კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ვასო ფხაკაძის პირველი შვილი და რატომ არ აღიარებს გერს შვილად ლიკა მეტრეველი #52

ვასო ფხაკაძე და ლიკა მეტრეველი მალე მეორე შვილის, პატარა გოგონას მშობლები გახდებიან. პირველმა შვილმა, ნინამ, რომელიც ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგონაა, მოსიყვარულე მშობლების ცხოვრება საერთოდ შეცვალა. ახლა ისიც ელოდება თავის პატარა დას.
– გილოცავთ ამ სასიხარულო სიახლეს! ვასო, როგორია იმის გაცნობიერება, რომ მალე უკვე მეორე გოგონას მამა გახდები?
ვასო ფხაკაძე: რა თქმა უნდა, ძალიან მაგარია ეს ყველაფერი. ლიკა მეუბნებოდა, – ბიჭი იქნებაო, მე ვეუბნებოდი, – არა, გოგო იქნება-მეთქი და აი, ჩემი პროგნოზი გამართლდა. ვიცი, რომ მესამე ბიჭი იქნება.
ლიკა მეტრეველი: მე რატომღაც მეგონა, რომ ბიჭი იქნებოდა, მაგრამ გოგონა აღმოჩნდა და ძალიან გაგვიხარდა ორივეს.
ვასო: ნინას უნდა პატარა დაიკო.
ლიკა: ორი და, სამი ფხაკაძე ნამეტანია, მაგრამ რას ვიზამთ.
ვასო: სამნი ვიქნებით, ვაი მეტრეველებს. ისე, მგონია, რომ ის სულ სხვა ტიპი იქნება. ნინა უფრო მე მგავს და ის კი სხვანაირი იქნება.
ლიკა: ყველა ინტერვიუში მაგაზე ვჩხუბობთ. ორივეს გვგავს: ნაკვთებით მე მგავს, ფერით ვასოს – მორჩა, გადაწყდა. ისე, თუ რამეს აფუჭებს, სუფთა ფხაკაძეა და თუ საყვარლად იქცევა, მე მგავს.
– როდის ელოდები ბავშვს?
–  მაისის ბოლოს. ყველაფერი კარგად მიდის. ძალიან ელოდება ნინაც თავის დაიკოს და ამიტომ, ვცდილობ, ამ თემაზე ნაკლებად ველაპარაკო.
– როგორი ურთიერთობა აქვს მამა-შვილს?
– ძალიან თბილი. ნინა წლის და 10 თვის არის ახლა. წლამდეც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ მაინც გარკვეული დისტანცია იყო მათ შორის. რომ ტიროდა, ვასოს ეშინოდა და ასე შემდეგ. ახლა მამიკოს გოგოა. იცის, როდის მოვა მამიკო და გარბის, კარს უღებს.
ვასო: ძალიან ვუყვარვარ და ყოველ დილით, რომ მივდივარ, მაბარებს, რა მოვუტანო. დილითაც ცოტა ხნით ვხედავ, რადგან უცებ გამოვრბივარ სამსახურში. ნინა ამ დროს 1-2 საათის გაღვიძებულია და გართულია თამაშში. მაიკო, ჩვენი ძიძა, კარგად ართობს. „დრაივიანი“ დილა გვაქვს. დილა იწყება „დრაივით“: აბა, ის ვქნათ, აბა – ეს. ერთი ამბავია ხოლმე. მაგრამ, ჩემი გაცილება არასდროს ავიწყდება. ჯერ ერთ ხელს გამომიწოდებს, ვაკოცებ, მერე – მეორე ხელს. მეც დამტენი მიღებული მაქვს  – მთელი დღის ენერგია. სახლში რომ მივდივარ, ზოგჯერ სძინავს, მაგრამ როცა ღვიძავს, ისე მხვდება... თუმცა, ჩემთან არ იძინებს, მე ვერ ვაძინებ. მაგრამ ჩემთან კარგად ერთობა: ზეთი მინდა, მეც ვაძლევ...
ლიკა: რაც არ შეიძლება და  აკრძალული აქვს ჩემგან და ვასოსგანაც – ოღონდ ვასო თეორიულად უკრძალავს, პრაქტიკაში  იმ ყველაფერს აძლევს. მერე ყვირის: ლიკაა! მე უნდა ვუშველო და ბავშვს კი უჭირავს ის ნივთი, რაც უნდა. მიდი, გამოართვი და გამორბის ოთახიდან, რომ ნინასთან არ გამოჩნდეს ცუდი. თვითონაც არ უნდა, რომ მისცეს ის, რაც არ არის კარგი ნინასთვის, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ უწევს. მე და დედაჩემი რას არ ვაკეთებთ, რომ ნინამ ჭამოს და როცა ვასო სახლშია, ის ჭამა გვივარდება. ნინა რომ ტირილს იწყებს: არ მინდაო, ვასოც აჰყვება ხოლმე: არ უნდა, გეხვეწებით, არ აჭამოთ, ცოდოა. ნინა მიხვდა, რომ მამა მხარს უბამს და ის რომ სახლშია, პარადი მიჰყავს.
– ვასო, მგონი, შენი სისუსტეები ნინასთან ურთიერთობაში გამოვლინდა.
ვასო: არ შემიძლია, ჭამას რომ აძალებენ. მეც ხომ ვიყავი ბავშვი და ვინც ჭამას მაძალებდა, ყველაზე ცუდ ადამიანად ის მიმაჩნდა. სუპში ჩაყრილი პური მეზიზღება – ინდაურებს რომ აჭმევენ სოფელში სალაფავს, რომ ატენიან... ამიტომაც ვარ ხოლმე ნინას მხარეს.
– ორი პრინცესა გყავს სახლში და ახლა უკვე სამი გეყოლება.
– მამას გოოოგოებს ვეძახი ხოლმე. ერთი ბიჭიც მყავს – ბაქსი.
ლიკა: ბაქსი ჩემი გერია ვასოს პირველი ცოლიდან. არ ვაღიარებ შვილად. ნინა და მერე ძაღლი, ნამეტანია. მაგრამ, ვასო ძალიან ბედნიერია თავისი ბაქსით.
ვასო: ჩემი ბიჭი-მეთქი, რომ ვეძახი, ამას სწყინს. ბაქსიზე რომ ვამბობ: ჩემი შვილი მოვიდა-მეთქი, სწყინს. აი, ეს არის შენი შვილიო – ნინაზე მეუბნება. არ ახსოვს რომ ჯერ ბაქსი იყო, მერე – თვითონ და ნინა.
– ვასო საკმაოდ ყურადღებიანი მამა ჩანს.
ლიკა: ზოგადად, ყურადღებიანი ადამიანია ყველას მიმართ – ნათესავების, ახლობლების მიმართ. ოჯახში გაასმაგებულად ყურადღებიანია.
– სოციალურ ქსელში ნინას ფოტოები ძალიან პოპულარულია. ყველა წერს: რა ლამაზია... ნახეთ, როგორი შვილი ჰყავს ვასო ფხაკაძეს. ეს, დარწმუნებული ვარ, ძალიან სასიამოვნოა თქვენთვის.
– მე ძალიან მიხარია. თუმცა, პატარა რომ იყო, ვერიდებოდით  ნინას ფოტოების დადებას. მერე, რომ შევაპარე, აღარ ვჩერდებოდი. ვასო მეუბნებოდა: კარგი, არ გინდა, ყოველდღე ნუ დებ ფოტოებსო.
ვასო: ლიკა უფრო ხშირად დებს ფოტოებს. მე ნადირობის ფოტოებს თუ გავაზიარებ და კიდევ ბაქსის. ჩემი ფოტოების დადებაც არ მიყვარს დიდად, რადგან არის რაღაცეები, რაც შენია. არ შემიძლია, რომ იწყებენ „დილა მშვიდობისა, ერო“ და მერე ულაიქებს ყველა. არ შეიძლება, ყოველ ერთ საათში წერო: იცი, რა ტუალეტში შევდივარ, იცი, ახლა გამოვედი, ერო; ახლა შხაპი უნდა მივიღო და ასე შემდეგ.
– მას შემდეგ, რაც ლიკამ ბავშვი გააჩინა, პოდიუმსაც დაუბრუნდა და როდესაც ჩვენებაზე გამოდის, შენც ყოველთვის მის გვერდით ხარ.
ლიკა: ამაზე მე უნდა ვილაპარაკო. ისე მიხარია, როცა ვასო ახერხებს და მოდის ჩვენებაზე. ვფიქრობ: ნურავინ შემომხედავს, მარტო ვასოსთვის გამოვდივარ... მთავარია, ვასომ მიყუროს და ძალიან მიხარია.
ვასო: თან, ხომ იცი, იქ ისეთი ხალხი დადის, ვერ გაიგებ – ვინ არიან, რა უნდათ. იმდენნარ ტიპაჟს ნახავ და ჩემთვის კარგია ეს ტიპაჟების ასაკრეფად.
ლიკა: მე მგონია, ჩემს საყურებლად მოდის და თურმე, თავის საქმეზე მოდის.
ვასო: ვიცი, რომ ლიკას უყვარს ეს საქმე, მისი ჰობია და ამიტომაც ვუწყობ ხელს. მეც რომ მივდივარ სანადიროდ, ეს ჩემი ჰობია. იცის ლიკამ – რომ არ წავიდე, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიქნები. განტვირთვა მინდა: კამერა გიყურებს, განათებს, მერე მიდიხარ სახლში, იძინებ, მერე ისევ იგივე და შოკია, განტვირთვა გვინდა ყველას.
ლიკა: ახლაც, შემოდგომაზე რომ იყო მოდის კვირეული, ორსულად ვიყავი – ორთვე-ნახევრის და გავიპარე პოდიუმზე. დიზაინერებისთვის არ მითქვამს. რომ დამთავრდა, მერე ვუთხარი ყველას. თავიდან რომ ვამბობდი, ბიჭია-მეთქი, ვასომ მითხრა: შენ იმდენი იარე პოდიუმზე, მოდი, გოგო იყოსო. არ აწყობდა ბიჭი პოდიუმზე.
ვასო: ერთ-ერთ ჩვენებას ხსნიდა და ოპერატორებს ხუმრობით ვეუბნებოდი: ჩემი გამოდის პირველი და კარგი რაკურსი შეარჩიეთ-მეთქი. რომ მოდის, უნდა გაჰყვე უკან ჩუმად, როგორც თურქეთში გავუკეთე. საყიდლებზე ვიყავით. მოდიოდა და თან, ჰგონია: მოდის შხვართი გოგო და ყველა ამას უყურებს.
ლიკა: აქ რომ მცნობენ, არ მიკვირს და იქ, ერთ-ერთ დიდ მოლში,  ყველა მე მიყურებდა. ცოტა გამიკვირდა და რას ვხედავ ერთ-ერთი  მაღაზიის ვიტრინაში: ვიღაც მოიკლაკნება ჩემს უკან. და ვინ არის? ჩემი ქმარი.
ვასო: ისეთი სასაცილო იყო... თან ჰგონია, რომ ამას უყურებენ, არადა ყველა მე მიყურებდა. რომ გამოიხედავდა, გავსწორდებოდი ხოლმე – ვითომ არაფერი.
– როგორ გაქვთ ოჯახში უფლებები გადანაწილებული? აბრახუნებ, ვასო, მაგიდაზე?
– ეე, სად დავაბრახუნო, სამსახურში ვაბრახუნებ და სახლში მე არ ვარ.
ლიკა: არ მჯერა, რომ ვინმეს აქვს იდეალური ოჯახი და იდეალური წყვილია. ჩვენც გვაქვს პიროვნული მინუსები, რომელსაც ერთმანეთთან ურთიერთობაში ხანდახან ვამჟღავნებთ, მაგრამ საგანგაშო არაფერი მომხდარა. ვმსჯელობთ, ვსაუბრობთ, კარგი ურთიერთობა გვაქვს, რადგან საერთო აზრიც რომ არ გვქონდეს, მაინც მივდივართ კონსენსუსამდე.

скачать dle 11.3