კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

როგორ გადაარჩინა სტალინმა ლენინი სიკვდილს #52

ეგრეთ წოდებულ „შალაშის ისტორიას“, სადაც ლენინი დროებით მთავრობას ემალებოდა, ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა ისტორიოგრაფია დამახინჯებულად აღწერდა და მასში საერთოდ არ იყო მოხსენიებული სტალინი... პროფესორი იოსებ კამსკი წერს: „1917 წლის ივლისში, სტალინმა ლენინი გარდაუვალი სიკვდილისგან რომ იხსნა, ამაზე საბჭოთა ისტორიოგრაფია ათწლეულების განმავლობაში დუმდა და მხოლოდ 21-ე საუკუნეში განსაიდუმლოებულმა პარტიული არქივის ნაწილმა მოჰფინა მას ნათელი.
1917 წლის 30 ივნისს ტროცკისა და მისი მომხრეების დაჟინებული მოთხოვნით, პეტროგრადში პოლიტბიუროს სხდომა გაიმართა. ტროცკი დროებითი მთავრობის დამხობას და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას მოითხოვდა და აჯანყების მოწყობისკენ მოუწოდებდა თანაპარტიელებს. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიური ფრთა ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა ტროცკის მოთხოვნას და ლენინიც წინააღმდეგი იყო, მათ მაინც თავისი გაიტანეს და აჯანყება 3 ივლისს დაინიშნა. საკითხი უბრალო უმრავლესობით გადაწყდა კენჭისყრისას. ცინიკურად მოღიმარ ბრონშტეინ-ტროცკის კი სტალინმა საკმაოდ ემოციურად უთხრა:
– კენჭისყრაში გამარჯვება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მართალი ხართ და ეს გადაწყვეტილება კიდევ დაგიხვდებათ წინ.
– გამარჯვებულებს არ სჯიან, – ლათინურად მიუგო ტროცკიმ სტალინს, მან კი უმალვე უპასუხა:
– ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეო...
ერთი სიტყვით, 3-4 ივლისის აჯანყება ჩაიშალა. სისხლიც დაიღვარა. დროებითმა მთავრობამ კი 40 ცნობილი ბოლშევიკის სასწრაფოდ დაპატიმრების ბრძანება გასცა და მათზე ძებნა გამოცხადდა. დასაპატიმრებლებს შორის იყო სტალინი და არ იყო ტროცკი... ლენინს კი გერმანიის აგენტობაში ედებოდა ბრალი – სასწრაფოდ სასამართლოში გამოიძახეს და წინადადება მიეცა, თავი ემართლებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზეც ძებნა უნდა გამოცხადებულიყო. 7 ივლისს, უკვე სტალინის დაჟინებული მოთხოვნით, გაიმართა ბოლშევიკთა კონსპირაციული შეკრება პეტროგრადში. ბინის მეპატრონე, ნიკოლაი ემელიანოვი იხსენებდა: „სტალინმა ტროცკი და ტროცკისტები მიწასთან გაასწორა და ისე მოხდა, რომ ბრონშტეინის მომხრეთა ნახევარი სტალინს მიემხრო, მათ თავიანთ  ძველ თანამოაზრეს შეუტიეს კიდეც. ტროცკი კი უკან დახევას არ აპირებდა და ილიჩის (ლენინის) სასამართლოზე გამოცხადებას დაჟინებით ითხოვდა, რასაც იმით ხსნიდა, რომ ილიჩი უდანაშაულო იყო და ცრუბრალდებას გააბათილებდა. სტალინმა ბოლომდე მოუსმინა ტროცკის და უპასუხა:
– თქვენი მოწოდება სასამართლოში ილიჩის გამოცხადების შესახებ, ისეთივე პროვოკაციულია, როგორც 3-4 ივლისის აჯანყებისკენ მოწოდება. მე მაშინაც თავშეკავებისკენ მოგიწოდებდით, თუმცა თქვენმა მცდარმა უმრავლესობამ გაიმარჯვა კენჭისყრაში, რასაც ასეთი უარყოფითი და ჩვენთვის წამგებიანი შედეგი მოჰყვა. რას მივაწეროთ ეს პროვოკაცია? ტროცკის მოღალატეობას თუ მის სისულელეს?
ბრონშტეინს სტალინისთვის პასუხის გაცემა უნდოდა, მაგრამ მანამდე ჩუმად მჯდომმა ლენინმა ის შეაჩერა და მკაცრად უთხრა:
– სტალინი აბსოლუტურად მართალია. ვნანობ, რომ 3-4 ივლისის სისხლისღვრა არ აღვკვეთე. სასამართლოში კი არ წავალ და დროებით მთავრობას ხელში არ ჩავუვარდები. იატაკქვეშეთში გადავდივართ და ყველა ჩემს განკარგულებას სტალინის მეშვეობით გაიგებთო...
ტროცკიმ და მის მხარეზე დარჩენილმა მომხრეებმა თავჩაღუნულებმა, უჩუმრად დატოვეს შეკრების ადგილი...“
მოგვიანებით, 1939 წელს, გენერალმა გენადი ვოლოხოვმა, რომელიც 1917 წლის ივლისში დროებითი მთავრობის უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსანი იყო, აღიარა, რომ ტროცკი მასთან შეთანხმებით მოქმედებდა და ლენინის მოშორებას გეგმავდნენ... 64 წელს ვოლოხოვი „ენკავედემ“ სტალინის ბრძანებით მოიტაცა შვეიცარიიდან და მოსკოვში ჩამოიყვანა. მას პირადად შეხვდა სტალინი და სამსაათიანი საუბრის შემდეგ, ყოფილი გენერალი გაუშვეს. მოსკოვში დაასახლეს და ის 1959 წელს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვოლოხოვთან საუბრის შემდეგ კი უკვე ტროცკის ლიკვიდაცია დაიგეგმა, რაც 1940 წელს განხორციელდა და სავარაუდოდ, სტალინმა ტროცკის არ აპატია ის, რომ ბრონშტეინი ლენინის ლიკვიდაციას გეგმავდა, რასაც სავარაუდოდ, ოქტომბრის გადატრიალება უკვე აღარ მოჰყვებოდა...
ცნობილი ბოლშევიკ-იატაკქვეშელი ანატოლი შოტმანი იხსენებს: „სტალინი დიდი ხანია, მიცნობდა, მენდობოდა და როდესაც შეკრების შემდეგ ყველანი წავიდ-წამოვიდნენ და ემილიანოვის სახლში ლენინი, სტალინი, მე და თავად ემილიანოვი დავრჩით, მან სამზარეულოში გამიხმო და მითხრა:
– ტოლია, ერთი სანდო კაციც გვჭირდება, რომ ილიჩი საიმედო ადგილზე გადავიყვანოთ. გული მიგრძნობს, სულ მალე აქ პოლიცია მოვა ილიჩის შესაპყრობად.
 მე, ჩემი ძველი მეგობარი და იატაკქვეშელი ედუარდ რახიე მოვიყვანე და სტალინს გავაცანი. თან, რაზლივის მეორე მხარეზე გადასვლა ვურჩიეთ.
რაზლივის ტბის მეორე მხარეს რომ გადავდიოდით ღამით, ნავით, ემილიანოვის სახლს შეიარაღებული პოლიცია თავს დაესხა. ქოხი უმოწყალოდ დაცხრილეს და კიდევ კარგი, იქ არავინ იყო.
– აი, ხომ ვამბობდი, – მითხრა ლენინის გვერდით მჯდომმა სტალინმა, – ჩვენში მოღალატე ბუდობს.
სტალინი პროვოკატორად და მოღალატედ  ტროცკის მიიჩნევდა, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთები არ ჰქონდა და ოფიციალურად არ ამბობდა. ილიჩს კი მიაჩნდა, რომ ტროცკი მხოლოდ შეცდა და მისი მოღალატეობა არ სჯეროდა...“
 ლენინთან ერთად „შალაშში” ზინოვიევი იმალებოდა. მათთან კავშირი მხოლოდ სტალინს, ძერჟინსკისა და შოტმან-რახიეს წყვილს ჰქონდა. პოლიტბიუროს დანარჩენ წევრებს კი ლენინის ადგილსამყოფლის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდათ. თუმცა, იცოდნენ, რომ მასთან სტალინი კონტაქტობდა და სწორედ ის (სტალინი) იყო ლენინის სრულუფლებიანი წარმომადგენელი. იგივე ანატოლი შოტმანი იხსენებს: „აგვისტოს პირველ დეკადაში უკვე რაზლივში ცხოვრებაც სახიფათო იყო და გადავწყვიტეთ, ლენინის ფინეთში გადაყვანა. 8 აგვისტოს, საღამოს, სტალინმა პარიკი მოიტანა და ლენინს მოარგო. შემდეგ „შალაშში” სანთელი აანთო და სანთლის შუქზე წვერ-ულვაში მოპარსა, ყბა აუკრა, თითქოს კბილები სტკიოდა და სადგურ დიბუნებში ჩამომდგარ, პეტროგრადიდან მომავალ მატარებელში ჩავსხედით და ჰელსინკისკენ ავიღეთ გეზი. ილიჩი, ჩვენი თანამებრძოლის, ივო კაპონაინენის ბინაში ჩავასახლეთ და მე, რახიე და სტალინი პეტროგრადში დავბრუნდით...“
1917 წლის 3 სექტემბერს პეტროგრადში სტალინმა, ძერჟინსკიმ, კამომ, რახიემ და შოტმანმა ბანკის ეტლი გაძარცვეს, რომელსაც შეიარაღებული კაზაკები იცავდნენ და იქიდან 65 ათასი ოქროს მანეთი გაიტაცეს. ეს ოპერაცია თითქმის უსისხლოდ ჩატარდა, მხოლოდ ძერჟინსკის გაჰკრა ტყვიამ მარჯვენა ცერა თითში. ექსპროპრირებული ფულის ნაწილი, 15 ათასი ოქროს მანეთი, მეორე დღესვე ძერჟინსკიმ ლენინს ჩაუტანა ფინეთში. 50 ათასი კი სტალინმა პარტიულ სალაროში შეიტანა, რომელსაც თავად ინახავდა. იმავე წლის 9 სექტემბერს, პეტროგრადის ერთი კონსპირაციული ბინიდან მეორეში გადასვლის დროს, სტალინს 50 ათასი ოქროს ფული ჰქონდა ჩანთაში. ურთიერთსროლისას  ორი თავდამსხმელი დაიღუპა. ერთი დაიჭრა, ერთი კი გაიქცა. კამო მკლავში დაიჭრა. სტალინს ტყვიამ პალტოში გაუარა და ბოლშევიკი იატაკქვეშელები გაიქცნენ. ბინიდან ბინაზე გადასვლის ამბავი სულ ოთხა კაცმა, მათ შორის, ტროცკიმაც იცოდა და მხოლოდ 1929 წელს დასდო სტალინმა ბრალი ტროცკის მისი მკვლელობის მცდელობაში და ცოტა ხანში ქვეყნიდანაც კი გააძევა – თურქეთში. რომ არა სტალინის გონება და გამჭრიახობა, ლენინს, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ 1917 წლის ივლისში მოკლავდნენ ტროცკის დაბეზღებით და ბოლშევიკებისთვის ხელისუფლებისკენ მიმავალი გზა გადაიკეტებოდა.“

скачать dle 11.3