კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ქალური ხელოვნება



იყო ქალი – ხელოვნებაა. ამბობენ, რომ ნამდვილი ქალი მავნე და კაპრიზული უნდა იყოსო. კაპრიზულობა ქალებს არ აკლიათ, მაგრამ მავნებლობა სადავო საკითხია. გააჩნია მავნებლობის ხარისხს და გარემოებას. 
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ასაკი ქალისთვის არ არის მთავარი: ის შეიძლება, მომაჯადოებელი იყოს 20 წლის ასაკში,  ძალიან მიმზიდველი - 40-ის და დარჩეს განუმეორებელი სიცოცხლის ბოლომდე.
კოკო შანელი ამბობდა: ხელები – ქალის სავიზიტო ბარათია, ყელი – მისი პასპორტი, ხოლო მკერდი – ვიზაო. ანუ უკვე მიხვდით, ამით რაზე მიგანიშნებთ.
ფეხსაცმელზე ზრუნვა არასდროსაა გადაჭარბებული. ძალიან ბევრი ქალი მიიჩნევს, რომ ის არ არის მნიშვნელოვანი. მაგრამ, ქალის ელეგანტურობის რეალური მტკიცებულება მაინც ის არის, რაც ფეხზე აცვია.  თუმცა, ნუ ჩაუღრმავდებით ტრენდებს. ნუ მისცემთ უფლებას მოდას, თქვენზე იბატონოს. თავად გადაწყვიტეთ, ვინ ხართ და რა გსურთ გამოხატოთ თქვენი სამოსითა და ცხოვრების წესით.
ყოველი შეჭმული ლუკმა პირში 2 წუთი რჩება, კუჭში - 2 საათი, ხოლო თეძოებში - 2 თვეო,  - ამბობდა კრისტიან დიორი და ის სრულიად მართალი იყო. იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე, და არა კუჭის სიამოვნებაზე.
იყო ელეგანტური, არ ნიშნავს, იყო თვალშისაცემი. აქსესუარების არჩევისას, მოიხსენით ის, რაც ბოლოს გაიკეთეთ.
ის, რასაც თქვენ იცვამთ, ნიშნავს იმას, როგორ წარუდგენთ თავს სამყაროს,  ანუ  თუ დაგრეხილი ფეხები გაქვთ – ატარეთ ღრმა დეკოლტე.
იარეთ ყოველთვის ისე, თითქოს უკან სამი მამაკაცი მოგყვებოდეთ.
თქვენ ვერ შეძლებთ, გააყალბოთ ეშხი, მაგრამ შეგიძლიათ იყოთ ეშხიანი.
ულამაზო ქალი არ არსებობს, სამაგიეროდ, არსებობს ზარმაცი ქალი.
კარგად შეკერილი კაბა ნებისმიერ ქალს უხდება – წერტილი! მაგრამ, სილამაზეზე ზრუნვა გულისა და სულისგან უნდა დაიწყოთ, სხვაგვარად ვერანაირი კოსმეტიკა და ჩაცმულობა  ვერ გიშველით. გახსოვდეთ, არაფერი ისე არ აბერებს ქალს, როგორც ზედმეტად მდიდრული სამოსი.

რაც ქალებს
ძალიან ეშლებათ
 
ქალები ხშირად ჩივიან, რომ ვერ ცხოვრობენ ისე, როგორც უნდოდათ, რომ ეცხოვრათ. მაგრამ ამაში თავის დადანაშულებას, აზრი არ აქვს.  დამნაშავეა არა ქალი, არამედ მისი აკვიატებული აზრები. დროა, სტერეოტიპს  და ნეგატივს  ბრძოლა გამოუცხადოთ.
წაიკითხეთ და მიხვდებით, რომ ეს აზრები თქვენთვის უცხო არაა.
ულამაზო ვარ
ულამაზო ქალები არ არსებობენ. უბრალოდ, ჯერ თავის ლამაზად წარმოჩენის ხელოვნება არ შეგისწავლიათ.  ყველა ქალი სილამაზით დააჯილდოვა ბუნებამ, თუმცა, მეტ-ნაკლებად. აუცილებლად იქნება თქვენში  რაღაც, რაც მართლა ლამაზს გაგხდით. იპოვეთ ის და წარმოაჩინეთ.
კაცებს ჩერჩეტი ქალები მოსწონთ
ეს მოსაზრება მხოლოდ დაკომპლექსებულ მამაკაცებს ეხებათ.  ჯანმრთელი ფსიქიკის მამაკაცს კი სწორედ გონიერი ქალები მოსწონს. ხელოვნურად ნუ გაისულელებთ თავს, პირიქით – უფრო საინტერესო იყავით. გულს ნუ გაიტეხთ  იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვით ხელში მარტო დარჩით. ნამდვილ მამაკაცს ბავშვი ვერ შეაშინებს, ლაჩარი კი თავადაც არაფერში გჭირდებათ.
პირველმა არ უნდა მოიხადო ბოდიში
ჰკითხეთ საკუთარ თავს – რა არის თქვენთვის მთავარი: მშვიდობა ოჯახში თუ ქალური სიამაყე?  ბოდიშის მოხდაში შეურაცხმყოფელი არაფერია.
რა ჯობია – ყოველდღიური, ცივ ომში გადაზრდილი ცოლქმრული კამათი თუ სიამტკბილობით ცხოვრება
არსებობს მოსაზრება, რომ ამქვეყნად ყველა უბედურება დაუკმაყოფილებელი ადამიანების ბრალია. ვინც საწოლში თავს ბედნიერად გრძნობს, ის უბედურებას არავის მოუტანს. როგორც ამბობენ, ეს ქალისთვისაც ძალიან სასარგებლოა. ჩხუბის შემდეგაც კი არ თქვათ უარი ამაზე.
გაგიმართლათ
 მამაკაცში?!

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე თითქმის ყველა ქალს აქვს სურვილი, ჰქონდეს ურთიერთობა „ცუდ“ ბიჭთან. ასეთი ტიპის ურთიერთობისგან ისინი იღებენ ვნებას, მეტი დრამაა ურთიერთობებში და ყველაფერი წინასწარ დაუგეგმავია. ჰოლივუდის ფილმებში ასეთ ურთიერთობებს მუდამ პოზიტიური დასასრული აქვს, რასაც ვერ ვიტყვით რეალურ ცხოვრებაზე.  დგება მომენტი, როცა ქალს სჭირდება სიმშვიდე, სანდო პარტნიორი და იღლება ყოველდღიური კამათითა და დაუგეგმავი სიახლეებით.
თუ გაინტერესებთ, შეხედოთ თქვენსა და თქვენი რჩეულის ურთიერთობებს ცოტა სხვა რაკურსით და შეაფასოთ ყველაფერი ახლებურად, ეს ინსტრუქცია ამის გაკეთებაში დაგეხმარებათ.
1. ის ცხოვრების ნებისმიერი, მცირე დეტალიდან იღებს სიამოვნებას;
2. მას იშვიათად აქვს ხასიათის მკვეთრი ცვლილებები;
3. არ აკეთებს დაუგეგმავ და გაუთვალისწინებელ სიურპრიზებს;
4. ხარობს, როგორც ბავშვი, როცა იგებს მისი საყვარელი საფეხბურთო კლუბი. თქვენ კი გსიამოვნებთ ამის თვალყურისდევნება;
5. გულახდილია თქვენ მიმართ და არ მანიპულირებს თქვენით;
6. არ არის წინააღმდეგი, ხანდახან გააკეთოს სულელური რაღაცეები მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ გაგაღიმოთ;
7. ის არ გცვლით თქვენ აზარტულ თამაშებზე და სხვადასხვა, დროებით გასართობ ან საეჭვო საქმიანობაზე;
8. არ მიიღებს თქვენ მაგივრად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.  ყოველთვის გაძლევთ არჩევნის საშუალებას;
9. ბოლომდე გენდობათ თქვენ. ზუსტად ისე, როგორც თქვენ – მას;
10. მას არ აქვს კონფლიქტური და ცუდი ურთიერთობა თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან. პირიქით, ცდილობს კარგად იყოს მათთან;
11. შეუძლია, ნებისმიერ დროს გაგაღიმოთ და გამოგისწოროთ ცუდი ხასიათი;
 12. ყოველთვის შეგიძლიათ, მისი იმედი გქონდეთ.
13. თქვენი მეგობარია და მის გვერდით თავს მშვიდად გრძნობთ, რაც აუცილებელი პირობაა.

скачать dle 11.3