კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის გია ჯაჯანიძის ახალი სიყვარული და რატომ არ ცვლის ის წლებია, მეგობარ მეკვლეს – ნანა პატარკაციშვილს #51

 გია ჯაჯანიძე  ახალ წელს ახალ სახლში პირველად  ხვდება – ამბობს, რომ გასული წელი  მისთვის  გამორჩეული იყო და  ბევრი ოცნების ასრულება სწორედ 2016 წელს შეძლო. როგორც ამბობენ, წელს მან ნათელმხილველის მიერ ნაწინასწარმეტყველები სიყვარულიც იპოვა. რა დარჩა კადრს მიღმა ცნობილ ტელესახეს და ვინ არის მისი რჩეული,  ამას თავად  გია ჯაჯანიძისგან შეიტყობთ.
გია ჯაჯანიძე: წელი, რომელიც სადაცაა დასრულდება,   ჩემთვის გამორჩეული  იყო ბევრი თვალსაზრისით.  უპირველესად, ძალიან წარმატებული გამოდგა ჩემი გადაცემისთვის.   ჩვენ ამ სეზონზე დავიწყეთ საინტერესო თემებზე მუშაობა, მათ შორის  არის,  საქართველოს დაკარგული, მოპარული ისტორია. პოპულარობა და ხალხის სიყვარული  არასდროს მაკლდა, მაგრამ ბოლო  პერიოდში მაინც განსაკუთრებულ სიყვარულს ვგრძნობ. იმას ვერ ვიტყვი, რომ ჩემი კარიერის ზენიტია – ორი პროექტი მაქვს დაგეგმილი და ძალიან მინდა მათი განხორციელება. ამ გადაცემამ  ჩემი თავი დამანახვა  სხვა რაკურსით -  არ ვიცოდი და ვყოფილვარ იმაზე ძლიერი და უშიშარი, ვიდრე მეგონა. გადაღების პროცესში არ მეშინია არანაირი ექსტრემალური სიტუაციის. ასეთი  ისტორია ბევრი იყო, რომელთა ნაწილი კადრებში მოხვდა, ნაწილი – კადრს მიღმა დარჩა. მე ჩავედი ისეთ გამოქვაბულში, სადაც  ადამიანს ფეხი არ დაუდგამს. თვალებში შევხედე სიკვდილს, როცა გამოქვაბულში ჩამოიშალა ქვები და რომ არა ჩემი ოპერატორი, გიორგი ცხადაძე, ალბათ, იქიდან ვერ გამოვიდოდი.  ამ გამოქვაბულში იყო  კოღოების დიდი ბურთები. ისინი რომ გაშლილიყვნენ, დამკბენდნენ და მოვკვდებოდი. ერთ-ერთი გადაღების დროს  მდინარეში, უზარმაზარ ქვებზე მომიწია გადახტომა.  გადამღები ჯგუფი გადავრიე. ფობიები არასდროს მქონია, მაგრამ შიში და სიფრთხილე სულ მქონდა.  წარმოიდგინეთ, სოფელში ვარ გაზრდილი, ჩემს სახლთან ჩამოდიოდა მდინარე ყვირილა, მაგრამ ერთხელ არ შევსულვარ მდინარეში. უცებ კი, ამ ასაკში  აღმოვჩნდი მდინარეში, უზარმაზარ ქვებზე. იმხელა ხეზე ავედი, უცებ, სულის ერთი მოთქმით, ქვემოთ რომ გადმოვიხედე, გული გამისკდა. ამას როგორ წარმოვიდგენდი? კახეთში გვქონდა გადაღება. საკმაოდ მაღალი ხიდიდან უნდა გადმოვმხტარიყავი  აუზში.  მოვითხოვე ორი მაშველის დახმარება. მათ  ზუსტად ამიხსნეს, როგორ უნდა გადმოვმხტარიყავი ხიდიდან. დამარიგეს, როცა წყალზე დახტები, ფეხები წყალს დაარტყი, ამოხტები, ორჯერ ხელს მოუსვამ და ფეხზე დადგებიო. გადმოვხტი ხიდიდან, დავიძახე: „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად”, დავხტი წყალზე,  ამოვხტი,  მოვუსვი ორჯერ ხელი, როგორც მასწავლა მაშველმა  და ჩავიძირე. რატომ? მაშველი, რომელმაც ინსტრუქცია მომცა, იყო ძალიან მაღალი.  იმას რომ ორჯერ სჭირდებოდა ხელის მოსმა ფეხზე დასადგომად, მე ამის გასაკეთებლად მჭირდებოდა ალბათ, ექვსჯერ... ეს მან ვერ გათვალა. მაგრამ რა ყოფილა სიმწარე! – რომ დავინახე, ვიძირებოდი, ისეთი მოვუსვი და გამოვცურე, ბოლოს კიბეზე ვურტყამდი ხელებს, ასე გამოვცადე ჩემი გადაცემის წყალობით საკუთარი შესაძლებლობები (იცინის). 
 – ამბობენ, რომ  ამ წელს ახალი სიყვარულიც გეწვია.
– ახალი სიყვარული ნამდვილად ვიპოვე.  ძალიან საინტერესო ადამიანია.  ვინაობა არ მკითხოთ, მაინც არ გეტყვით, რამდენჯერაც  ხმამაღლა ვთქვი ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ, იმდენჯერ დავითარსე. ამიტომ, გადავწყვიტე, საიდუმლოდ შევინახო ეს ამბავი. პირველად დავეთანხმე შოთა რუსთაველს, რომ „სიყვარულსა მალვა უნდა”. არ არის საჭირო, შარაზე გამოდო შენი სიყვარულის ამბავი. ახლა არ მითხრათ, თქვენს სტუმრებს  თავიანთი სიყვარულის ისტორიებს რატომ  ეკითხებიო. ვეკითხები,  ბატონო, თუ არ უნდათ, ნუ მეტყვიან!
– წინასწარმეტყველის ნათქვამი აგიხდა, რომელმაც ეთერში გითხრა, რომ შეყვარებული იყავი და ბავშვს ელოდებოდი?
– ეს ისტორია იქამდეც იყო, სანამ ამის შესახებ ჩემი ნათელმხილველი სტუმარი რაიმეს მეტყოდა. ჩვენ ერთმანეთს ვიცნობდით და მინდა, გითხრათ, მის მიმართ ემოციები პირველი დანახვისთანავე გამიჩნდა. დიდხანს ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა მის მიმართ რას ვგრძნობდი, მაგრამ არ ვუთხარი. ჩემი ქმედებებით ვუმტკიცებდი, რომ მიყვარდა. ახლაც ასე ვარ.  შემიძლია, მივართვა ყვავილები,  გავუგზავნო საჩუქარი, ტელეფონზე საუბრის დროს, უცებ ვრეკავ ზარს და ის აღმოაჩენს, რომ მე ვარ! პატარა-პატარა სიურპრიზები გამომდის.
– სულ ამბობდი, რომ არც სიყვარულისთვის იყავი მზად და არც ოჯახის შექმნისთვის. ახლა რა შეიცვალა?
–  ვინ გითხრათ, რომ ოჯახის შექმნას ვაპირებ?  როცა ამას ვამბობდი, ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში უკვე არსებობდა.  უბრალოდ, არ მიმაჩნია, რომ დაოჯახება აუცილებლობაა,  როცა გიყვარს. სიყვარული ასეც ლამაზია. მე ასეც ბედნიერი ვარ. მან იცის, რომ კიდევ ცოლის მოყვანა, არ მინდა. მე მიყვარს განმარტოება.   არ მიყვარს, როცა ვინმე მაწუხებს და სიმშვიდეს მირღვევს. ცოლი კი ამას უპირობოდ აკეთებს. ის მოდის ჩემთან სტუმრად. ჩემს ახალ   სახლში სულ ხალხმრავლობაა – შვილები, შვილიშვილები, და, ძმა, მათი შვილები... სულ  მოდიან ჩემთან. ასე, მათი  სტუმრად მოსვლა მიყვარს, მაგრამ სულ ჩემთან ვინმეს ცხოვრება – არა! 
– ამ დიდ სახლში შენი რჩეულისთვის ერთი კუნჭული ვერ იპოვე?
–  მას ჩემს  გულში ეკუთვნის თავისი კუნჭული, სახლში აღარ არის საჭირო.  თან, ჩემზე კარგად ცხოვრობს და სულ არ სჭირდება ჩემი კუნჭულები (იცინის). რაც შეეხება ხმებს, რომ შვილს ველოდები, ეს მართალი არაა. ნათელმხილველმა რომ მითხრა, შვილი გეყოლებაო, ამაზე სერიოზულად დავფიქრდი.  ძალიან მომინდა პატარა ბავშვი. გადავწყვიტე, მოდი, ამ სიბერეში, ერთ შვილსაც გავაჩენ-მეთქი. თან, მითხრეს, ბიჭი გეყოლებაო. ორი გოგოს მამა ვარ და წარმოიდგინე, ამ სიბერეში ბიჭის მამა რომ ხდები! წარმოვიდგინე ყველაფერი, რაც შვილთან შეიძლება, ყოფილიყო დაკავშირებული. არ მომეწონა, როცა წამოვიდგინე, როგორ ტირის ღამ-ღამობით, როგორ სტკივდება მუცელი... როგორ ვნერვიულობ იმის გამო, რომ  სკოლაში წავიდა და სწავლაში ზარმაცი აღმოჩნდა... ვატარებ სპორტზე და რაღაც იტკინა. მერე წამოიზარდა, თინეიჯერი ღამით სახლში არ მოდის, მე კი ვდგავარ ფანჯარასთან და მას ველოდები. იმის მიუხედავად, რომ ლიბერალი მამა ვარ და ვიყავი ჩემს გოგოებთან, რომლებიც პრობლემებს არასდროს მიქმნიდნენ, ამ ასაკში, ამ  ყველაფრის წარმოდგენა იოლი არ იყო. ისე დავიღალე ამ ფიქრით, შვილი აღარ მომინდა. მივხვდი, რომ ყველაფერს თავისი ასაკი აქვს და შვილისთვის უკვე დავბერდი.  როცა ჩემი გოგონები დაიბადნენ, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. ორივე გოგონა სხვადასხვა ცოლისგან მყავს, მაგრამ ისე უყვართ ერთმანეთი, გიჟდებიან. მახსოვს,  ერთ დღეს, დილით  სკოლაში წასასვლელად ემზადებოდენენ, ჟღურტულებდნენ ბავშვები თავისთვის და უცებ ვუთხარი: მოდი, დღეს სკოლაში არ წახვიდეთ, გააცდინეთ, მშვენივრად ერთობით-მეთქი.  ჩემი ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, საოცარი გოგონები გაიზარდნენ. არ მახსოვს ოდესმე მეთქვას,  სახლში მოსვლა არ დაგაგვიანდეთ-მეთქი. საღამოს 9 საათზე სახლში იყვნენ.  პირიქით, ვეუბნებოდი, ან კლუბში წასვლა არ გინდათ, ან მეგობრებთან... არ მქონია ლექსიკონში სიტყვები: სად ხართ? როდის მოხვალთ? 42 წლის ვიყავი, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე. იმ დროს ჩემი უმცროსი შვილი ჟურნალისტიკის ფაკულეტზე სწავლობდა.  დრო არ მქონდა და საღამოობით ნინო  კონსპექტებს მიბეჭდავდა, ხმამაღლა მიკითხავადა, რომ მესწავლა. ერთ დღეს ნინოს დღიური ვიპოვე და რა თქმა უნდა, წავიკითხე. იმის მიუხეადავად, რომ ძალიან ვენდობოდი შვილებს, ჩუმ-ჩუმად მაინც ვამოწმებდი ხოლმე.  ნინო თავის დღიურში  წერდა: ნეტავ, რა დავუშავე მამაჩემს ასეთი, რომ ასე ვძულვარ. 24 საათი ვზივარ, ვწერ და ვკითხულობო. გვიან მიხვდა, რომ თვითონაც ჩემთან ერთად სწავლობდა ფილოსოფიას და მისი „ტანჯვა” არ იყო ჩემი მიზანი (იცინის). ძალიან უცნაური იყო ჩემთვის ის პერიოდი, როცა გოგონები გათხოვდნენ. კი არ განვიცადე, არა! ახალი ნათესავების, სიძეების გაცნობისა და გადაპატიჟება-გადმოპატიჟების ამბავი არ მხიბლავდა. ამიტომ, რამდენჯერაც ასეთ  შეხვედრაზე მოვხვდი, ვიპარებოდი და მერე გოგონებს მოვუბოდიშებდი ხოლმე (იცინის).
– ბოლო პერიოდში  გადაცემაში განსაკუთრებით  ბევრი ნათელმხილველი გყავდა სტუმრად. მათთან ურთიერთობა  წარსულში ხომ არ გაბრუნებს?  წლების წინ თავადაც იყავი  დაკავებული ნათელმხილველობით. 
–  წლების წინ, როცა მე ვწინასწარმეტყველებდი, არც კი ვიცოდი, რას ვლაპარაკობდი. სახეში ვუყურებდი ადამიანს და თავისით მოდიოდა სიტყვები. ეტყობა, მე თან დამყვა ადამიანების შეცნობის ნიჭი, რაც მაძლევდა საშუალებას, მეწინასწარმეტყველა მათთვის მომავალი.  ქუჩაში  ვაჩერებდი  უცნობ ადამიანებს და ვუყვებიდი მათ ამბავს – რა უჭირდათ, სად მიდიოდნენ, რაზე ფიქრობდნენ. ასე გავაჩერე ერთი ჟურნალისტი. მე არ ვიცოდი, რომ ის ჟურნალისტი იყო, რომელმაც მერე მომიძღვნა სტატია სათაურით: „შოლ პა გოროდუ ვალშებნიკ (იცინის). ახლაც კი, როცა ადამიანს ვუყურებ, ვხედავ, ის  ბედნიერი იქნება თუ უბედური. გზა გექნება, სიყვარული მოდის და უბედურება გელის – ჩემზე არ მოქმედებს, რაც არ უნდა „ტიტულოვანი” ნათელმხილველი მეუბმნებოდეს ამას. ანდა, როცა მეტყვიან ხოლმე, დარდიანი გული გაქვსო, არ  მაქვს ეს დარდიანი გული და რა ვქნა?!
– ახალ წელს პირველად ხვდები ახალ სახლში. ალბათ, განსაკუთრებული სამზადისი გექნება.
–  არა, ახალ წელს საერთოდ არ ვიქნები თბილისში. ისრაელში მივდივარ გადაღებაზე.  ეზოში უკვე  მაქვს ნაძვის ხე, რომელსაც ჩემი მეგობრები მორთვავენ. ახალ წელს ჩემი მუდმივი ტრადიცია იყო და ამას არ ვარღევდი – ახალი წლის ღამის მარტო შეხვედრა.  სახლიდან ვუშვებდი ყველას, ვიყიდდი მზესუმზირის რამდენიმე კოლოფს და მთელ ღამეს ვატარებდი მზესუმზირის კნატუნში, ტელევიზორთან. დილით მოდიოდა ჩემი უცვლელი მეკვლე  – ნანა პატარკაციშვილი,  რომელიც უკვე დიდი ხანია, ჩემი მეკვლეა – 15 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ჩემს სახლში მეკვლედ შვიდჯერ შემოდის:  ბარბარობას, 25 დეკემბერს, ახალ წელს, ბედობას, 7 იანვარს, მერე  ძველით ახალ წელს და ძველი სტილით ბედობას.  შემოყრის  ნანა   ბრინჯს, ტკბილეულს,  ძალიან კარგი ფეხი აქვს. ამიტომაცაა, რომ უკვე დიდი ხანია, არ  ვცვლი (იცინის)
– თავად ვისი მეკვლე ხარ?
– ახალ წელს არავისი. ისე, კარგი ფეხი მაქვს. როცა ვინმესთან პირველად მივდივარ, პური და შაქარი მიმაქვს. ვის სახლშიც ფეხი დავადგი, ყველა ბედნიერია. პური და შაქარი ბარაქის ნიშანია. მე ასეთ რიტუალებს დიდ ყურადღებას ვაქცევ. მაგალითად,  ცოტა ხნის წინ  სიღარიბეს დავუდგი ძეგლი. ეს ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო ისტორიაა.  მთელი ცხოვრება  ვოცნებობდი, პატარა, ვერცხლის  რგოლზე. როცა პატარა ვიყავი, ბაბუაჩემი ჯართში მუშაობდა. იქ აკეთებდნენ თითბრის ბეჭდებს. პატარა თითი მქონდა, გამიკეთეს პაწაწუნა „კალიცო”, რომელიც ცოტა ხანს ვატარე და დავკარგე. მას მერე, სულ მინდოდა  რგოლი. ოქროსი გამორიცხული იყო. სად მქონდა ოქრო და დავიწყე ვერცხლის შეგროვება. ბებიაჩემს ერთი ცალი საყურე ჰქონდა, ერთი გრამიც არ იყო. ყველას ვთხოვდი, ცოტა ვერცხლი ხომ არ გაქვთ-მეთქი? მერე ჩემი ამხანაგის დედამ მომცა ვერცხლის პატარა ნაჭერი,  დეიდამ კიდევ ერთი საყურე. ასე ვაკოწიწებდი ვერცხლს, რომელიც „კალიცოდ” ვერ ვაქციე, რადგან ოქრომჭედელმა ხელობაში 25 მანეთი მთხოვა, რომელიც მაშინ არ მქონდა. ეს ვერცხლი შენახული მქონდა  პატარა ტომარაში, რომელიც  ახალ სახლში გადმოსვლისას  ვიპოვე.  დავხედე და მთელი ჩემი  ბავშვობა თვალწინ დამიდგა.   თვალებში ცრემლი მომერია,  ყველაფერი გამახსენდა –  ჩემი ოცნებები, წარსული,  სიღარიბე.   გადავწყვიტე, ძეგლი დამედგა   ჩემი სიღარიბისთვის  -  ეს ვერცხლი მივიტანე ოქრომჭედელთან,  დავადნეთ,  ჩავსვით ოქროში,  გავუკეთეთ ბრილიანტის თვლები. ეს არის ჩემი სიღარიბის ძეგლი და ნიშანი იმის, რომ არასდროს მავიწყდება ჩემი წარსული – ის, თუ საიდან მოვდივარ. ეს არის ჩემი წარმატების პირველი პუნქტი.

скачать dle 11.3