და ახლანდელი რატი, ორივე მე ვარ (იცინის).  ცუდ რაღაცეებსაც კი ვაკეთებდი. იმ პერიოდში ქურდული მენტალიტეტი იყო და მეც ქუჩურ ცხოვრებას მივდევდი. სულ გარეთ ვიყავი (იცინის). თან, ბათუმში ყველაფერი უბედურება ხდებოდა. იქ ხომ ბევრი დისკოკლუბია. მოკლედ, რაც თანხა გამომელია, აღარანაირი შემოსავალი არ მქონდა. ცუდი რაღაცეების გაკეთებაც უკვე  რისკი იყო, თუნდაც რაიმეს მოპარვა.  ამის გამო რომ დავეჭირე  ვინმეს, მთელი კარიერა და ცხოვრება უნდა დამენგრია. ამიტომ რაღაც პერიოდი სპორტდარბაზში ვცხოვრობდი. მქონდა მომენტები, როცა არ ვიცოდი, რით მეჭამა საჭმელი. ეკლესიის ეზოებთან ვათენებდი. ღმერთს ვეხვეწებოდი, მეტ ცუდს აღარ გავაკეთებ, თუ საჭმლის ფული მექნება-მეთქი. საბედნიეროდ, ამ რთულ მდგომარეობას თავი დავაღწიე. წარსულში ერთი ისეთი შეცდომა დავუშვი, რომ ცოტა ხნის წინ დამიბრუნდა და ლამის ჩემი ფილმის კარიერა დამიჯდა. მინდა, ყველა ახალგაზრდას ვურჩიო, თავის დროზე დაფიქრდნენ, რას აკეთებენ, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება, უკან დაუბრუნდეთ, როგორც ცუდი, ასევე კარგიც.
– თუ ასეთ პირობებში გიწევდა ცხოვრება, რატომ არ დაბრუნდი ბათუმში?
– დაბრუნება ნიშნავდა, რომ უარი მეთქვა ჩემს მიზნებზე. რასაც მივაღწიე, ეჭვი არავის შეეპაროს, რომ სხვისი დახმარების გარეშე მივაღწიე. საერთოდ არ ვიცოდი, კინოინდუსტრიაში რა ხდებოდა, არც არავინ მყავდა.  ამსტერდამში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ფესტივალის პრეზიდენტმა პირადად  მიმიწვია. ასეთი რაღაცა, რომ 3 წელში მოხდებოდა, ვერც ვიფიქრებდი. ფულთან დაკავშირებით ახალაც იგივე სიტუაცია მაქვს. არაფერი გამაჩნია – არც სახლი და არც რამე. ხან სად ვცხოვრობ, ხან – სად.
– „კაცი გამოძახებით” და ზოგადად, შენი დამოკიდებულება ქალებისადმი ყოველთვის სალაპარაკო თემა იყო... მოდელობაც იმის გამო დაიწყე, რომ სოციალური მდგომარეობა გაგეუმჯობესებინა?
– არა, ცხოვრებაში ფულის გამო არაფერი გამიკეთებია. ცუდი რაღაცეები გამიკეთებია იმისთვის, რომ მეჭამა და მიზნისთვის მიმეღწია. „კაცი გამოძახებით” ეს თემა საერთოდ არ ვიცი საიდან გაჩნდა. ცუდად მხდის მასზე საუბარი, სისულელეა. რას ნიშნავს ეს, არ ვიცი, გირეკავენ და მიდიხარ? – საუბარიც კი წარმოუდგენელია ამაზე. რაც შეეხება მოდელობას, საქართველოში მოდელი არ ვყოფილვარ. დუბაიში ვიყავი ოფიციალურად მოდელი. მაშინ „ფეისბუქი” ახალი იყო და იმდროინდელ ფოტოებთან შედარებით, ჩემი სკანდალური გამოჩნდა.

скачать dle 11.3