კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

გიყვარს, თუ არა? #51

დარწმუნდით უკვე თქვენს გრძნობებში, თუ ჯერაც ვერ ჩამოყალიბებულხართ, გიყვართ თუ არა?! ქვემოთჩამოთვლილი „სიმპტომების” არსებობა ან არარსებობა, დაგეხმარებათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში. წაიკითხეთ, დაფიქრდით და გულახდილად უპასუხეთ შეკითხვებს. პასუხი უნდა იყოს: „დიახ“ ან „არა“.
შემდეგ ნახეთ შედეგები და „ვერდიქტსაც” წაიკითხავთ.
1. მის დანახვაზე მოუსვენრობა გიპყრობთ, იბნევით და არ იცით, რა თქვათ?
2. მის გვერდით თავდაჯერებულობა სადღაც გიქრებათ და ნერვიულობას იწყებთ?
3. როცა მასთან ერთად ხართ, მხოლოდ ერთი კითხვა გიტრიალებთ თავში: ნეტავ, როგორ გამოვიყურები?
4. მისი ნებისმიერი შეკითხვა გაბნევთ. გეშინიათ, რამე ისეთი არ თქვათ, რაც მას არ მოეწონება?
5. სხვებთან ძალიან თამამი ხართ, თავისუფლად ხუმრობთ, არ კომპლექსდებით... მასთან ამ ყველაფერს ვერ ახერხებთ.
6. მის გვერდით ვიღაც სხვა შენიშნეთ – ნერვიულობას იწყებთ, ერთიანად კანკალებთ, ეჭვიანობთ.
7. ყოველი საუბარი მასთან, თქვენი საგონებელში ჩავარდნის მიზეზი ხდება. ფიქრობთ, აანალიზებთ, თქვენ მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვას წონით.
8. გაქვთ განსაკუთრებული ტანსაცმელი, რომელსაც მხოლოდ მასთან შეხვედრისას იცვამთ.
9. თუ სადმე უცებ გადაეყრებით, ძალიან ნერვიულობთ, განიცდით, ფიქრობთ – ვაითუ, ამ ფორმაში არ მოვეწონო.
10. იზიარებთ მის ყველა მოსაზრებას ნებისმიერ საკითხზე და ყველაფერში ეთანხმებით.
11. ყოველთვის ყურადღებით უსმენთ. შეიძლება უხეიროდ ხუმრობდეს, მაგრამ მაინც იცინით. გააფთრებით იცავთ მას სხვების კრიტიკული აზრისგან.
12. შეიძლება, რაღაც სამოსი არ მოგწონდეთ, მაგრამ თუ ის გეტყვით, რომ გიხდებათ, აუცილებლად ჩაიცვამთ.
13. როგორც კი მას ხვდებით, უზომოდ ბედნიერი ხართ. მისი უნახავობა დეპრესიაში გაგდებთ.
14. მუდმივად ეკითხებით საკუთარ თავს: ნეტავი, უჩემოდ რას აკეთებს? ნეტავ, ვინმეს ხომ არ ხვდება? რაზე ფიქრობს, როცა ჩემს გვერდით არ არის?
ნახეთ შედეგები:
თუ პასუხების უმრავლესობა დადებითია, ანუ „დიახ,” დიაგნოზი სახეზეა – უზომოდ გიყვართ! ჭკუას კარგავთ სიყვარულისგან და ამ სიყვარულმა ლამის მთლიანად გადაგყლაპოთ. ცოტა გამოფხიზლდით, საკუთარ თავსაც მიაქციეთ ყურადღება. ბოლოს და ბოლოს, დააფრთხობთ თქვენი სიყვარულით.
თუ პასუხების უმრავლესობა არის „არა – გამოტყდით, რომ არ გიყვართ. თავს რატომ იტყუებთ? გგონიათ, ეს გამოგივათ? მასაც გააწვალებთ და საკუთარ თავსაც. ფინალი კი, მაინც დაშორება იქნება.

скачать dle 11.3