კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ შეუძლია ნუკა ყარალაშვილს ოფიციალურად გათხოვება და ვისთან ერთად იყო ის მილანში „სამაიმუნოდ“ #52

2016 წელი „მის საქართველოსთვის“, ნუკა ყარალაშვილისთვის, საკმაოდ კარგი და საინტერესო, ბევრი სიახლით დატვირთული იყო. თუმცა, ის 2017 წელსაც სიახლით იწყებს: იანვარში ფილიპინებზე მიემგზავრება „მის უნივერსის კონკურსზე“.
ნუკა ყარალაშვილი: 2015 წელიც ძალიან კარგი იყო ჩემთვის, 2016-იც და სხვათა შორის, 2017 წელიც კარგად იწყება. იანვარში მივდივარ „მის უნივერსზე“. 2016 წელს „მის მსოფლიოზე“ ვიყავი. იქიდან რომ დავბრუნდი, მუშაობა დავიწყე, რასაც მოჰყვა „ცეკვავენ ვარსკვლავები“.
– და ჯერ არ გათხოვილხარ...
– სანამ გვირგვინი მადგას თავზე, არ შეიძლება გათხოვება. რომ გადავულოცავ სხვას გვირგვინს, მერე ვიფიქრებ მაგაზე. ისე, ოფიციალურად არ შეიძლება გათხოვება, თორემ არაოფიციალურად შეიძლება.
– აქცევ ყურადღებას იმას, თუ რისი წელი მოდის?
– თხის წელში ვარ დაბადებული და სწორედ თხის წელში გავხდი „მის საქართველო“. მერე იყო მაიმუნის წელი, რომელმაც ასევე კარგად ჩაიარა. მაიმუნური წელი იყო – კარგი გაგებით. წლის მიწურულს გოგონებთან ერთად ვიყავი მილანში „სამაიმუნოდ”. არ ვიცი, მამლის წელი როგორი იქნება, თუმცა 12 წლის წინ, როცა მამლის წელი იყო, მაშინ შევედი სამოდელო სააგენტოში.
– როგორც ვიცი, კონკურსზე წასასვლელად ემზადები.
– მივდივარ „მის უნივერსზე“, რომელზეც შარშან ჯანეტ ქერდიყოშვილი იყო. ეს ადრე დონალდ ტრამპის კონკურსი იყო, მაგრამ ახლა სამოდელო სააგენტო „აემჯიმ“ იყიდა. კონკურსების გამოცდილება მაქვს და ვეცდები, მაქსიმალურად მომზადებული წავიდე, მაქსიმალურად წარმოვაჩინო საკუთარი თავი. „მარიონელა“ ლამაზ კაბებს მიკერავს, ჩემი სამსახური „ქინგ დევიდიც“ გვერდში მიდგას, მხარს მიჭერს. 12 იანვარს მივდივარ ფილიპინებზე, 30 იანვარს არის ფინალი. მიწისძვრები კი არის ხოლმე, მაგრამ არ მეშინია.
– როგორი დრო გაატარეთ გოგონებმა მილანში?
– ორი წელი ვცხოვრობდი მილანში და სულ ვამბობ, ჩემი მეორე სამშობლოა-მეთქი, ახლა ისევ რომ ჩავედი იქ, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სამშობლოში დავბრუნდი. შვიდმა გოგონამ კარგი დრო გავატარეთ, მოვიარეთ ყველაფერი. მე გიდი ვიყავი, რადგან კარგად ვიცი, რა სად არის. ფოტოების გადაღებისას, არ ვიცი, ხალხს ცნობილი ტიპები ვეგონეთ თუ რა ხდებოდა, გვესეოდნენ: შეიძლება, თქვენთან ფოტოს გადაღებაო. იმდენმა ადამიანმა გადაიღო ჩვენთან ფოტო, რომ უკვე დაღლილები ვიყავით. ხალხი კი გიჟივით გვესეოდა. ვერ მივხვდით, რა ხდებოდა. ბევრი თავგადასავალი და სასაცილო ისტორია გადაგვხდა. ჩვენ ძალიან გვიყვარს ასეთი რაღაცეები. მილანში რომ ვცხოვრობდი, დამადგნენ გოგონები, მერე კი „მის მსოფლიოზე“, სანიაზეც ჩამოვიდნენ. ახლა ვნახოთ, რას იზამენ „მის უნივერსზე“. გაორმაგებული შემადგენლობით ველოდები მათ ფილიპინებზე.
– გიყვარს ასეთი სიურპრიზები?
– მე რომ სხვას ვუწყობ სიურპრიზს, ის უფრო მიყვარს, ვიდრე, სხვა რომ მიკეთებს, რადგან სიურპრიზის მერე გადახარშვა მიჭირს ხოლმე. მირჩევნია, ამას მომზადებული დავხვდე. ადრე უფრო მიყვარდა, მაგრამ ახლა მივხვდი, დიდად აღარ მიყვარს. გოგონებიც რომ მოდიოდნენ სანიაზე, სიურპრიზის მოწყობა უნდოდათ, მაგრამ რადგან რაღაცეებს უჩემოდ ვერ მოაგვარებდნენ, ამიტომაც მითხრეს. იმ დროს რეპეტიციაზე იმდენად ვიყავი სხვა ამბავზე გადართული, მძაფრი რეაქცია არც მქონია. სიხარული ვერ გამოვხატე, იმდენად შოკში ვიყავი. სიხარულისგან ცოტა დავისტრესე: ვერც კივილით გამოვხატე ეს და ვერც ყვირილით. ურეაქციოდ ვიყავი და ჩემგან კი ეს ძალიან გასაკვირია. ამიტომ, გოგონებს გაუკვირდათ: რა არის, არ გიხარიაო. ისეთი აჟიტირებული ვიყავი, რომ დავიბენი. ამიტომ, სულ ვამბობ, მირჩევნია, მომზადებული დაველოდო და სიურპრიზს მე მოვაწყობ. თუმცა, მაინც ისინი მიკეთებენ სიურპრიზებს.
– საყვარელმა მამაკაცმა რომ მოგიწყოს სიურპრიზი, მაშინაც დაისტრესები?
– არ ვიცი, ალბათ, ეგეც დამსტრესავს. მაგრამ შეყვარებული არ მყავს და არ ვიცი, როგორ მივიღებდი ამას.
– ალბათ, გეუბნებიან: რა არის, შენი მოსაწონი არავინაა და ასე შემდეგ.
– კი, მეუბნებიან. თან, ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი დიდი ხანია, გათხოვილია, შვილებიც ჰყავთ. მე კი სულ ვფიქრობდი, ჯერ კარიერისთვის მიმეხედა და მერე თავისით მოვიდოდა სიყვარული, ქორწინება. ადრე გათხოვების მომხრე არასდროს ვყოფილვარ, ყოველთვის მყარად ვიდექი. იმანაც შემიწყო ხელი, რომ გაგიჟებით არავინ შემყვარებია. თუმცა, ალბათ, მაინც არ გავთხოვდებოდი.
– მეგობრები ხომ არ გაცნობენ ვინმეს?
– არ მაცნობენ, რადგან ხისტი ხასიათი მაქვს და შეიძლება, იმ დროს არაადეკვატური ვიყო, ვიუხეშო. არ მინდა, ვიღაცის თვალში უხეში და უზრდელი გამოვჩნდე. ერთი-ორჯერ ვიღაცამ რომ სცადა ასეთი რამ, კრახით დასრულდა – მე ფრთები გავშალე, ავიფოფრე და ავიჯაგრე. ამიტომ, ფრთხილობს ყველა, რადგან შეიძლება, არაადეკვატური გავხდე და შევარცხვინო.
– რა მოთხოვნები გაქვს მამაკაცის მიმართ?
– ეს მოთხოვნები სულ იცვლება. ადრე გათხოვების ერთ-ერთი მინუსი სწორედ ეს არის – როცა შენც არ იცი, რა გინდა, არ ხარ ჩამოყალიბებული და არ იცი, როგორი პიროვნება დადგები. ნაადრევ გადაწყვეტილებას რომ იღებ, წლების შემდეგ, შეიძლება, სულ სხვა პიროვნებად ჩამოყალიბდე და ინტერესებიც, ღირებულებებიც შეგეცვალოს. რაღაც შეხედულებები მეც შემეცვალა, ადრე რაზეც უფრო ხისტად ვფიქრობდი, ახლა დავრბილდი. პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, შემეცვალა და მგონია, რომ ორი ადამიანის ურთიერთობაში სიყვარული, პატივისცემა, ერთგულება აუცილებელია. თუმცა ვიღაცასთან ერთი ჭარბობს, ვიღაცასთან – მეორე. ყველაფერი ინდივიდუალურია.
– ბევრი გოგონა ფიქრობს დღეს: გავთხოვდები, თუ არ გამიმართლებს, მერე რა – დავშორდები.
– წინასწარ არავინ არაფერი იცის, თუმცა, ოჯახის თემა ჩემთვის არ არის ხელწამოსაკრავი. შენ ყველაფერი უნდა გააკეთო, მაგრამ ურთიერთობა თუ არ აეწყო, ვერაფერს უშველი, მაინც დაინგრევა ოჯახი. როცა შეგიყვარდება, ალბათ, გული და გონება ერთად უნდა მიიწევდეს მისკენ, ცალ-ცალკე კი არა... მგონი, ჩემი გული ტვინშია.
– ეგ რას ნიშნავს?
– ტვინიდან მოდის თითქოს გულისცემა, გულის იმპულსები. მარტო გულით, ტვინის გარეშე, მეგობარსაც ვერ შევიყვარებ. გულით ხომ გიყვარს და ტვინით ხვდები, კარგი ადამიანია თუ არა და რა დონეზე შეგიძლია, ენდო. ვინც შენი მეორე ნახევარი იქნება, უნდა იცოდე, რამდენად ენდო. ამას კი მხოლოდ გულით ვერ მიხვდები. მე ვერ დავბრმავდები და დავყრუვდები, რადგან ჩემი გული ტვინშია და ორივე ერთად იღებს გადაწყვეტილებას. თან, მე ადვილად არ ვენდობი ადამიანს. მაგრამ, როცა ადამიანი მეორე ნახევარს იპოვის, ვფიქრობ, ეს ნდობაც თავისით მოვა. სიმართლე გითხრა, ყველაფერზე მიფიქრია, ოჯახის გარდა. არ ვიცი, როგორი უნდა იყოს ჩემთვის იდეალური ოჯახი. ისე, რაზეც კი მიფიქრია, ის მერე გამიკეთებია კიდეც და ახლა ოჯახზეც ხომ არ დავიწყო ფიქრი? არა, არ მინდა ჯერ. ეს მიწერ-მოწერები კი არ შემიძლია იმ ადამიანთან, ვისთანაც ვიცი, არაფერი გამომივა. ალბათ, ისე არავინ მომწონებია, რომ მასთან მიწერ-მოწერის სურვილი მქონოდა. ეს ფლირტიც მეზარებასავით, რადგან თუ დავიწყებ ურთიერთობას, მაშინ მივყვები კიდეც ბოლომდე და ჯერ არ მინდა.

скачать dle 11.3