კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

წმიდა სწავლებანი#52

ღვთის მოშიშთათვის
არ არსებობს შიში
ღმერთი ჩვენგან, ადამიანებისგან, არაფერს ითხოვს, გარდა იმისა, რომ არ შევცოდოთ – ეს არის და ეს. რჯულის საქმის აღსრულება ეს არ არის, არამედ – ღვთის ხატებისა და უმაღლესი ღირსების შეურყვნელად დაცვა, რომელსაც ვფლობთ რა, ბუნებითად და ვატარებთ სულიწმიდით გაბრწყინებულ სამოსელს, მის თანა ვჰგივთ და იგი ჩუენ შორის (1 იოანე 4, 13) და ამრიგად განვიღმრთობით შვილად მიღებით და ვხვდებით ღვთის ძენი, დაბეჭდილნი ღვთის პირის ნათელით (ფსალ. 4,7).
სიზარმაცისა და დაუდევრობისგან სულში წარმოშობილი მოწყინება და სხეულებრივი დამძიმება, გვაშორებს დაწესებულ კანონს და გონებისთვის დაბნელება და სასოწარკვეთა მოაქვს. შედეგად კი გულში გამეფებას იწყებს შიშის მომცველი აზრები და მკრეხელობა. მოწყინების დემონით განცდილი, უკვე ვეღარ მიდის ლოცვის ჩვეულ ადგილას; ეძლევა უდებებას და უკუღმართად ფიქრობს თავისი შემოქმედის შესახებ. ასე რომ, იცი რა, ამის მიზეზი და საიდან მოგეწია თავს, სასწრაფოდ დაუბრუნდი ლოცვის ადგილს, განერთხე კაცთმოყვარე ღმერთის წინაშე, ევედრე ოხვრითა და ცრემლით, გულის ტკივილით და განგკურნავს მოწყინების სიმძიმისა და ბოროტი აზრებისგან. და თუ მთელი ძალისხმევით და მოუკლებლად დავაკაკუნებთ ღვთის შემწეობის კარზე, აუცილებლად მივიღებთ ამ ვნებებისგან გათავისუფლებას.
ვინც წმიდა გული მოიხვეჭა, მან შიში დაძლია, ხოლო ვინც ჯერ კიდევ იწმინდება, ის ზოგჯერ იძლევა შიშის მიერ. ხოლო, ვინც საერთოდ არ იბრძვის, ის სრულიად უგრძნობელია და ვნებებისა და დემონების მეგობარი; და დასნებოვნებულია არა მხოლოდ პატივმოყვარეობით, არამედ ამპარტავნებითაც: ჰგონებს, რომ ვითარმედ არს რაიმე, მაშინ, როდესაც იგი არაი იყოს (გალ. 6,3); ან კიდევ – შიშის მონაა, მისი ქვეშევრდომია და ძრწის, როგორც გონებით ჩვილი, და მუნ შეეშინა შიში, სადა არ იყო შიში (ფსალ. 13, 5). მაშინ, როდესაც ღვთის მოშიშთათვის არ არსებობს შიში.

როგორ ესხმიან თავს
დემონები ადამიანს
ნუ გაგიკვირდება, როდესაც შიში გიპყრობს და ძრწიხარ, რადგან ჯერ არა ხარ სრულყოფილი, და როგორც ჩვილსა და სუსტს, საშინელებების გეშინია, რამეთუ შიშის გრძნობა მხოლოდ დაცინვას იმსახურებს და ბავშვებს ან პატივმოყვარე სულს ახასიათებს. ნუ გექნება იმის სურვილი, რომ ამ დემონს ესაუბრო ან ეკამათო, რადგან, როდესაც სული ძრწოლვასა და შფოთშია, მაშინ სიტყვები არ შველის. დაანებე თავი, დაიმდაბლე გონება, რამდენადაც ამაზე ძალა გეყოფა და მალე მიხვდები, რომ შიში გაქრა.
როდესაც ვინმე მოწყინებითაა შეპყრობილი, მაშინ მას გონება მოთენთილი და დაბინდული აქვს, სული კი დაცარიელებული. ასეთ დროს მის გულში ტირილი იკლებს, ქრება ღვთაებრივი სულის ცეცხლი და მისი სხეულის სახლი კვამლით ივსება. ამას გარდა, მას უშეშდება სხეულის ნაწილები, კარგავს სიმხნევეს და ეძლევა უზომო ძილს. ასე რომ, თავისთავად უწევს ჩვეული წესის მიტოვება. როდესაც ყოველივე ამას დაუპირისპირებს თავშეკავებასა და სიფხიზლეს,  რითაც ძილი მარცხდება, მაშინვე მისი გული ქედმაღლობისგან სასტიკდება და ტირილის მოკლების მიზეზით, შიში ეპარება. ერთხელაც, ასეთ მდგომარეობაში მყოფი მავანი მოსაგრე შეუსაბამო დროს სენაკის გარეთ აღმოჩნდა. ბნელ და მიფარებულ ადგილას განმარტოვდა, ხელები ზეცად აღაპყრო, პირჯვარი გადაისახა, სულის თვალი ღმერთისკენ მიმართა და ამგვარად ოდნავ დაიცხრო ქედმაღლობის აზრი. შიშის დემონი მაშინვე ცოტათი განდგა მისგან, მაგრამ ამ დროს პატივმოყვარეობის საშინელი დემონი, რომელიც შიშის დემონზე ძლიერია, შეუმჩნევლად მიუახლოვდა აზრის მოსაპარავად, რათა მოენადირებინა იგი და მაშინვე შიშის დემონისთვის გადაეცა. მიხვდა რა ამას, ბერი განცვიფრდა და მხურვალედ შეჰვედრა ღმერთს, ეხსნა მისი სული ეშმაკის ამგვარი მახეებისგან.
ამ დემონების შეწყალება, მათი ღვარძლი და ცბიერება, ვგონებ, მრავალსახოვანი და ძნელად გასაგებია ბევრისთვის. მივხვდი, რომ შიშის დემონი მოწყინების დემონის თანმხლებია და მასთან ერთად ესხმის თავს  მოღვაწეს. ის პირველი წვდება მსხვერპლს და პირველი აყენებს სულს შიშს; მეორე კი გულში და გონებაში დაბინდულობასა და უძლურებას წარმოშობს, ასევე, უგრძნობლობასა და სასოწარკვეთას. მოწყინება მოსაგრეთათვის სიმდაბლის მომტანი განსაცდელია.
მოწყინების დემონი, რა თქმა უნდა, როგორც წესი, ებრძვის ლოცვაში წარმატებულს ან ლოცვის მოშურნეს, რამეთუ მათ წინააღმდეგ სხვა არცერთ დემონს არ გააჩნია ძალა, თუ მხოლოდ არ მიიღებს რომელიმე მათგანი ასეთ ძალას განგებულებითი დაშვებით; ან კიდევ, რაც უფრო სარწმუნოდ მიმაჩნია, მიიღებს ჩვენ წინააღმდეგ ასეთ ძალას ჩვენი სხეულის ძალების შესუსტების შედეგად. ნათქვამის აზრი შემდეგია: როდესაც მე ბევრი შევჭამე, მუცელი დავიმძიმე და კარგად გამოვიძინე, ვნებამ დაიპყრო ჩემი გონება, და მე დავმარცხდი; მაგრამ კვლავ, როდესაც ზომაზე მეტი თავშეკავება გამოვიჩინე, ამით გონება დაბინდული და უძრავი ვყავ, და მაშინვე ჩავვარდი იგივე ვნებაში. ამგვარი რამ მოღვაწეს შეიძლება, დაემართოს ატმოსფერული გამოვლინებების მიზეზითაც – არ ვიცი, ზუსტად როგორ გამოვთქვა, – გულის შემაღონებელი სამხრეთის ცხელი ქარისგან.

скачать dle 11.3