კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები #51

არ მინდა, ორჯერ განათხოვარი ქალის სახელი მქონდეს და ამიტომაც ვითმენ ყველაფერს
რომ ამბობდნენ, დედამთილმა დამინგრია ოჯახიო, ამ თემაზე მეცინებოდა. ვამბობდი, თუ ქმარს უყვარხარ, დედამ როგორ უნდა გადააყვაროს შენი თავი-მეთქი. ხომ გაგიგონიათ: ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო – სწორედ, ასე დამემართა. ადრე გავთხოვდი და შვილი გავაჩინე. შემდეგ მივხვდი, ეს ქორწინება, უბრალოდ, ვნებებზე იყო დაფუძნებული და არა – სიყვარულზე და მალევე გავშორდი ქმარს. მოვკიდე ჩემს შვილს ხელი და მშობლების სახლში დავბრუნდი. ნიკას მამაც პატარა იყო, ვერ აცნობიერებდა მამის ვალდებულებებს. არც ვამტყუნებ, თუ სათანადო ყურადღებას არ აქცევდა ბავშვს. ისე მოხდა, რომ მეორედ შევქმენი ოჯახი და ლაზარეს გავყევი ცოლად, რომელიც ჩემზე გაცილებით უფროსია ასაკით. ამ შემთხვევაში ყველაფერი გააზრებულად მოხდა – არც ის დამიმალია, რომ გათხოვილი ვიყავი და არც ის, რომ 8 წლის შვილი მყავდა, რომელსაც მამა ყურადღებას არ აქცევდა. ლაზარე საკმაოდ თბილი და საყვარელი ადამიანი აღმოჩნდა და თავი რომ დავანებოთ ჩემს განებივრებას, ნიკასაც ისე ექცეოდა, როგორც საკუთარ შვილს. პირველად რომ მითხრა, სკოლის კრებაზე მე წავალ, მაინც ბიჭია, თავმოყვარეა და დაინახონ, რომ მამა უდგას გვერდითო, ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა, კინაღამ ვიტირე. მოკლედ, მთელი ერთი წელი, ასეთ იდილიაში ვცხოვრობდით მე და ჩემი შვილი ჩემი მეორე ქმრის ხელში, სანამ დედამისი არ ჩამოვიდა სოფლიდან. აი, მაშინ მივხვდი, რომ დედამთილი სხვა ფენომენია. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. ქალბატონი ლილის შემოსვლა იყო ოჯახში და სიტუაციაც აირია. ლაზარე აბსოლუტურად სხვა კაცად იქცა. დაიწყო ჩემი კონტროლი, ფულსაც გამოზოგილად მაძლევდა. თუ დალევდა, აპათოლოგებდა და ეჩვენებოდა, რომ ვიღაცეებს ჩუმად ველაპარაკები ტელეფონზე. მოკლედ, საქმე იქამდე მივიდა, რომ დედამისმა ჩემი ქმარი ისე განაწყო, თითქოს მათ ოჯახში ქონების გამო შევედი – შვილისთვის უზრუნველ მომავალს ვაწყობდი და ქმარსაც თავზე წამოვაჯექი. არ მინდოდა, რაიმე ზედმეტი მეთქვა დედამთილისთვის, ამით კიდევ უფრო დავძაბავდი სიტუაციას. არადა, პირში მიცინოდა და როგორც კი თვალს მივეფარებოდი, ეგრევე პუტუნს უწყებდა ლაზარეს: ხომ ხედავ, რისთვისაც შემოვიდა ჩვენს ოჯახში, შენ კი არ უყვარხარ-გიყენებს, რისთვის შრომობ და წვალობ, ვიღაცის ნაბიჭვარს რომ მოუწყო ცხოვრებაო. მოკლედ, ამომივიდა ყელში და ქმარს საკითხი დავუსვი: ან მე და ან დედაშენი-მეთქი. რომ მეგონა, შეგნებული ადამიანის ცოლი ვიყავი, გამომიცხადა: თუ გინდა, ჩემ გვერდით ცხოვრება და გათხოვილი ქალის სტატუსი, მაშინ დედაჩემიც უნდა აიტანო. ტყუილს არ ამბობს, მე ვეთანხმებიო. სიმართლე გითხრათ, ბევრი ვიფიქრე და გადაწყვეტილება გაბრაზებულ გულზე არ მივიღე. არ მინდა, ორჯერ განათხოვარი ქალის სახელი მქონდეს. ნიკაც პატარაა, ვერ ხვდება სიტუაციას. ლაზარე მამასავით უყვარს და ამიტომაც, ვიტან ყველაფერს. მეგობრებიც მეუბნებიან, შენი დედამთილი უკვე ასაკშია, ცალი ფეხი სამარეში აქვს და რასაც მოითმენ, მოიგებო. მეც ვეთანხმები მათ. ლაზარესთან მარტო რომ ვცხოვრობდი და დედამისი ჩვენს ურთიერთობაში ცხვირს არ ყოფდა, ნამდვილად ბედნიერი ვიყავი. მაგრამ, ალბათ, ეს ქართველი კაცების სენია, რომ დედის ენას აჰყვნენ და ცოლს გაემიჯნონ. ჩემი დედამთილიც, ცას ხომ არ გამოეკერება? მოვითმენ მის კაპრიზებს და ახირებებს. ვეცდები, ოჯახი მეორედ არ დავანგრიო.
მარიკა, 28 წლის.

скачать dle 11.3