კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

როგორ შეხვდნენ „მურის“ ოპერმუშაკები ახალ წელს „თოვლის ბაბუებთან“ ერთად #52

არასოდეს დამავიწყდება 1970 წლის პირველი იანვარი.  ამ დღეს ისეთ სპეცოპერაციაში მივიღე მონაწილეობა, რომელიც არც მანამდე და არც მას შემდეგ არ მინახავს.
იმ პერიოდში საგრძნობლად მოიმატა ძარცვების რიცხვმა. ორგანიზებული ბანდა ნამდვილ სპექტაკლებს დგამდა. თოვლის ბაბუების სამოსში გამოწყობილი ბანდიტები სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებაში აღწევდნენ და მოქალაქეებს ძარცვავდნენ. მე „მურში“ ვმუშაობდი და მათი დევნით სიქა მქონდა გაცლილი.
31 დეკემბერს ქალაქის ოპერჯგუფის მორიგე ვიყავი და ოცდაოთხსაათიანი წამება გამოწერილი მქონდა. დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე თოხარიკი ცხენივით ვირბინე, რვიდან თორმეტამდე კი ოდნავი შვება ვიგრძენი და არსად გამოვუძახებივარ, თუმცა, დალევის უფლება არ გვქონდა. სხვები „გულაობდნენ“, მე და ჩემი მეგობრები კი „მურის“ სამორიგეოში „სუხოიზე“ ვისხედით.
თორმეტის ნახევარზე შეგვატყობინეს, რომ სოკოლნიკებში საეჭვო ადამიანები შეუნიშნავთ, რომლებიც თოვლის ბაბუების სამოსში იყვნენ გამოწყობილები. მისამართი ჩავიწერეთ და ათი კაცი ორი მანქანით გავედით, თან დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოუხელთებელ ბანდიტს მივაგენით.
სოკოლნიკებში რომ მივედით, იარაღი მოვიმარჯვეთ და იმ სახლში შევცვივდით, სადაც ბანდიტი თოვლის ბაბუები გვეგულებოდნენ. ვნახეთ, მაგრამ, რა ვნახეთ: უზარმაზარ ოთახში ბუხარი გიზგიზებდა. თოვლის ბაბუების სამოსი უწესრიგოდ იყო მიყრილ-მოყრილი, ხოლო თორმეტი ულამაზესი, ტანწერწეტა, საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი ნასვამი გოგონა ცეკვავდა... რომ დაგვინახეს, მხიარულად მიგვიპატიჟეს. ჩვენც არ დავაყოვნეთ, იარაღი შევინახეთ და იმ ფერხულში მთელი ვნებით ჩავერთეთ.. არც მორიგეობა გვახსოვდა და, ისეთი სასიამოვნო დრო გავატარეთ, რომ დღემდე გასახსენებლად მაქვს...
ვანო მორგოშიას ნაამბობის მიხედვით მოამზადა

скачать dle 11.3