კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (53)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

რა გადაწყვეტილება მიიღო ბერიამ სტალინის გვერდის ავლით, ომის დაწყებამდე სამიოდე დღით ადრე #52

პროფესორი არტურ ბაგრამიანი წერს: „საყოველთაოდ გავრცელებული ფაქტია, რომ, როდესაც 1941 წლის 22 ივნისს ფაშისტური არმიების უმძლავრესმა შემოტევებმა საბჭოთა თავდაცვითი რიგები გაარღვია და წითელ არმიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რაც არმიის არასაბრძოლო მდგომარეობაში ყოფნამ განაპირობა, სტალინის ურწმუნოების შედეგი იყო...  ანუ, თითქოსდა საბჭოთა ბელადს სამხედრო დაზვერვა სწორ ინფორმაციებს აწვდიდა, სტალინი კი ამას დეზინფორმაციად მიიჩნევდა და ჯარის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას არ ჩქარობდა. ყველაფერი კი აბსოლუტურად სხვაგვარად იყო და სტალინი სწორ ინფორმაციებს კი არ უგულებელყოფდა, არამედ მას სამხედრო დაზვერვა ამარაგებდა მცდარი ცნობებით. ბელადი კი სწორედ მათზე დაყრდნობით იღებდა გადაწყვეტილებებს, ზოგჯერ მცდარსაც კი, რის ხელშეშლასაც აქტიურად ცდილობდა ლავრენტი ბერია, მაგრამ ყოველთვის არ გამოსდიოდა. გენერალი ბოგდან ქობულოვი იხსენებდა: „ომის დაწყების პერიოდში ¹4 საიდუმლო-პოლიტიკური განყოფილების უფროსი და ლავრენტი ბერიას მოადგილე ვიყავი. ჰაერში სისხლის სუნი ტრიალებდა. მოახლოებული დიდი ომის გამო სამუშაო თავზე საყრელი გვქონდა და უკიდურესად დაძაბულები ვიყავით. ლავრენტი პავლოვიჩს ღამეები თითქმის არ ეძინა. ძალიან განერვიულებული იყო და იმაზე ბრაზობდა, რომ სტალინი სამხედრო დაზვერვის მიერ მომზადებულ ცნობებს უფრო ენდობოდა, ვიდრე ჩვენ მიერ შედგენილ ანალიტიკურ მოხსენებებს. 19 ივნისს კრემლიდან დაბრუნებულმა ლავრენტი პავლოვიჩმა თავის კაბინეტში დამიძახა და რომ მივედი, მეგობრულად მკითხა:
– დეკანოზოვისგან თუ არის რამე ახალი? (დეკანოზოვი ბერლინში საბჭოთა კავშირის ელჩი და პარალელურად, დაზვერვის რეზიდენტი იყო).
– ახალი არაფერი, ლავრენტი პავლოვიჩ, – მივუგე ბერიას.
ბერიამ კონიაკის ბოთლი, ორი ფუჟერი და დაჭრილი ლიმონი გამოიღო სერვანდიდან. ჩამოასხა და თქვა:
– ყველა კრეტინის მოჭკვიანების იყოს, – სასმელი რომ გამოცალა, ფუჟერი დადგა და სანამ ლიმონს დააყოლებდა, დაამატა, – თუმცა კრეტინებს რა მოიყვანს ჭკუაზე. არ გაინტერესებს, ვინ კრეტინებზე ვლაპარაკობ? „გრუს“ კრეტინ უფროსზე, გენერალ ფილიპ ივანოვიჩ გოლიკოვზე, – თავი გააქნია ბერიამ, ჭიქაში „ბორჯომი“ დაისხა და დალია, – დაუჯერებელია, მაგრამ მას სტალინი ისე ჰყავს მონუსხული თავისი ცრუდასკვნიანი ინფორმაციით, რომ არაფრის გაგონება აღარ სურს.
„თუ სტალინს კრეტინის სჯერა, გამოდის, სტალინიც კრეტინია და ამას ნიშნავს ბერიას სიტყვები“, – ამის გაფიქრება მოვასწარი, რომ ლავრენტი პავლოვიჩს მწარედ ჩაეცინა და მითხრა:
– ტყუილად ფიქრობ, რომ თუკი სტალინს კრეტინის სჯერა, თვითონაც კრეტინია. არა. ასე არაა.
ბერიას სიტყვებზე შევცბი და სკამზე შევხტი. ასეთი სიტყვები კი არა, ფიქრიც კი სიკვდილის ტოლფასი იყო. მან თავი გააქნია და მითხრა:
– გოლიკოვი სტალინს მართალი ტყუილით შეჰყავს შეცდომაში.
– როგორ, მართალი ტყუილით? – ვკითხე ბერიას.
– ახლა კრემლიდან მოვედი. სტალინთან საგანგებო სხდომა იყო და მიუხედავად იმისა, მე და ჟუკოვი სტალინს ვურჩევდით, სასაზღვრო ჯარები მაინც მოეყვანა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, რომ ფაშისტების უახლოეს მოსალოდნელ შეტევას მომზადებულები შევხვდეთ, ის (სტალინი) უარზეა. უარზე კი იმიტომაა, რომ ჩვენი ჯარების სრული მობილიზაციით ჰიტლერისთვის ომის დაწყების საბაბის მიცემა არ უნდა.
– კი მაგრამ, ჩვენ ხომ სტალინს უტყუარი ცნობები მივაწოდეთ, რომ ომი უახლოეს დღეებში დაიწყება? – მივუგე ბერიას.
– არ იჯერებს და ამბობს, – ინგლისელებმა ან სულაც თავად ფაშისტებმა შემოგვტენესო.
– რის საფუძველზე არ სჯერა?
– გოლიკოვის კრეტინული, პედანტური მოხსენების საფუძველზე. ანუ, გოლიკოვის ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ რადგან ფაშისტებს არ შეუსყიდიათ ცხვრის ტყავი, რომლისგანაც ზამთრის საიმედო ქურქებს კერავენ და ასევე, თავიანთი შაშხანებისა და ზარბაზან-ნაღმტყორცნებისთვის საზამთრო ზეთი არ შეუძენიათ, რასაც ყინვებში ხმარობენ, ამტკიცებს, რომ ჰიტლერი წელს საერთოდ არ დაგვარტყამს. ხვდები ამ იდიოტური ლოგიკის მცდარობას? – ბერიამ კვლავ ერთი ჭიქა „ბორჯომი“ გამოსცალა და დააყოლა, – ერთი შეხედვით, გოლიკოვის სწორი ლოგიკით, რადგან ფაშისტები ზამთრის საომარი კამპანიისთვის არ იჭერენ თადარიგს, ესე იგი, ჩვენზე თავდასხმას არ აპირებენ. ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა სწორი. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჰიტლერის ბლიცკრიგი საბჭოეთის ორ-სამ თვეში დაპყრობაზეა გათვლილი, მას საერთოდ არ სჭირდება ზამთრის კამპანიისთვის მომზადება. ჰიტლერი ცდება. აცდუნებს გოლიკოვს, გოლიკოვი კი – სტალინს...
– სტალინს რომ ეს უთხარით, რა თქვა? – ვკითხე ბერიას.
– რა და, ჰიტლერი შენ სულელი ხომ არ გგონიაო და სხდომაც ამაზე დაასრულა. თუმცა, მანამდე გოლიკოვს ათქმევინა, – იმაზე რომ ჰიტლერი არ დაგვარტყამს, პასუხს საკუთარი თავით ვაგებო და ეგ კრეტინი ნამდვილად დაკარგავს იმ უტვინო თავს.
ბერია ფილიპ გოლიკოვზე უკიდურესად იყო გამწარებული და ერთი სული ჰქონდა, შუაზე გაეგლიჯა...“
საგულისხმო ფაქტია ის, რომ 1941 წლის 22 ივნისს ფაშისტებს ყველაზე მედგარი წინააღმდეგობა სასაზღვრო ჯარის მცირერიცხოვანმა ნაწილებმა გაუწიეს. ანუ, ისინი სრულ მზადყოფნაში იმყოფებოდნენ. ასეთი მზადყოფნის ბრძანება კი, სტალინის გვერდის ავლით, საიდუმლოდ გასცა ლავრენტი ბერიამ. სასაზღვრო ჯარები „ენკავედეს“ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა და ბერიამ ასეთი, რბილად რომ ვთქვათ, თამამი საქციელი იმიტომ ჩაიდინა, რომ ფაშისტების თავდასხმაში ასი პროცენტით იყო დარწმუნებული. სხვა შემთხვევაში, სტალინის რისხვას ბერიაც კი ვერ აიცილებდა და მას სიცოცხლეს გამოასალმებდნენ. მოგვიანებით, სტალინმა ბერია შეაქო კიდეც ასეთი გადაწყვეტილებისთვის.
ბოგდან ქობულოვის მონათხრობს ვიაჩესლავ მოლოტოვი ავსებს, რომელიც სტალინის კაბინეტის მისაღებში 1941 წლის 22 ივნისს, დილის 7 საათსა და 39 წუთზე მომხდარ ამბავს აღწერს. მოლოტოვი ყვებოდა: „როდესაც უკვე მომხდარი ფაქტი იყო ფაშისტების შემოჭრა, ეს გერმანიის ელჩმაც დამიდასტურა და ამ საშინელი ამბით სტალინის კაბინეტში შევედი, სადაც მთელი პოლიტბიურო, სამხედროები და დაზვერვა იყო შეკრებილი, ბელადს სიმწრისგან სახე წამოეჭარხლა. მას ანგინის მძიმე ფორმა ჰქონდა. ლაპარაკი არ შეეძლო და იქვე მდგომ გოლიკოვს საყვედურით სავსე მზერა ესროლა და მისთვის მეტი აღარც შეუხედავს. სამაგიეროდ, გოლიკოვს თვალს არ სწყვეტდა ბერია და საერთოდ, ბერია ძალიან აქტიური იყო. ძალზე საქმიანად ლაპარაკობდა და რაოდენ საკვირველიც უნდა იყოს, სტალინის თანდასწრებით იძლეოდა განკარგულებებს, რასაც ყელგასიებული ბელადიც ეთანხმებოდა. ყველა საჭირო განკარგულება რომ გაიცა და დავიშალეთ, რომ ჩვენს ადგილებს დავბრუნებოდით, დილის რვის ნახევარი შესრულდა. სტალინის მისაღებში რომ გავედით, ბერიამ თავისი ტაბელური იარაღი აიღო თაროდან, მოულოდნელად გენერალ გოლიკოვს შუბლზე მიადო და კბილებში გამოსცრა:
– რაო, კრეტინო! შენს სინდისზეა ხომ, ასეთი მოუმზადებელი დახვედრა. ხომ გეუბნებოდი, სტალინს ნუ ატყუებ და ჩემ მიერ მიწოდებულ ცნობებს ენდე-მეთქი. ხომ ღირსი ხარ, შუბლი გაგიხვრიტო? – ბერიამ იარაღი შეინახა და გაფითრებულ გოლიკოვს უთხრა, – არა უშავს, სტალინი მაინც ჩემთან გამოგგზავნის და ლუბიანკის ჯურღმულში ჩაგალპობო“...
სტალინმა „გრუს“ უფროსი, გოლიკოვი, მართალია, თანამდებობიდან მოხსნა, მაგრამ არ დაუპატიმრებია და არმიის სარდლად დანიშნა. როგორც ამბობენ, ბელადს უთქვამს, – გოლიკოვი რომ ბერიას დავალპობინო, მეც გვერდზე უნდა მივუჯდე, რადგან მისი დავიჯერე და ბერიასი კი – არაო.

скачать dle 11.3