კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

სამგლე გოჭები #52

„აჰ, ნეტავი, ერთად იყოს ანკარა და მოსკოვი“

 გასული კვირა საერთაშორისო ცხოვრებისთვის ნავსიანად დაიწყო: ანკარაში გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთში რფ-ის ელჩი პირდაპირ ეთერში მოკლეს. და თუმცა ტერორისტიც ადგილზევე გააუვნებელყვეს, მაინც დაძაბულნი ვადევნებდით თვალს რფ-ის რეაქციას.
მართალია, დაძაბულნი ვიყავით, მაგრამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსკოვში უმალ ჩაფრენამდე გვაუწყა პრ. პუტინმა, რომ პროვოკაციის ავტორები რუსეთსა და თურქეთს ვერამც და ვერამც ვერ გაყრიან („ჩემი გული შენი გული ჯაჭვით არის გადაბმულიო“).
ამასობაში კი, არა მხოლოდ რუსეთ-ირან-თურქეთის, თვით სომხეთისა და ირანის პრეზიდენტებმაც კი მოინახულეს ერთმანეთი და ასე განსაჯეთ, თვით საქართველოზეც კი იბაასეს.
მეორე მხრივ, ეს რეგიონული მოძრაობები ქართულ ტელევიზიებს არც კი გაუშუქებიათ ან კი როგორ მოიცლიდნენ ამ ამბისთვის, როდესაც ღორების „პასპორტიზაციით“ იყვნენ გართულები (იმის მიუხედავადაც, რომ, რეალურად, არანაირი პასპორტიზაციაც არ იგულისხმებოდა)?! შესაბამისად, ჩნდება საბედისწერო ეჭვი: იქნებ სამგლე გოჭის ადგილი, სწორედაც რომ, მგლების მუცლებშია?! –

скачать dle 11.3