კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვიზიდოთ ფინანსები 2017 წელს #51

თუ ფულისა და მატერიალური კეთილდღეობის მოზიდვა გინდათ, უპირველესად საჭიროა, სწორად შეარჩიოთ  საფულე, ანუ ის ნივთი, რომელშიც ფულს შეინახავთ და გაუფრთხილდებით. ზუსტად უნდა იცოდეთ, რა ზომის, ფერისა და ფორმის საფულე გჭირდებათ, ფინანსების მოზიდვის მექანიზმი თქვენ საკეთილდღეოდ რომ ამუშავდეს. აუცილებელი პირობაა, ის თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ. სწორად შერჩეული საფულე თილისმის ძალას იღებს.
2017 წელს უპირატესობა ცეცხლის სტიქიის ფერებს მიანიჭეთ – წითელს, ცეცხლისფერს, ოქროსფერს, ნარინჯისფერს, ყვითელს ან ლურჯს. წელს ყველა ჩამოთვლილი ფერის საფულე წარმატებების მომტანია. თილისმად მონეტის საფულეში ტარება, ძალიან კარგია. 2017 წელი, ცეცხლოვანი სტიქიის წელიწადია, ამიტომ, აჯობებს ოქროსფერი, ნებისმიერი ქვეყნის მონეტის ტარება. ამ სახით მონეტა იზიდავს თავის მსგავს ფულს.
შემოგთავაზებთ თილისმებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელთა ტარება საფულით ან ჩანთით 2017 წელს, ფინანსურ კეთილდღეობას და მატერიალური შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს.
ვერძი – კარგია თუ საფულეში ჩადებთ პატარა ოქროს სამკაულს და მას მთელი წელი ატარებთ. ეს დაგეხმარებათ, მატერიალურად მოძლიერდეთ და შემოსავლების მხრივ მეტ წარმატებებს მიაღწიოთ.
კურო – ჩადეთ საფულეში პატარა, სპილოს გამოსახულებიანი ნივთი და ის თქვენს შემოსავლებს გააორმაგებს.
ტყუპები – ატარეთ ჩანთით ან საფულით გასაღები და ის იზრუნებს, რომ შემოსავალმა სტაბილური სახე მიიღოს.
კირჩხიბი – ატარეთ მთვარის გამოსახულება საფულით. ის იზრუნებს თქვენს მატერიალურ კეთილდღეობაზე.  უმჯობესია, ვერცხლისგან დამზადებული ნახევარმთვარის ნიშანი ატაროთ.
ლომი – 2017 წელს, ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა, ჩანთით ან საფულით უნდა ატაროს ქარვა და ეს თილისმა, ფინანსური წარმატების მომტანი გახდება.
ქალწული – ატარეთ ჩანთით ან საფულით თილისმად პატარა ბუს ფიგურა. სასურველია, ის ფრინველის ბუნებრივი ბუმბულით იყოს გაწყობილი.
სასწორი – ამ ნიშნით დაბადებულმა შემოსავლების გასაორმაგებლად, საფულით პატარა გული უნდა ატაროს. მნიშვნელობა არ აქვს, რა მასალისა და ფერის იქნება. ეს თილისმა იზრუნებს, რომ დამატებითი შემოსავლის წყარო გამონახოთ და ფინანსურად მოძლიერდეთ.
მორიელი – საფულით ან ჩანთით მალაქიტის ან მწვანე მინის ბაყაყის ფიგურა უნდა ატაროთ. ის დაგეხმარებათ საქმიან პარტნიორებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში. იმავდოულად, ფინანსურ წარმატებებსაც მოგიტანთ.
მშვილდოსანი – ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის ფინანსური წარმატებების მომტანი თილისმა იასპის ქვის სამკაულია. უმჯობესია, ის ატაროთ ჩანთით.
თხის რქა – ატარეთ საფულით პატარა კუს გამოსახულება და ეს მთელი წელი თქვენს შემოსავლებზე აგებს პასუხს. მისი წყალობით, მატერიალური შემოსავალი გაორმაგდება და ადვილად მიაღწევთ დასახულ მიზნებს პროფესიულ სფეროში.
მერწყული – წელს, მერწყულის თილისმა მინის ან ფაიფურის ანგელოზის ფიგურაა. ატარეთ ის თან და შემოსავლების მხრივ იღბლიანობაც მოიმატებს.
თევზები – ამ ნიშნით დაბადებულმა ჩანთით ან საფულით უნდა ატაროს პატარა ზღვის ნიჟარა. ეს თილისმა, ხელს შეუწყობს მატერიალური შემოსავლების დარეგულირებას და ეცდება, ამ მხრივ ეს წელი წარმატებული გახადოს.

скачать dle 11.3