კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა იწინასწარმეტყველონ გასათხოვარმა ქალბატონებმა ახალი წლის ღამეს მომავალი წლის ბედი და რომელ ქვეყანაში წვავენ სადღესასწაულო ღამეს კოცონზე მამაკაცის ფიტულს #52

ახალი წელი საზეიმო განწყობასთან, სიხარულთან, ფოიერვერკებთან, ლამაზად მორთულ გარემოსთან, ჯადოსნურ ნაძვის ხესთან, გემრიელ კერძებთან, საჩუქრებთან და ახალ იმედებთან ასოცირდება. ეს ის დღესასწაულია, ადამიანებს რამდენიმე დღით ყველანაირ გასაჭირს რომ ავიწყებს და ჯადოსნურ სამყაროში ითრევს. ახალი წლის მთავარი საზეიმო ტრადიციები, ძირითადად, ყველგან მსგავსია, მაგრამ რასაკვირველია, არსებობს განსხვავებული წეს-ჩვეულებები, როგორც ერთი ქვეყნის კუთხეებს, ისე სხვადასხვა ქვეყნებს შორის.
საკმაოდ უჩვეულო საახალწლო ტრადიცია აქვთ ეკვადორელებს. ისინი ახალი წლის ღამეს კოცონზე მამაკაცის ფიტულებს წვავენ. რიტუალი „ქვრივების ტირილის“ სახელითაა ცნობილი და სიმბოლურად, „ცუდი ქმრების“ დატირებას გამოხატავს. უჩვეულო რიტუალს არა ქალები, არამედ ქვრივის ფორმაში გადაცმული მამაკაცები ასრულებენ. მათი ტრადიციის თანახმად, ვისაც მთელი წელი მოგზაურობა სურს, ჩემოდნებით ან დიდი ჩანთებით სახლს რამდენჯერმე უნდა შემოურბინონ, სანამ საათი თორმეტს არ ჩამოჰკრავს. ძველი წლის უსიამოვნებების დასავიწყებლად კი, ეკვადორელები ფანჯრიდან წყლიან ჭიქას ისვრიან. ვისაც პირადი ცხოვრების შეცვლა, გათხოვება ან ცოლის მოყვანა სურს, ახალ წელს წითელი თეთრეულით უნდა შეხვდეს.
საკმაოდ სახალისო რიტუალი აქვთ ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ბრაზილიაში, ბოლივიასა და ვენესუელაში საახალწლოდ, განსაკუთრებულ საცვლებში ეწყობიან. მაღაზიები კი სხვადასხვა ფერის საცვლებით ივსება, რადგან მათზე ძალიან დიდი მოთხოვნაა ამ პერიოდში. ყველაზე პოპულარული წითელი და ყვითელი ფერებია, რადგან სიყვარულისა და ფულის სიმბოლოდ მიიჩნევა.
ვიეტნამში ახალი წელი გაზაფხულის დღესასწაულად მიიჩნევა და ადგილობრივ ენაზე მას „ტეტი“ ჰქვია. ახალი წლის სიმბოლო ატმის აყვავებული ტოტებია, რომელიც ამ დღეს ყველა ოჯახში უნდა იყოს. ისინი ახალი წლის დადგომას მთვარის კალენდრით, 21 იანვრიდან 19 თებერვლამდე აღნიშნავენ. სადღესასწაულო სუფრას ყვავილების თაიგული ამშვენებს. ახალ წელს მიღებულია ატმის აყვავებული ტოტების ჩუქება. ბავშვები მოუთმენლად ელიან ახალი წლის ღამის დადგომას, რომ ფანჯრებიდან  შუშხუნები გაისროლონ, რომელსაც თვითონვე ამზადებენ. ისინი ახალი წლის ღამეს პარკებსა და სკვერებში კოცონს ანთებენ, რომლის გარშემოც ოჯახებით იკრიბებიან. ნაკვერჩხალზე ბრინჯისგან საახალწლო კერძს ამზადებენ. ეს მათთვის ერთგვარი მიტევების დღეცაა, როცა ადამიანები ყველა წყენას ივიწყებენ. ვიეტნამელების რწმენით, ღმერთი ყველას სახლში ცხოვრობს, მაგრამ ახალი წლის ღამეს ღმერთები ზეცაში მიფრინავენ და ერთმანეთს უყვებიან, თუ როგორ გაატარა ძველი წელი ოჯახის თითოეულმა წევრმა. ჩვენს მსგავსად, სწამთ, რომ ოჯახის კეთილდღეობა იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ შეაღებს ახალ წელს მათი სახლის კარს. ოდესღაც ვიეტნამელებს სჯეროდათ, რომ ღმერთი თევზის ზურგზე იჯდა და დაცურავდა. ეს რწმენა ადგილობრივთა მცირე ნაწილს ისევ შემორჩა. ისინი ბაზარში ცოცხალ თევზებს ყიდულობენ და ახალ წელს მდინარეში უშვებენ, ღმერთების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.
ახალი წლის დღესასწაული განსაკუთრებით სახალისო და იმედისმომცემია ბელარუსიაში გასათხოვარი ქალებისთვის. მომავალ წელს თუ ვინ იქნება პატარძალი, ამის გამოსაცნობად სხვადასხვა თამაში აქვთ. ერთ-ერთი ასეთი თამაშის მიხედვით, ყველა ქალს წინ უყრიან სიმინდის მარცვლებს და რომელ მათგანთანაც მამალი პირველი მივა, ამბობენ, ის გათხოვდება პირველიო. მეორე თამაშში – უკვე გათხოვილი ქალი სახლში სხვადასხვა ნივთს მალავს და მერე გასათხოვარი ამ ნივთებს ეძებს. ვინც პურს იპოვის, მდიდარი ქმარი ეყოლება, ვინც ბეჭედს – სიმპათიური.
გერმანელებს კი არ უყვართ ახალი წლის ძველი ნივთებით შეხვედრა, ამიტომ მათ  ახალი წლის ღამეს ფანჯრიდან ისვრიან.გერმანელი სანტა კლაუსი კი ვირით დადის... დაძინებამდე ბავშვები მაგიდაზე ცარიელ თეფშებს ტოვებენ, რომელზეც დილით საჩუქრები ხვდებათ, სანაცვლოდ, პატარები თოვლის ბაბუის ვირს  ფეხსაცმელებში თივას უტოვებენ.
ბირმაში ახალი წელი აპრილში დგება. ზუსტ თარიღს კულტურის სამინისტრო აცხადებს და დღესასწაული სამ დღეს გრძელდება. ადგილობრივების რწმენით, წვიმის ღმერთები ვარსკვლავებზე ცხოვრობენ და ხანდახან სათამაშოდ მთვარეზე იკრიბებიან. ამ დროს ციდან წვიმა მოდის. ვარსკვლავური სულების საამებლად, ბირმელებმა თოკის გადაწევის შეჯიბრი მოიგონეს. მასში მონაწილეობას ორი სოფლის მამაკაცები იღებენ. ქალაქებში კი, თოკის გადაწევაში ერთმანეთს ორი ქუჩის მამაკაცები ეჯიბრებიან. ქალები და ბავშვები მათ გულშემატკივრობენ და ამხნევებენ.
რაც შეეხებათ ესპანელებს, ისინი შუაღამისას წამზომიან საათთან სხდებიან და 12 მარცვალ ყურძენს ჭამენ – თითო მარცვალს წამში.  ეს მარცვლები მომავალი წლის იღბლიანი თვეების სიმბოლოა. მადრიდში, ბარსელონასა და სხვა ესპანურ ქალაქებში, ხალხი საგანგებოდ იკრიბება ცენტრალურ მოედნებზე, რათა ეს ყურძნის ყლაპვის ცერემონიალი ერთად ჩაატარონ, რაც ძალიან სახალისო სანახაობაა.
ირანში კი ახალი წელი 22 მარტს დგება. ამ დღეს ირანელები ჰაერში იარაღის სროლით ხვდებიან. კიდევ ერთი ტრადიცია, რომელიც ჯერაც შენარჩუნდა, ძველი ჭურჭლის დამტვრევა და ახლის შეძენაა. იაპონელები კი ახალ წელს ადგილობრივ ტაძარში იმ ცხოველის კოსტიუმით მიდიან, რომლის წელიც მოდის. ტაძარში კი ზარები ზუსტად 108-ჯერ რეკავს.
საკმაოდ უცნაური საახალწლო ტრადიცია აქვთ ბულგარელებს. ახლო ნათესავები და მეგობრები ერთმანეთის სახლებში, სუფრასთან იკრიბებიან. ღამის 12 საათზე ოთახში შუქს სამი წუთით აქრობენ და ერთმანეთს კოცნიან. დანიაში კი ახალ წელს ძველი ჭურჭლის გაჩანაგებით იწყებენ. ჭიქებს, თეფშებს მეგობრებისა და ნათესავების სახლებს ესვრიან. გარდა ამასა, ზუსტად 12 საათზე, სკამებზე  დგებიან და ხტებიან. მათ სჯერათ, რომ ეს არის ნახტომი ახალ წელში. თან მათი რწმენით, ასე  ავ სულებს აფრთხობენ და იღბალს იზიდავენ.
რაც შეეხება საქართველოს, აქ მთავარი ტრადიცია, საახალწლო სუფრა, მეკვლე, საახალწლო ნაძვის ხე და საზეიმო განწყობაა. საქართველოს სხვადასხვა კუთხის საახალწლო ტრადიციების შესახებ დაწვრილებით ეთნოლოგმა, როზეტა გუჯეჯიანმა მოგვითხრო.
ჩვენთან სადღეობო ციკლი მოიცავს 3-4 დღეს. იწყება 31 დეკემბერს და გრძელდება 2-3 იანვრამდე. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავისებური რიტუალები ჰქონდათ ამ დღესასწაულის აღსანიშნავად. მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში 31 დეკემბერს დიასახლისი აცხობდა სარიტუალო პურებს, რომლებსაც ბედისკვერებს ეძახდნენ. ეს განკუთვნილი იყო ოჯახის ყველა წევრისთვის. ცალკე აცხობდნენ ეგრეთ წოდებულ ბასილას კვერებს. აგრეთვე: გუთნის, ხარის, სახნისის, ნამგლისა და სხვა ფორმის კვერებს – ვაჟებისთვის; გოგონებისთვის კი კრუხ-წიწილის ფორმის კვერებს. მევენახეს ქვევრის ფორმის კვერს უცხობდნენ, მეომარს – ფარის ფორმისას. ტრადიცია იყო ამ დროს ტყიდან შეშის მოტანა. ასევე, მოჰქონდათ სარიტუალო ხე. ამ ხეს ცეცხლში შეუკეთებდნენ – საახალწლო ცეცხლი დიდხანს უნდა ენთოს.
 სამეგრელოში მზადდებოდა ჩიჩილაკი, სუროსა და თხილის ლამაზი თაიგული – კვიკვილი-ხვიხვილი. აცხობდნენ ღორისქონიან მჭადებს და „კირუ-კარუებს.” ეს იყო ყურძნის მტევნის, ვაშლის, მსხლის, წიწილების, ხელსაფქვავისა და სხვა გამოსახულებებიანი კვერები. საღამოსთვის საახალწლო გობს გაავსებდნენ სარიტუალო პურებითა და სიმინდის მარცვლებით. შევიდოდნენ მარანში და საწნახელს ჯოხებს დაუშენდნენ, თან იძახდნენ „ჯუჯელია, ჯუჯელია, ჩემს ვენახში ხვავი და ბარაქა, სხვის ვენახში – ფურცლებიო”.
სამეგრელოს მსგავსად ჩიჩილაკი იყო დამახასიათებელი იმერეთისთვისაც. იმერლებს სახლში მოჰქონდათ მარადმწვანე და კენკროვანი მცენარეები. ამზადებდნენ საახალწლო მისალოცს და ყველაფერ ამას დებდნენ გობზე. გობზევე დებდნენ საშობაოდ დაკლულ ღორის მოხარშულ თავს. აცხობდნენ სარიტუალო კვერებს, მაგალითად, ყურძნის მტევნის გამოსახულებიანს, რომელიც ვენახში გაჰქონდათ და იქ ჩამოკიდებდნენ – ბარაქის დასაბედებლად.
 გურიაში ამ დღეს „შელოცვა” ან “ცხმელის ჭრა” ერქვა. იმარაგებდნენ ცხმელის შეშას. იკვლებოდა ღორი. ცხვებოდა საწესო პური „საკაკვავი” – გოჭის ფეხით, მხოლოდ ქალებისთვის. მზადდებოდა ჩიჩილაკი. ცხვებოდა ოთხი დიდი „საბასილობო” პური. საღამოს ლოცულობდნენ: ქალები სახლში, კაცები – გარეთ.  ლოცვის შემდეგ კაცები შემოდიოდნენ სახლში და უფროსს მოჰქონდა ჩიჩილაკი და ერთი ქოთანი, რომელიც ღომის მარცვლით იყო სავსე. მათ კარს მხოლოდ სამჯერ დაკაკუნების შემდეგ გაუღებდნენ. აუცილებელი სიტყვები იყო: „მოგვაქვს წმიდა ბასილის წყალობა, კაცთა შორის მშვიდობა, თეთრი და საქონელი მრავალი!”
სვანეთიში დილით ტყეში ჭრიდნენ ერთ დიდ ხეს და შინ მოიტანდნენ. ამ ხის მორზე შესვამდნენ ბიჭს და „ბოომბღა, ბოომბღას” სიმღერით, კერიას სამჯერ შემოატარებდნენ. შემდეგ ბიჭი მორიდან გადმოხტებოდა, მორს კი ცეცხლში შეუკეთებდნენ. სასურველი იყო, კოცონი დილამდე არ ჩამქრალიყო.
რაჭაში ტყიდან მოჰქონდათ შეშით სავსე მარხილი, რომელზეც დაწყობილი იყო ბაძგარი – მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარე. შეშიანი მარხილი კალოზე იდგმებოდა პირით აღმოსავლეთისკენ ნათლისღებამდე. საღამოს იკვლებოდა საკალანდო ღორი. ლოცვისას იხსენიებდნენ წმიდა ბასილს. ნავახშმევს ამზდებდნენ „სამგლოვიაროს,” აცხობდნენ დიდ ლობიან-განატეხს, რომელიც იდებოდა გვერგვზე. იქვე დებდნენ მონეტებს, ვაშლებს, თაფლს. ასევე, აცხობდნენ ერთ დიდ განატეხს, რომელზეც ჯვარს გამოსახავდნენ – ეს იყო ჯვარსახიანი, რომელსაც ქალები ინაწილებდნენ.

скачать dle 11.3