კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ქართველი ცოლ-ქმარი, ვისთან თანამშრომლობასაც მსოფლიოში ცნობილი მომღერლები, მუსიკოსები ითხოვენ და როგორ იქცნენ ისინი ლოს-ანჯელესში სხვებისთვის შთაგონების წყაროდ #51

დავით სვანიძე, იგივე რადარა, წლების განმავლობაში საქართველოში საკმაოდ წარმატებული მუსიკოსი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკალური პროდიუსერი იყო. მას რამდენიმე წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული, მისი მუსიკა კი არაერთ ფილმში და რეკლამაშია გამოყენებული. რადარას მეუღლე, ასევე წარმატებული მომღერალი, მუსიკოსი თინათინ შურღაიაა, რომელთან ერთადაც ის უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ჯერ კიდევ წლების წინ ორი ნიჭიერი მომღერლის ტანდები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. დღეს მათ უკვე შეძლეს ამერიკის მუსიკალურ სფეროში საკმაოდ წარმატებული, საკუთარი საქმის პროფესიონალთა მოხიბვლა.
რადარა: „რადარა“ ჩემმა მეგობარმა შემარქვა – რადარივით ვიჭერ ფიქრებსა და აზრებს. ინტუიციის გრძნობაც გამძაფრებული მაქვს. თინეიჯერობის ასაკში „ნირვანას“ რომ მოვუსმინე, მაშინ გადავწყვიტე, მუსიკოსი გავმხდარიყავი. შვიდსიმიანი გიტარა ექვსსიმიანად გადავაკეთე და დავიწყე მუსიკის წერა. გარდა ამისა, ვუსმენდი ქართულ სიმღერებს, ქართულ ჯგუფებს. შემდეგ გავიცანი ჩემი მომავალი მეგობარი, გიორგი გიორგანაშვილი – ბახალა, რომელმაც თავის კონცერტზე დამპატიჟა. ერთი წლის თავზე, ანუ 1999 წელს, ჩემი ჯგუფი მყავდა, რომელსაც ერქვა „ვირუსი“. იმ დროს აქტუალურ მუსიკას ვუკრავდით,  ბევრი კონცერტი გვქონდა. 2000 წელს გავიცანი ნიკა კოჩაროვი და გავაკეთეთ ჯგუფი Young Georgian Lolitaz და დაიწყო ჩვენი აქტიური მუსიკალური მოღვაწეობა. როგორც კი გიტარა ავიღე ხელში, მაშინვე დავწერე პირველი სიმღერა და მას შემდეგ სულ ვწერ. ასევე, შევისწავლე ის პროგრამები, რაც მჭირდებოდა, გავხდი მუსიკალური პროდიუსერი და აბსოლუტურად ყველაფერს მე ვაკეთებდი ჩემი სიმღერებისთვის. Young Georgian Lolitaz-ში ბასგიტარაზე ვუკრავდი, გარდა ამისა, ჩემი დაწერილი რამდენიმე სიმღერა ჩვენს ალბომში შევიდა.
– შენი მეუღლე, ასევე, ძალიან წარმატებული მუსიკოსია. როგორ გაიცანით ერთმანეთი?
თინათინ შურღაია: ერთმანეთი წლების წინ გავიცანით ძაღლების თავშესაფარში. იქ შაბათ-კვირას ძაღლების გასასეირნებლად დავდიოდით. ურთიერთობის აწყობა ძალიან მარტივი იყო, რადგან ბევრი საერთო ინტერესი გვქონდა. Woods უკვე გაკეთებული მქონდა და იმ ეტაპზე ვიყავი, განვითარება რომ მინდოდა. რადარამ შემომთავაზა: რამდენიმე თრეკი მაქვს, რომელზეც მე ვწერ სიტყვებს, მელოდიის ხაზს და თუ დაგაინტერესებს, გამოგიგზავნიო. გამომიგზავნა და ამ ყველაფერს მოჰყვა მერე „მელანქოლია,“  სხვა თრეკები. რაც შეეხება პირად ურთიერთობას, გაცნობიდან 4 თვეში გადავედით ერთად საცხოვრებლად. 4 წელია, ერთად ვართ, თუმცა, ცოტა ხნის წინ დავქორწინდით.
რადარა: ერთად გავაკეთეთ მნიშვნელოვანი პროექტი, კარგი ჯგუფი შევკრიბეთ. ბევრი კონცერტი გვქონდა და ბევრი მსმენელი შემოვიკრიბეთ. თუმცა, ცოტა რთულია, ორი კრეატიულად მოაზროვნე ადამიანი ერთად რომ მუშაობს. ვკამათობთ, იძაბება კიდეც სიტუაცია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ერთი მიზანია გვაქვს: საუკეთესო შედეგი მივიღოთ.
თინათინი: ოჯახურ ცხოვრებაში არასდროს ვკამათობთ, მაგრამ სიმღერის დაწერისას სისხლისღვრამდე მივდივართ. თუმცა,  სიმღერა რომ დამთავრდება, მერე საკამათოც არაფერია. ერთად რომ დავიწყეთ ცხოვრება, რადარამ პირველი პირობა, რაც მომცა,  იყო: რომ ჩვენ წავალთ ამერიკაში და ყველა იმ ფესტივალს ვნახავთ, რაც გვაინტერესებს და გვინდაო. მართლაც, წამოვედით და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, ჩვენი ოცნება აგვესრულებინა.
რადარა: ეს ერთი წელი იყო სასწაული, წარმოუდგენელი. იმას გარდა, რომ ბევრი მომღერალი გავიცანით, ბევრ ისეთ ჯგუფს მოვუსმინეთ, ვის მოსმენაზეც ვოცნებობდით, ასევე ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გავიგეთ – როგორ მუშაობენ კოლაბორაციაში; როგორ მუშაობენ პროდიუსერები მომღერლებთან და ასე შემდეგ. ძირითადად  ლოს-ანჯელესში ვცხოვრობდით და ისე მოხდა, ჩვენდა უნებურად, ჩვენი მუსიკით ამერიკელი მუსიკოსებიც შთავაგონეთ. მათ ძალიან მოსწონთ თინათინის სენსიტიური და ამაღელვებელი ხმა. მე და თინათინი ლაივში  რომ ვუკრავთ ხოლმე, ძალიან ბევრი ადამიანი იხიბლება. რაც მთავარია, ამ ერთ წელიწადში ფანტასტიკური მუსიკოსებისა და მუსიკალური ინდუსტრიის მრავალი წარმომადგენლის გაცნობა მოვახერხეთ.
თინათინი: მათთან რომ ვსაუბრობდით, ძალიან ბევრს რადარა თავად აძლევდა რჩევებს. ბევრ მუსიკოსთან იმუშავა და ისე დააინტერესა, რომ, როდესაც ჯემსეიშენებზე მივდიოდით,  სთხოვდნენ: იქნებ კოლაბორაცია გავაკეთოთ, იქნებ დამიპროდიუსერო, იქნებ რაღაც გამიკეთოო და საბოლოოდ, ამან იქამდე მიგვიყვანა,  ძალიან ცნობილ პროდიუსერთან ვიმუშავეთ.
რადარა: ჰაი კლასის პროდიუსერთან, რომელთან მუშაობაც ნამდვილი ოცნებაა. რაღაცეებს შენით რომ სწავლობ, სხვადასხვანაირი ხერხები იცი და ეს აინტერესებთ. გარდა ამისა, ბეგრაუნდიც აინტერესებდათ, ისეთ ისტორიებს ვყვებოდი – 90-იან წლებში ჩვენთან რაც ხდებოდა, მათთვის ეგზოტიკურები ვიყავით. რაც შეეხება პროდიუსერს, ვისთანაც ვიმუშავეთ, ეს არის ედრიენ გონსალესი, იგივე AAG. ჩემსავით ისიც მუსიკალური პროდიუსერი და „სონგვრაიტერია“. ამიტომ, ძალიან ბევრი საერთო გვაქვს.  მისი მუსიკალური კარიერა პიკშია – არაჩვეულებრივი ალბომი გამოუშვა თავის ბენდთან – The Rescues ერთად. ძალიან მაგარი შემსრულებლების პერსონალური მუსიკალური პროდიუსერია და ასევე, ფილმებისთვის, სატელევიზიო სერიალებისთვის წერს მუსიკას. ეს სერიალებია: Leftovers, Grey’s Anatomy, Empire, Marco Polo, Vampire Diaries; ფილმები კი – The last witch hunter, See Of Trees, Goliath.
თინათინი: მისი ჯგუფის The Rescues კონცერტზე, ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ პოპულარულ კლუბში გავიცანით. მუსიკალურ ინდუსტრიაში ცნობილმა ქალბატონმა დაგვპატიჟა, რომელიც ჩვენი მუსიკითაა დაინტერესებული. დახურული კონცერტი იყო – მხოლოდ ამ ინდუსტირაში ცნობილი და კომპეტენტური ადამიანებისთვის, სხვადასხვა ლეიბლების წარმომადგენლებისთვის. დაახლოებით, 50 კაცი ესწრებოდა. მოვიხიბლეთ ედრიენის მუსიკით, ენერგიით და კონცერტის მერე იმ ქალბატონს ვთხოვეთ, წარვედგინეთ მისთვის.
რადარა: ბექსტეიჯში შეგვიყვანეს, ედრიენი გაგვაცნეს, რომელიც მაშინვე მოიხიბლა ჩვენით. ჩვენც არ მოგვერიდა და ვუთხარით: თუ შეიძლება, გიმღერებთო. არ უთქვამს უარი. მე დავუკარი, თინათინმა იმღერა. ძალიან მოეწონა, უფრო მეტად გაიხსნა და დამოკიდებულება შეეცვალა ჩვენ მიმართ. მერე თავისთან დაგვპატიჟა სახლში, რა თქმა უნდა, მივედით და იქ გვითხრა: თქვენთან მუშაობა მაინტერესებს, ერთი სინგლი გავაკეთოთო. გავაკეთეთ. იმდენად მოეწონა ჩვენთან მუშაობა, რომ გადაწყვიტა, კიდევ 4 სიმღერა გაგვეკეთებინა და მთლიანი „იპი“ ჩაგვეწერა. ჩავწერეთ მთლიანი „იპი“ და ეს არის სამი ადამიანის ერთობლივი ნაფიქრი, განცდები, ორი კულტურის ნაზავი. ედრიენთან მუშაობით, მუსიკის ერთობლივი წერით, მუსიკალური „პროდაქშენის“ ერთად კეთებით, უზარმაზარი გამოცდილება მივიღე. უზომოდ საინტერესო იყო ერთმანეთისთვის მუსიკის გაზიარება, კამათი, ურთიერთდათმობა და საბოლოოდ, ძალიან საინტერესო შედეგი მივიღეთ. ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება მაძლევს იმის თამამად თქმის უფლებას, რომ, როდესაც მას საზოგადოებას წარვუდგენთ, ეს იქნება ნამდვილი „აფეთქება“. ახლა ვიდეოს ვიღებთ და დაახლოებით 3-4 თვეში შეძლებს საზოგადოება ნახოს და მოისმინოს ჩვენი ახალი მუსიკა. ერთი-ორი რეპეტიცია გვქონდა აქაურ მუსიკოსებთან ერთად. ძალიან მაგარი ინსტრუმენტალისტები გვყავს ჯგუფში და როგორც კი ჩვენი ალბომი გამოვა, მაშინვე დავიწყებთ ლაივ-კონცერტების გაკეთებას. რაც მთავარია, ედრიენთან ვაპირებთ თანამშრომლობას. ახლა თავის პროექტზე მუშაობს და მთხოვა, დამიპროდიუსერე ჩემი ჯგუფის სამი თრეკიო.
– ვისთან იმუშავეთ კიდევ?
თინათინი: რეიჩელ იამაგატასთან. მის კონცერტზე ვიყავით, უზარმაზარი საკონცერტო დარბაზი იყო სავსე. აქ ძალიან პოპულარულია „საიდუმლო ლაივების“ მოწყობა. ანუ, ორი საათით ადრე აანონსებენ კონცერტს და თუ მოასწრებ, იყიდი ბილეთს. მის კონცერტზე მე ცრემლები მომდიოდა, რადარა იატაკზე ეგდო, ძლივს ვასულიერებდით. საოცარი იყო. ბოლოს გადავწყვიტეთ, ბექსტეიჯში შევსულიყავით  და გაგვეცნო. ძალიან დაინტერესდა ჩვენით. სასმელი შემოგვთავაზა. დავრჩით, დავილაპარაკეთ, მერე რეიჩელმა: სიმღერა მინდაო. რადარამ, რა სიმღერა გინდაო და დაუკრა, მან კი იმღერა. გაგიჟდა რადარაზე. უთხრა: ალბომზე ვმუშაობ, სტუდიაში მოდი, სიმღერა მაქვს და მინდა, შენ გააკეთო პროდიუსინგიო. რა თქმა უნდა, გაუკეთა და ეს ალბომი 2017 წლის მარტში გამოდის.

скачать dle 11.3