კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უჯდება დავით ნარმანიას საბანკო კრედიტების მომსახურება და საიდან იღებს ის დამატებით შემოსავლებს #52

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია 1979 წელსაა დაბადებული. 1996-2000 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა და  ეკონომიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხიც მიიღო (კვალიფიკაცია – მენეჯერი), 2000-2002 წლებში ეკონომიკის მაგისტრის სამეცნიერო ხარისხიც მოიპოვა (კვალიფიკაცია – საერთაშორისო ბიზნესის მენეჯერი). ისევ იმავე ფაკულტეტზე კი, 2005 წელს ასპირანტურაც დაამთავრა და ეკონომიკის აკადემიური დოქტორიც გახდა. მისი შრომითი ბიოგრაფია 1999 წელს დაიწყო ეკონომიკური განათლების პროგრამის კოორდინატორად საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში. 2001-2003 წლებში საქართველოს საგადასახადო შემოსავლებისა და ფინანსთა სამინისტროებში მუშაობდა უფროს სპეციალისტად და სამინისტროს სათათბირო ორგანოს მდივნად. 2003-2004 წლებში საზოგადოებრივი განვითარების ინსტიტუტის საგადასახადო-საბიუჯეტო პროგრამის კოორდინატორი იყო; 2004-2005 წლებში – კომპანია „ბიზნეს კონსალტინგ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი; 2005-დან 2006 წლის იანვრამდე – საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ასევე, პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის უფროსი ბიზნესკონსულტანტი; 2006-ში კვლავ საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას დაუბრუნდა – გამგეობის თავმჯდომარედ. 2008-2009 წლებში საკონსულტაციო-ანალიტიკურ ტრენინგ-ცენტრში მუშაობდა კვლევითი განყოფილების უფროსად. 2009-2012 წლებში კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ. 2012 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა. 2014 წლის აგვისტოდან დღემდე კი ქალაქ თბილისის მერია.
დავით ნარმანიას მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება და ოჯახის წევრებად მიუთითებს: 1986 წელს დაბადებულ მეუღლეს, თინათინ თინიკაშვილსა და სამ შვილს: კონსტანტინეს, ილია დენისსა და ელენეს. უძრავ ქონებას მხოლოდ დავით ნარმანია ფლობს: ბინას თბილისში, ბერბუთის ქუჩაზე (97 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთს სოფელ კოკში (5 000 კვ. მ.). მასვე ჰქონდა ნაღდი ფული დეკლარაციის შევსების მომენტში – 900 აშშ დოლარი და 250 ევრო. სამეწარმეო საქმიანობასაც ის ეწევა: არის 2011 წელს დაფუძნებული შპს „ნარმანია, ჩირესრჩ ენდ ქონსალთინგის“ პარტნიორი, თუმცა ამ საქმიანობას მისთვის 2015 წელს არანაირი შემოსავალი არ მოუტანია.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2015 წლის განმავლობაში დავით ნარმანიამ, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, 10 800 ლარი აიღო, როგორც დედაქალაქის მერმა, 19 080 ლარი, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორმა, 2 640 ლარი. დავით ნარმანიამ, ასევე, შემოსავალი მიიღო ავტომანქანის გასხვისებით: 8 500 აშშ დოლარი, ხოლო 12 000 ლარი – სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით.
2014 წელს დავით ნარმანიამ, როგორც თბილისის მერმა, 15 741 ლარი აიღო, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა, 27 710 ლარი, ხოლო, როგორც პროფესორმა, 27 207 ლარი.  5 200 აშშ დოლარად გაყიდა ავტომანქანა, 15 000 აშშ დოლარად კი ახალი იყიდა. ასევე, 14 450 აშშ დოლარი დაუჯდა ბინათმშენებლობის ხელშეკრულების მომსახურება (86 450 აშშ დოლარის ღირებულების). სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციით კი კვლავ 12 000 ლარი აიღო. 2013 წელს, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა – 90 165 ლარი, როგორც პროფესორმა – 22 830, სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციამ კი 4 500 ლარი მოუტანა. 2012 წლის განმავლობაში დავით ნარმანიამ, როგორც სრულმა პროფესორმა, 22 830 ლარი მიიღო, როგორც კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, 16 477 ლარი, როგორც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიწვეულმა პროფესორმა, 16 415 ლარი, როგორც საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა, 20 750 ლარი, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა, 11 424 ლარი, როგორც მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ასოციაციის კონსულტანტმა,  9 900 ლარი, როგორც კონსულტანტ-ექსპერტმა, 8 230 ლარი, როგორც „ალერტ ინტერნეშენელის“ ექსპერტმა, 12 900 ლარი.

скачать dle 11.3