კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (51)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ბერიას რა ტიტანური პროექტი გაანადგურა ხრუშჩოვმა და მისმა ბანდამ ერთი ხელის მოსმით #51

ლავრენტი ბერიასთვის წაყენებული ბრალდება ულტრანაციონალიზმში, დღეს, მისი ვერაგული მკვლელობიდან 63 წლის შემდეგ, ერთობ საინტერესოდ ჟღერს და ჩვენი მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს, თუ რას ედავებოდა ხრუშჩოვი და ბანდა მარშალ ბერიას იმ შორეულ, 1953 წელს... ისტორიკოსი ვადიმ კარასენკო წერს: „თავიდანვე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ბერიას ისეთი „ნაციონალისტური“ არაფერი ჩაუდენია, რაც თუნდაც იოტისოდენადაც კი ავნებდა საბჭოთა საქმეს. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, რომ ბერია თავის უმაღლეს ძალაუფლებას იყენებდა და საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის ინტერესს საბჭოთა კავშირის ინტერესს ამთხვევდა. მაგალითად, რა იყო იმაში ცუდი და დასაგმობი ან ანტისაბჭოური, თუკი დღის სინათლეს იხილავდა დიდი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მრავალტომეული, რომელიც 1953 წლისთვის უკვე სრულად იყო მზად და მის გამოცემას ბერიას სიკვდილმა შეუშალა ხელი. ეს უმაღლესი პოლიგრაფიული ტექნიკით შესრულებული 33-ტომეული ნაშრომის სასიგნალო ეგზემპლარები (სულ 20 კომპლექტი, 720 წიგნი) და მათი საბეჭდი მატრიცები უმოწყალოდ გაანადგურეს. ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი შალვა ნუცუბიძე კი, პირდაპირ მოკვეთეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ჩამოართვეს აკადემიკოსის წოდება. ეს ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ ქართველი აკადემიკოსი ლავრენტი ბერიას პატრონაჟით, დიდ ეროვნულ საქმეს აკეთებდა. ბერია კი ნაციონალიზმში იყო ბრალდებული და ნუცუბიძეს გაუმართლა, რომ ციხეში არ ჩასვეს. აკადემიკოსი პავლე ინგოროყვა სიკვდილამდე 3 წლით ადრე, 1980 წელს, ვიწრო წრეში ყვებოდა: „მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას სიკვდილის შემდეგ მასზე ბევრი ცუდი თქვეს, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ცილისწამებაა და მეტი არაფერი. ბერიას მე არაერთხელ შევხვედრივარ საქართველოშიც, როდესაც აქ მოღვაწეობდა და შემდგომაც, როცა უკვე მოსკოვში მუშაობდა. 23 წლის  ლავრენტი ბერია მე და კოწია გამსახურდიამ 1922 წლის დეკემბერში, ახალი წლის დადგომამდე სულ რაღაც ორიოდე საათით ადრე გავიცანით. ჩვენ ჩემს პატარა ბინაში ვემზადებოდით საახალწლოდ, როდესაც კარზე კაკუნის ხმა გაისმა. რომ გავაღე, ზღურბლზე გამხდარი, სრულიად ახალგაზრდა კაცი იდგა, რომელიც მორიდებულიც კი მომეჩვენა და შემოსვლის უფლება მთხოვა. აბა, რას წარმოვიდგენდით, თუ ეს მოკრძალებული ახალგაზრდა „ოგეპეუს“ საიდუმლო-ოპერატიული განყოფილების უფროსი იყო და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვეახლა, გავეფრთხილებინეთ, ანტისაბჭოური გამოსვლა არ მოგვეწყო მწერალთა შეკრებაზე, რომელიც შუაღამეზე იყო დანიშნული მწერალთა კლუბში. ბერია სულ რაღაც თვე-ნახევრის გადმოყვანილი იყო ბაქოდან თბილისში სამუშაოდ, მაგრამ უკვე თითქმის ყველა ინფორმაციას ფლობდა და რა თქმა უნდა, ჩვენი განწყობის შესახებაც იცოდა. ბერიამ ისიც კი გვითხრა, თქვენ (მე), კონსტანტინე გამსახურდია და ალექსანდრე  აბაშელი (პოეტი) საქართველოს გასაბჭოების საპროტესტოდ შავი ჩოხებით დადიოდით და ბოლშევიკების მოსვლას გლოვობდითო. კოწიამ ბოლომდე რომ მოუსმინა ბერიას, მეგრულად მითხრა:
– ვინ ეშმაკის კერძია ეს ღლაპი, ამდენს რომ გველაპარაკებაო.
კოწიასთვის უნდა მეპასუხა, მაგრამ ბერიამ დამასწრო და კოწიას მეგრულადვე მიუგო:
 – მე ღლაპი არ ვარ, მე ლავრენტი ბერია ვარო.
კოწიამ უხმო მზერა ესროლა ბერიას, რომელიც უკვე ქართულად გამოგვემშვიდობა. ბოდიში მოგვიხადა შეწუხებისთვის, თავი დაგვიკრა და წავიდა.
ბერია კარგად ერკვეოდა ხელოვნებასა და ლიტერატურაში. ცდილობდა, ახლომეგობრული ურთიერთობები ჰქონოდა ქართველ მწერლებთან, რაც ყველასთან და ყოველთვის არ გამოსდიოდა. ბერია დიდ პატივს სცემდა კოწია გამსახურდიას, დიდად აფასებდა მის შემოქმედებას და დარწმუნებული ვარ, გულწრფელად განიცდიდა მის პატიმრობას სალავკებში, საიდანაც გამსახურდია ერთ წელიწადში გათავისუფლდა. თურმე, ის ბერიამ მალულად მოინახულა სახლში, მაგრად ჩაეხუტა და უთხრა:
– პატრიოტი, ნიჭიერი და ემოციური კაცი ხარ. მოდი, ეს თვისებები სოცრეალიზმს მოახმარე, რომ მეტი ბარიერი აღარ აღიმართოს შენ წინო...
და მართლაც, ბერიას მხარდაჭერით, საკუთარი ემოციებითა და პატრიოტიზმით შთაგონებული კონსტანტინე გამსახურდია „სოცრეალიზმის“ ნიმუშებს ქმნის, რომლებშიც კომუნისტების ნამდვილი სახეა გაშიშვლებული. მაგრამ, ისეთი ნიჭიერებითაა დაწერილი, რომ ყველაზე „კლიაოზნი“ კრიტიკოსიც კი ვერ დებდა წუნს...“
ლავრენტი ბერია არა მარტო კონსტანტინე გამსახურდიასთან  და პავლე ინგოროყვასთან იყო კარგ დამოკიდებულებაში, არამედ ცდილობდა, ახლომეგობრული კონტაქტები დაემყარებინა შემოქმედებით და სამეცნიერო  ინტელიგენციასთან, რაც ყოველთვის წარმატებული არ იყო. ზოგჯერ კი ტრაგიკულიც, როგორც ეს მიხეილ ჯავახიშვილის, ევგენი მიქელაძისა და სანდრო ახმეტელის შემთხვევაში მოხდა...
პავლე ინგოროყვა იხსენებდა: „დიდი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის შექმნის იდეა ლავრენტი ბერიას ჯერ კიდევ 1937 წელს გაუჩნდა: „ვეფხისტყაოსნის“ 750 წლის საიუბილეო საღამოს შემდეგ, ბერიამ გვერდზე გამიყვანა და მითხრა, რომ ქართული ენციკლოპედიის მრავალტომეულის გამოცემას გეგმავდა და თანახმა თუ ვიქნებოდი, ამ პროექტში მიმეღო მონაწილეობა.
– რა თქმა უნდა, ამხანაგო ლავრენტი, – აღფრთოვანებულმა ვუთხარი ბერიას. მან კი ტუჩებზე თითი მიიდო და მითხრა:
– ჩუ, ჯერ არავისთან თქვა. არაა საჭირო, რომ ამ ინფორმაციამ დროზე ადრე გაჟონოს. ჯერ რედკოლეგიას ვადგენ და შენც ჩაგწერო.
ქართული ენციკლოპედიის მთავარ რედაქტორად იმთავითვე შალვა ნუცუბიძე დამტკიცდა. მაგრამ, ამ პროექტის განხორციელებას რამდენჯერმე შეეშალა ხელი. პირველად ეს 1938 წელს მოხდა, როცა ბერია „ენკავედეს“ უფროსად გადაიყვანეს მოსკოვში. მეორედ დიდმა სამამულო ომმა შეაჩერა ენციკლოპედიაზე მუშაობა. თუმცა, 1946 წელს ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის შესაქმნელად ფართო ფრონტით გაიშალა მუშაობა და მასში ბერიას დიდი ხელშეწყობით, ქართული სამეცნიერო ინტელიგენციის მთელი ნაღები იყო ჩართული, აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის ხელმძღვანელობით. მასში ვმონაწილეობდი მეც და რადგან ბერიას იდეა იყო ეს, ჩვენთვის, ქართულ ენციკლოპედიაზე მომუშავეებისთვის, ღია იყო ნებისმიერი არქივისა თუ მუზეუმის დახურული კარი. 1953 წლის თებერვალში, ჩვენმა შვიდწლიანმა ტიტანურმა შრომამ შედეგი გამოიღო. ერთ თვეში ყველა კორექტურა დასრულდა და წიგნი უნდა დაბეჭდილიყო, რომ სტალინი გარდაიცვალა. თუმცა, აპრილის მიწურულს 20 კომპლექტი სასიგნალო ეგზემპლარი დაიბეჭდა მოსკოვის ¹1 პოლიგრაფიულ სტამბაში. მზადდებოდა ათმილიონიანი ტირაჟი. შემდეგ სტამბა დალუქეს და 720 ცალი უმაღლესი ხარისხის წიგნი და მათი მატრიცები სტამბის დიდ ღუმელსა და საჭრელ საამქროში გაანადგურეს“.
ხრუშჩოვის იდიოტური ჩანაფიქრით, ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლოზე აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის გამოყვანა უნდოდათ მოწმის სახით, რომ მას ეთქვა, თითქოსდა ბერია აძალებდა მას და მის კოლეგებს „ნაციონალური ენციკლოპედიის“ შექმნას. თუმცა, როდესაც უარი მიიღეს, ნუცუბიძეს ყველა რეგალია აჰყარეს და სამსახურიდან დაითხოვეს. ქართული ენციკლოპედია კი ისე გაანადგურეს, მის ხელახალ შექმნას, თანაც ბევრად უფრო მცირეინფორმაციულის, ათეული წლები დასჭირდა...
იყო თუ არა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის შექმნა ბერიას ულტრანაციონალისტური „გამოხდომა“, ძნელი სათქმელია, მაგრამ ეს ტიტანური ნაშრომი რომ ხრუშჩოვმა და ბანდამ ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს – ფაქტია.“

скачать dle 11.3