კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარადი თავმჯდომარე #52

ანუ „ვით მამალი სხვის მამალსა დაჰმტერდეს და წაეკიდოს“

 მთლად „ქართლის ჭირის“ მასშტაბისაც არა, მაგრამ ერთ დროს მონოლითურ და, ასევე, ერთ დროს მმართველ პარტიას „ნაციონალური“ ჭირის“ ტრაგედია კი დაატყდა თავს.
მაგალითად, ერთ-ერთი გულმხურვალე „ნაციონალური“ ლიდერის გივი თარგამაძის შეფასებით, პარტიაში მიმდინარე პროცესი, არც მეტი, არც ნაკლები, „გე კა ჩე პეა“!
ეს განხეთქილება კი ძალაუფლების გადანაწილებას უკავშირდება (განა – ქალს?!): პარტიის უცვლელ თავმჯდომარეს (ესე იგი, მიხეილ სააკაშვილს) მარადიული თავმჯდომარეობა სურს, რასაც (იმასაც კი მოვესწარით, რომ) ეწინააღმდეგებიან ერთ დროს ენმ-ს ლიდერები: ბოკერია, უგულავა, თარგამაძე, თვით მელია და ჭიაბერაშვილი; იმას გარდა, რომ უცვლელი თავმჯდომარის ერთგული თანამებრძოლები (ჩიორა თაქთაქიშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, ლევან ვარშალომიძე) არ უწონებენ დანარჩენებს, რომ პარლამენტის მანდატებს დაჰყაბულდნენ (არადა სკამიც ტკბილია და მანდატიც).
როგორც უნდა იყოს, ისე მოხდა, რომ თვით გივი თარგამაძემაც კი აილესა ენა ერთ დროს ხელშეუხებელი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. მომყავს ციტატა: „შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი (იგულისხმება მ. სააკაშვილი) იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციური დიდგორი სპორტის სასახლეში საკუთარ, თუნდაც ყოფილ, თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება“, რაც ბადებს რიტორიკულ კითხვას: ამოხდის თუ არა სულს?!
თუმცა ეს უკვე მომდევნო ოპერიდან უნდა იყოს სცენა... –

скачать dle 11.3