კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საერთო ცოლის გამო ქმრებმა ერთმანეთი დახოცეს #51

მკვლელობის მცდელობისთვის ემზარ ს-შვილი  ციხეში 5 წელს, ხოლო დანაშაულის პროვოცირებისთვის, მისი ცოლი  ირმა  ე-შვილი – 2 წელს გაატარებენ. ქმარი ცოლის დაცვისთვის გახდა პატიმარი. მის გამო სრულიად უცნობი გოგიტა ნ-ძე  ბარძაყსა და გულ-მკერდში  დაჭრა, რომელიც, მძიმე დაზიანების მიუხედავად, გადარჩა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ დაზარალებული პატიმრის დაცვას ყველა ხერხით ცდილობდა. მომხდარში ის ირმა ე-შვილს ადანაშაულებდა. ქალს, რომელიც წარსულში მისი ცოლიც იყო...
როგორც გამოძიებით  დადგინდა,  კაცებმა 26 წლის ირმა ე-შვილი  ვერ გაიყვეს, მაგრამ დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ „ჩხუბის ობიექტი” აღმოჩნდა, რის გამოც მათი პროვოცირებისთვის, თავადაც დაისაჯა. თუმცა, მთავარი, ალბათ, მაინც ის გარემოებაა, რომ სხვადასხვა დროს ირმა ე-შვილი ორივე მათგანის ცოლი იყო, რის შესახებაც მათ მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთთან დაპირისპირების შემდეგ შეიტყვეს. სწორედ ამიტომ მოხდა, რომ ისინი პროცესზე ერთმანეთს კბილებით იცავდნენ,  ბრალს კი ქალს სდებდნენ. მაგრამ, რადგან სახეზე იყო დანაშაულის იარაღი, ანუ დანა, რომლითაც ჩაიდინეს დანაშაული, სასამართლომ ემზარ ს-შვილი არ გაათავისუფლა და ხუთი  წელი მიუსაჯა.  
დამალული პირველი ქორწინება
ირმა ე-შვილი  თავის დროზე 4 წლით უფროს დევნილზე, გოგიტა ნ-ძეზე იყო გათხოვილი. მათი ქორწინება რომ უიღბლო იქნებოდა, თავიდანვე ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგიტას მშობლები მოსკოვში ცხოვრობდნენ, ოჯახებს ერთმანეთის დანახვა არ უნდოდათ. მიზეზი გოგიტა იყო, რომელსაც სამართალდამცველებთან პრობლემები ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაეწყო. თუმცა, ირმას ის მაინც უყვარდა. მისი ცხოვრების წესიც მოსწონდა და მშობლებისგან მალულად, ცოლად  გაჰყვა. თუმცა, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, მშობლებმა შვილი სახლში  დააბრუნეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ მისი გათხოვება-გამოთხოვების ამბავი  არავის გაეგო. ჭორების თავიდან აცილებას, პრინციპში, მიაღწიეს კიდეც, რადგან გოგიტა მოსკოვში დედ-მამასთან დაბრუნდა და ამით ყველაფერი თავისთავად მოგვარდა. თუმცა, ფაქტი, რომ გოგიტა და ირმა შეუღლდნენ, უდავო იყო, მაგრამ ეს ამბავი მხოლოდ ძალიან ვიწრო წრემ – ირმას მშობლებმა და ბიძებმა იცოდნენ. სწორედ ამიტომ, როდესაც 21 წლის ასკში ირმა მეორედ გათხოვდა, მეორე ქმრის ოჯახს ამაზე წარმოდგენა არ ჰქონდა. ერთადერთი, ირმას ქმარმა ემზარ ს-შვილმა  იცოდა, რომ ირმა წარსულში ვიღაცას უყვარდა, რომელმაც მოიტაცა და მათ შორის „რაღაც მოხდა”. გასაგები მიზეზების გამო სიღრმეებით აღარ დაინტერესებულა. ანუ, ფაქტი, რომ ორი კვირის განმავლობაში ირმას სხვისი ცოლი ერქვა, მანაც არ იცოდა.
ცოლქმრული ღალატის
საბედისწერო შედეგი
როგორც გამოძიებით ირკვევა, ირმას პირველი ქმრის მიმართ კვლავ ჰქონდა ინტერესი და გათხოვების მიუხედავად, გოგიტა ნ-ძეს  ყველგან ეძებდა. ჩვენებებში ის თავად წერს, რომ მოსკოვში, გოგიტას მეგობარი მოძებნა და ყოფილ ქმარს მისი დახმარებით მიაგნო.  გოგიტა დროდადრო თბილისში  ჩამოდიოდა. ირმა  ე-შვილმა ყოფილი ქმარი ინტერნეტის მეშვეობით იპოვა და  თბილისში ჩამოსვლის შემთხვევაში, შეხვედრა სთხოვა. ამის შესახებ როგორც გოგიტას, ასევე, ირმას  საერთო  მეგობრისთვისაც იყო  ცნობილი, რომელიც მონაწილეობდა გოგიტასა და ირმას ხელახლა დაახლოებაში.  მისი ჩვენების მიხედვით, როდესაც გოგიტა ნ-ძე თბილისში დაბრუნდა, მან არ იცოდა, რომ მისი ყოფილი ცოლი მეორედ გათხოვდა – ქალი ამის შესახებ ინფორმაციას მალავდა.  საქმის მასალებით, გოგიტა ნ-ძე  თბილისში ისე დაბრუნდა, არ იცოდა, რომ ირმა გათხოვილი იყო, რადგან ყოფილმა ცოლმა გათხოვების ამბავი მასაც დაუმალა. ამ ფაქტს, თავად ირმა ე-შვილიც ადასტურებს. ჩვენებაში წერს, რომ მას მეორე ქმართან გაყრა და პირველთან შერიგება ჰქონდა გადაწყვეტილი. მაგრამ, ვერ გათვალა, რომ გოგიტა მის გამო მოსკოვიდან ასე მალე დაბრუნდებოდა...
თბილისში დაბრუნებულ ყოფილ ქმარს კი, როგორც თავად ირმა ამბობს, მის ბინაში შეხვდა და მოატყუა, რომ საცხოვრებლად ნათესავთან გადავიდა. ამიტომ, სთხოვა, იმ ბინაში არ მომაკითხოო. დაახლოებით ერთ კვირაში ისევ სახლში დაბრუნდებოდა და ყველაფერი დალაგდებოდა. მაგრამ, ამ შეხვედრებიდან ორ კვირაში, ირმას ქმრებს შორის ინციდენტი მოხდა, რაც კინაღამ მკვლელობით დასრულდა.
საქმე ისაა, რომ გოგიტას და ირმას შეხვედრებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. ირმა ჩვენებაში წერს, რომ მოსკოვში წასვლას აპირებდა და დარწმუნებული იყო, რომ ქმარი გაყრაზე უარს არ ეტყოდა, რადგან გრძნობდა, არც მას უყვარდა. ამიტომ, ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდებოდა. თუმცა, ერთ დღეს, როგორც მოსალოდნელი იყო, გოგიტამ ყოფილ ცოლს „ნათესავის” ბინასთან მოულოდნელად მიაკითხა, რა დროსაც  ყოფილი ცოლი ვიღაც კაცთან ერთად არცთუ სასიამოვნო სიტუაციაში ნახა – კაცს ის ხელგადახვეული მოჰყავდა. ამის გამო გოგიტა მათკენ წავიდა, წინ გადაუდგა წყვილს და სრულიად უცნობ მამაკაცს ჩვეული, კრიმინალური ტონით ახსნა-განმარტება მოსთხოვა...
საბრალდებო დასკვნის თანახმად, ნასვამმა გოგიტა ნ-ძემ, რომელმაც ყოფილი ცოლი უცხო მამაკაცთან შენიშნა, სიტუაციის გარკვევის მიზნით, მისთვის უცნობ მამაკაცს ქუჩაში წინ გადაუდგა და სთხოვდა, აეხსნა რა აკავშირებდა მის თანმხლებ გოგონასთან, რომელიც მისი ყოფილი ცოლი იყო. ემზარ ს-შვილმა  თავიდან პასუხი არ გასცა. იფიქრა, რომ ნასვამ უცნობ მამაკაცს რაღაც ეშლებოდა. მაგრამ, რადგან უცნობი მისი ცოლის წაყვანას ცდილობდა, ემზარ ს-შვილმა, რომელმაც კონფლიქტის დროს თავადაც მიიღო სხეულის დაზიანებები, მისთვის უცნობი მამაკაცი დანით ბარძაყისა და გულმკერდის არეში დაჭრა...
ყველაზე საინტერესო კი ის გარემოებაა, რომ ირმა ე-შვილმა ინციდენტის დროს  თავი ისე დაიჭირა, თითქოს ქუჩაში შემხვედრს არ იცნობდა. ამიტომ, როცა ქმარმა დაჭრილი მიატოვა, ისიც თან გაჰყვა...
ცხადია, საბოლოოდ, ყველაფერი გაირკვა და დადგინდა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი მხოლოდ ირმა იყო. ის კი თავს იმით იმართლებდა, რომ  მეორე ქმარს საყვარელი ჰყავდა და ამიტომაც მოექცა მას ასე. თუმცა, თავის მართლებამ არ გაჭრა – როგორც დანაშაულის წამქეზებელს, გამოძიებამ ბრალი მასაც დასდო და 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რაც მოგვიანებით, პირობითი მსჯავრით  შეეცვალა.
რაც შეეხება მის ყოფილ ქმრებს, კაცებმა ერთმანეთს სოლიდარობა გამოუცხადეს და მაქსიმალურად ცდილობდნენ, ერთმანეთი დაეცვათ. მაგრამ,  რადგან ემზარ ს-შვილმა  მის მიერ დაჭრილი მამაკაცი  განსაცდელში მიატოვა, მკვლელობის მცდელობისთვის, ხუთი  წლით პატიმრობა მიესაჯა.

скачать dle 11.3