კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

მოძღვარი გვირჩევს #52

კითხვა: ცოდვად ეთვლება თუ არა ქრისტიანს თავისი სიცოცხლისა და ქონების დაზღვევა?
პასუხი: ამის შესახებ ღირსი ამბროსი ოპტელი წერს: „არსად ამის შესახებ არ წამიკითხავს წმიდა წიგნებში. ოღონდ, ერთი კია, აქ მჟღავნდება უნდობლობა უფლის განგებულების მიმართ და ტვინის ჭყლეტა, რათა ხელოვნურად უზრუნველვყოთ საკუთარი თავი და ოჯახი. მე არ შემიძლია აგიკრძალოთ, მაგრამ არც რჩევის მოცემა შემიძლია, მით უფრო კურთხევისა. ჩვენ გვაქვს საუკეთესო საშუალება უზრუნველყოფისა – უფლის მცნება: ეძიეთ უპირველესად ღმრთის სასუფეველი და სიმართლე მისი და ყოველივე თანა შეგეძინებათ თქვენ!“
კითხვა: ჩემი მცირეწლოვანი შვილი სიმართლის დასამტკიცებლად იფიცებს ღმერთს და ჩვენგანაც იგივეს მოითხოვს. ეს ცოდვად ხომ არ ეთვლება.?
პასუხი: აუხსენით ბავშვს, რომ ღმერთი, რომელსაც ის იფიცებს, ფიცს კრძალავს. ამიტომ, როდესაც ღმერთს ვიფიცებთ, მის ნებას გადავდივართ.
კითხვა: მითხრეს, რომ ზიარების დღეს არ შეიძლება მუშაობა, რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
პასუხი: შრომა და კეთილი საქმეების კეთება არასდროს არის დამაბრკოლებელი. თუმცა, როდესაც დიდი დღესასწაულია და ამ დღეს ეზიარებით, ეცადეთ, სხვაგვარად აღნიშნოთ ის, ტაძარში ყოფნითა და ლოცვით და მხოლოდ გადაუდებელი საქმეები აკეთოთ.
კითხვა: შეიძლება თუ არა ნათლიად ავირჩიოთ ჩვენი ნათესავი?
პასუხი: ეკლესიურად ასეთი საქციელი აკრძალული არ არის, თუმცა საქართველოში ოდითგან ნათლიად ირჩევდნენ სასურველ ადამიანს, რომელიც არ იყო ხორციელი ნათესავი, რადგან ჩვენში ხორციელი და სულიერი ნათესაობა უთანაბრდება ერთმანეთს და ამგვარად ხდებოდა დანათესავება, რომელიც თაობებს გადაეცემოდა.

скачать dle 11.3