კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აიძულებს ზოგიერთ ქალს, ქმარს უღალატოს #52

ადამიანები შეცდომებს ხშირად ვუშვებთ. არცთუ იშვიათად სხვას გულს თუ ვატკენთ,  შემდეგ ამის გამოსწორება გვიჭირს. ცუდია ის, რომ ამ შეცდომას მოჰყვება შეცდომების მთელი კასკადი. ისინი ერთმანეთს ებმიან და ნელ-ნელა ცხოვრება გაუსაძლისი ხდება... დგება სინანული. იწყება გაუცხოება, იმედგაცრუება. ზოგჯერ ერთმანეთი გვიყვარს, მაგრამ სწორედ სიყვარულის სახელით ჩავდივართ დანაშაულს – ვღალატობთ მასაც და საკუთარ თავსაც.

 მარიამი (39 წელს): ძალიან ბედნიერი ვიყავი ქორწინებაში. ისეთი ბედნიერი, რომ ზოგჯერ მეშინოდა კიდეც, საკუთარი თავი არ გავთვალო-მეთქი. მერე გამეცინებოდა ხოლმე – რა სულელი ვარ, ჩვენ ხომ არაჩვეულებრივი წყვილი ვართ, პრობლემები არასოდეს გვექნება-მეთქი. მაგრამ, ეს მაინც მოხდა.
– რა მოხდა?
– მოხდა ის, რომ ერთხელ, ერთ დღეს ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, რომ მისი ცოლი დაბერდა. ალბათ, ვერ მიხვდით, რას ვგულისხმობ, მაგრამ რეალობა ასეთია. ჰო, ბებრულად გამოიყურებიო, – ასე მითხრა. როგორ? მე ხომ მხოლოდ 38 წლის ვიყავი მაშინ. რა თქმა უნდა, თვრამეტი წლის „ნაშოჩკა“ აღარ ვარ და სიქორფით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ბებრებში ჩემი გადაწერა ნაადრევი და უსამართლოა.
– რამდენი წლის გათხოვდით?
– თვრამეტის. დიახ, ოცი წლის თანაცხოვრების შემდეგ, აღმოაჩინა ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ, რომ დავბერდი. მესმის, რომ ოცი წელი ცოტა ნამდვილად არ არის, მაგრამ მეც ხომ შემეძლო, იგივე მეთქვა? როგორ, მე დავბერდი და ის არა?! რატომ ხედავენ მამაკაცები ნაკლს მხოლოდ პარტნიორ ქალში და არავითარ შემთხვევაში, საკუთარ თავში?! სხვათა შორის, ჩემი ქმარი ჩემზე ორი წლით უფროსია. იცით, რა არგუმენტები აქვს? რომ მე სამი შვილი გავაჩინე და უფროსი უკვე თვრამეტი წლისაა, ამიტომ დავბერდი. სად არის ლოგიკა? ვერ აგიწერთ ჩემს განცდებს. არავის ვუსურვებ, ეს გამოსცადოს. დამანგრეველია, გამანადგურებელი. ფაქტობრივად, აღარა ხარ ადამიანი – არც თვითშეფასება გაქვს, არც საკუთარი თავის პატივისცემა და აღარც რწმენა იმისა, რომ რაღაცას წარმოადგენ.
– არ გიცდიათ, ჩაღრმავებოდით მიზეზს, რამაც თქვენს ქმარს ეს სიტყვები ათქმევინა? იქნებ იეჭვიანა?
– ვიფიქრე ამაზეც. ვცდილობდი, ეჭვიანობისთვის დამებრალებინა ჩემი ქმრის წარმოუდგენელი უგულობა. მერე მივხვდი, რომ საქმე გაცილებით სერიოზულად იყო, ვიდრე თავიდან წარმოვიდგინე. ვინერვიულე, ვინერვიულე... მერე ჩემში რაღაც ამოტრიალდა. გონება გამინათდა და სიმართლეს თვალი გავუსწორე – ჩემსა და ქმარს შორის ურთიერთობა გაფუჭდა! ან უნდა შევგუებოდი ამ აზრს, ან... მოკლედ, მე ბრძოლა ავირჩიე. სულ უფრო ხშირად მეუბნებოდა, რას ჰგავხარო. ყოველ ჯერზე ამით ცეცხლზე ნავთს ასხამდა და უცებ გადავწყვიტე – ქმრისთვის დამემტკიცებინა, რომ არც ბებერი ვიყავი, არც შეუხედავი და არც გადასაგდები.
– ამ დროს ქმრის მიმართ გრძნობა აღარ გქონდათ?
– პირიქით, გრძნობა მქონდა და ახლაც მაქვს. ერთხელ წამოსცდა, რომ პრობლემა მარტო შენს ჩაცმულობასა და გარეგნობაში კი არ არის, თვალებში ნაპერწკალი, ცეცხლი აღარ გაქვს, მოშვებული და უფერული ქალი ხარ, აღარ მიზიდავო. მეგობარს რომ შევჩივლე, მირჩია – წადი კოსმეტოლოგთან და გამაახალგაზრდავებელი ინიექციები გაიკეთეო. მე ესეც ვცადე, მაგრამ არ მიშველა. საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას ვკარგავდი. მივხვდი, მალე საერთოდ გავნადგურდებოდი, თუ რაღაც გზას არ გამოვძებნიდი.
– და ეს გზა ქმრის ღალატი აღმოჩნდა?
– დიახ. თავს ხან დამნაშავედ ვგრძნობ, ხან არა. ეს გაორების განცდა მაწუხებს. ისე კი, აშკარა უკეთესობაა. მამაკაცი, რომელსაც ვხვდები, აღფრთოვანებულია ჩემით – სულ იმას მეუბნება, რომ ლამაზი ვარ. შეიძლება, გულახდილი არ არის; შეიძლება, იმისი მჯერა, რისი დაჯერებაც მინდა, მაგრამ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მსუბუქი და ლაღი ვარ, ცხოვრება მიხარია და რაც მთავარია, ქმართან ურთიერთობა გამომისწორდა. როგორც ჩანს, მართლა შევიცვალე და ამას ჩემი ქმარიც ამჩნევს. ისე ვიყავი შეჩვეული მისგან უხეშ, აგდებულ და გულგრილ დამოკიდებულებას, რომ, როცა პირველად უცნაური აღტაცებით შემომხედა, გულწრფელად გავოცდი, მსუბუქი შოკი მქონდა. მერე მივხვდი, რომ თუ კარგად გამოიყურები და თავს ახალგაზრდულად გრძნობ, ეს უპირველესად, შენთვისაა მნიშვნელოვანი და კარგი. ერთი შეხედვით,  ქმრისა და საყვარლისთვის ვიცვამ გემოვნებით – ვცდილობ, ეფექტურად გამოვიყურებოდე, მაგრამ სინამდვილეში, ამ ყველაფერს საკუთარი თავისთვის ვაკეთებ. და ეს ძალიან კარგია. არ ვაპირებ, ქმარს გული გადავუშალო, მოვუყვე, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში. არ არის აუცილებელი. მთავარია, რომ ბებრად აღარ მივაჩნივარ. უკვე ეჭვიანობს, მაგრამ ხმას არ იღებს. დაძაბული მაკვირდება, კომპლიმენტებს არ იშურებს. მე ვუთხარი, არასდროს დავეცემი ისე, რომ სხვა ქალებთან დავიწყო საკუთარი თავის შედარება. შეგიძლია, უფრო ახალგაზრდა მოძებნო და წახვიდე მასთან, არ დაგიჭერ-მეთქი. გაჩუმდა. არაფერი მიპასუხა და როცა ვიფიქრე, რომ ჩემს სიტყვებზე რეაქცია არ ჰქონდა, მითხრა: ისეთი ცოლი მყავს, სხვა ქალი არ მჭირდება, მით უმეტეს, სულელი, პატარა გოგოო.
– ამ ყველაფრისთვის ღალატი აუცილებელი იყო? – თქვენ ამაში დარწმუნებული ხართ?
– დარწმუნებული არაფერში ვარ, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ახლა კარგად ვარ. არც ქმართან ურთიერთობაში მაქვს  პრობლემები, არც საკუთარ თავთან. არც ბებერი ვარ, არც უმნიშვნელო, არასრულფასოვანი ქალი. პირიქით, სულ უფრო თავდაჯერებულად ვგრძნობ თავს. ცხოვრება ისევ მიხარია. არ ვიფიქრებ იმაზე, რომ ქმარს ვუღალატე. არ არის საჭირო. რადგან ეს მოხდა, ესე იგი ასეც იყო საჭირო. თუმცა, იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ჩემი მაგალითი ვინმესთვის გაკვეთილად გამოდგება. ყველას თავისი ცხოვრება და არჩევანი აქვს.

скачать dle 11.3