კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები #52

მინდა, უფალმა მომიტევოს ის ცოდვა, რაც ჩავიდინე
35 წელი უცხოეთში მოღვაწეობის შემდეგ, თბილისში დაბრუნებულმა, ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ორგანოში, საკმაოდ სოლიდურ თანამდებობაზე დავიწყე მუშაობა. ახალი ნაყიდო მქონდა ბინა და რემონტს ვაკეთებდი. ალბათ, ბედის ირონია იყო, რომ სამშენებლო მასალების მოსაძიებლად ტელეფონზე დავრეკე და შემთხვევით, ქალბატონის ბინაში მოვხვდი. იმდენად თბილად დამელაპარაკა, რომ მომინდა, მასთან  საუბარის გაბმა. ვისაუბრეთ კიდეც და გავიგე, რომ იმერელი იყო, ქმარშვილიანი და არც კი ვიცი, რატომ, მაგრამ ჩემი სამსახურის ტელეფონის ნომერიც მივეცი. ამის შემდეგ, ხშირად მირეკავდა და შევხვდით კიდეც ერთმანეთს. მეც ცოლშვილი მყავდა და ამიტომ, ამ შეხვედრაზევე გავარკვიეთ ურთიერთობა. ამის შემდეგ, თვეები აღარ შევხმიანებივართ ერთმანეთს. თუმცა, გავიდა დრო და „ჭირმა თავი არ დამალა“, ისევ შევხვდით და სულ მალე, მან ოჯახი დაანგრია. მეც, იძლებული გავხდი, სიტუაცია განმემუხტა და მოსკოვში გადავედი სამუშაოდ. თუმცა, მომწონდა, მენატრებოდა და ამიტომ, თვეში ერთხელ, ჩამოდიოდა ჩემთან. ასე გაგრძელდა მთელი ოთხი წელი.  შემდეგ, კვლავ თბილისში დავბრუნდი და განვაახლეთ ხშირი შეხვედრები. ურთიერთობამ იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ ნატომ გადაწყვიტა, მისი საკუთრება გავმხდარიყავი. ამას არც მალავდა და ემოციურად გამოხატავდა. ოჯახშიც დამეძაბა სიტუაცია. ცოლთან იმის ახსნა მიწევდა, რატომ შევიცვალე და გავახშირე მივლინებები. მეუღლის ტრაგიკულ გარდაცვალებამდე, მასთან ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდი, ფორმალურად განქორწინებული. შემდეგ, შვილებიც უცხოეთში გადავიდნენ საცხოვრებლად, ჩემი ნაჩუქარი ბინები, ორივე შვილმა დაკარგა და არც ცოდვილ მამას მაპატიეს. მიმატოვეს და დამივიწყეს. მე და ნატომ, ცოდვისთვის სასჯელიც მივიღეთ – ნატოს უნიჭიერესი მუსიკოსი შვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა, მე კი და-ძმები ერთმანეთზე მიყოლებით დავასაფლავე. იმის გამო, რომ მე ნატო მყავდა, განაწყენებულმა შვილებმა და ნათესავებმა, მიმატოვეს... თუმცა, იმ ტკივილს, რასაც განვიცდი, სამწუხაროდ, ნატო დღესაც ვერ ხვდება. ახლაც ერთად ვცხოვრობთ და ძალიან განვიცდი, როცა აუგად იხსენიებს ჩემს გარდაცვლილ ცოლს. არადა, მე მის შვილს ყოველთვის ლოცვებში ვიხსენიებ. ეჭვიც არ მეპარება, ნატოს ვუყვარვარ, თუმცა, მე, ამდენი ტკივილის მერე, გრძნობა გამინელდა. თანაც, ჩემს მალულად თამბაქოს ეწევა, საკუთარ საქმეებშია ჩაფლული, მეტწილ დროს დაქალებთან ატარებს და ეჭვიანი და კაპრიზული გახდა. ხშირად მიფიქრია, ალბათ, რომ ვუყვარვარ, იმიტომ ეჭვიანობს-მეთქი. მაგრამ, ამავდროულად ვხვდები, რომ ჩვენი თანაცხოვრება, გაუსაძლისი ხდება ჩემთვის. უკვე იმ ასაკში ვართ ორივე, ახალი ურთიერთობების დაწყება და რაიმეს რადიკალურად შეცვლა სისულელეა. უბრალოდ, მინდა, უფალმა მოგვიტევოს ის ცოდვები, რაც ჩავიდინეთ.
ნიკოლოზი, 69 წლის.

скачать dle 11.3