კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

წმიდა სწავლებანი #51

ღვთის მცნებები სინათლე
და ცხოვრებაა
თუკი წუთისოფელი და ყოველივე, რაც მასშია, წარმავალია, და მხოლოდ ღმერთია მარადიული და უკვდავი, მაშინ გიხაროდენ – მის გამო დატევებული ყველაფერი ამაოა. არა მხოლოდ სიმდიდრე და ფულია ხრწნადი და წარმავალი, არამედ ნებისმიერი ცოდვით ტკბობაც. მხოლოდ ღვთის მცნებებია სინათლე და ცხოვრება – ყველა ასე უწოდებს მათ.
ძმაო, თუ შენ ცეცხლის ალი მოგედო და ამის გამო მიირბინე კინოვიაში ან სულიერ მამასთან, მაშინ, თუნდაც, მან ან ძმებმა, რომლებთანაც ერთად მოღვაწეობ, შემოგთავაზონ აბანოთი, საჭმლით ან სხვა ხორციელი ნუგეშით სარგებლობა განსვენებისთვის, უარი უთხარი – ნუ მიეჩვევი ამგვარ ნუგეშს. პირიქით, ყოველთვის მზად იყავი მარხვის, ტანჯვის დათმენისა და უკიდურესი თავშეკავებისთვის, რათა, თუკი შენი უფლისმიერი მოძღვარი ნუგეშს შემოგთავაზებს, მაშინ აღმოჩნდი მისი მორჩილი; მცირედიც არ გააკეთო საკუთარი სურვილითა და ნებით. ამ წესის დაცვით, შენ ყოველთვის და ყველაფერში მმარხველი და თავშეკავებული აღმოჩნდები და საკუთარი ნების ყოველმხრივ უარმყოფელი. უფრო მეტიც, გულში იმ ჩაუქრობელ ცეცხლს შეინარჩუნებ, რომელიც გაიძულებს ყოველივე მიწიერის მოძულებას.
როდესაც დემონები ყველა საშუალებას მიმართავენ, მაგრამ ვერ ახერხებენ, ხელი შეგვიშალონ ან დაგვაბრკოლონ ღვთისსათნო მიზნების შესრულებაში, მაშინ ისინი შედიან ისეთ პირებში, რომლებიც კეთილკრძალულებად აჩვენებენ თავს და მათი მეშვეობით ცდილობენ მოსაგრის დაბრკოლებას. თავიდან, თითქოსდა, სიყვარულითა და თანაგრძნობით აღძრულნი, ისინი მას ურჩევენ ხორციელ დასვენებას: თორემო, ეუბნებიან, სხეული მოგეღლება და სასოწარკვეთილებაში ჩავარდებიო. შემდეგ, გამოიძახებენ უსარგებლო საუბრისთვის და აიძულებენ, მთელი დღეები უქმსიტყვაობაში გაატაროს. თუ ვინმე მოშურნეთაგანი მოუსმენს და დაემსგავსება მათ, მაშინ ისინი მის ცდუნებას დასცინებენ. ხოლო, თუ ვერ დაითანხმეს და ის შეურყეველი დარჩა, შეინარჩუნა თავი მათგან გაუცხოებულად, გონებამოკრებილად და არაკადნიერად, მაშინ მის მიმართ შურით აივსებიან და ვერაგულად შეეცდებიან, რაიმე დაუშაონ. თვით მონასტრიდან გაძევებამდეც კი შეეცდებიან, მიიყვანონ საქმე. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ შერცხვენილი პატივმოყვარეობისთვის აუტანელია ქებული სიმდაბლის ხილვა.

ცხონების გზაზე...
პირველ ნათლობაში წყალი ცრემლების წინასახეა, მირონცხება კი სულიწმიდის გონიერ მირონს გულისხმობს. მეორე ნათლობა კი უკვე არა ჭეშმარიტების სახე, არამედ თვით ჭეშმარიტება.
*
მოსაგრე არა მხოლოდ ბოროტი ქმედებებისგან უნდა იკავებდეს თავს, არამედ იმაზეც უნდა ზრუნავდეს, რომ თავისუფალი იყოს წინააღმდეგობრივი აზრებისა და ზრახვებისგან; მუდამ ჩაიძიროს სულისთვის სასარგებლო აზრებში, რათა მუდამ ყოფიერი ცხოვრების საზრუნავს მიღმა რჩებოდეს.
*
ვინმემ რომ მთელი სხეული გაიშიშვლოს, მხოლოდ თვალები აიხვიოს და არ მოინდომოს სახვევის მოხსნა, ცხადია, მხოლოდ შიშველი სხეულის მეშვეობით სინათლეს ვერ დაინახავს. ასეა იმ შემთხვევაშიც, როცა ვინმე ყველა ნივთსა და ფულს უარყოფს, მიდრეკილებაც აღარ აქვს მათკენ, მაგრამ ვიდრე სულის თვალებს არ დაიხსნის ყოფიერი ცხოვრების მოგონებებისა და ბიწიერი აზრებისგან, მანამდე მაინც ვერ დაინახავს გონიერ ნათელს – თვით უფალსა და ღმერთს ჩვენსას, იესო ქრისტეს.
*
რაც საფარველია თვალისთვის, იგივეა ამქვეყნიური აზრები და ყოფიერი ცხოვრების მოგონებები გონებისთვის, ანუ სულის თვალისთვის. ამდენად, სანამ ამ აზრებს ჩვენში ვუშვებთ, მანამ სულიერად ბრმები ვრჩებით; ხოლო, როდესაც სიკვდილის გახსენებით ვიშორებთ მათ ჩვენგან, მაშინ ნათელსაც აშკარად ვხედავთ, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად (იოანე 1,9).
*
შეუძლებელია, სხეულიც საჭმელით გააძღო და, იმავდროულად, სულიერადაც განძღე გონიერი და საღვთო სიკეთეებით. რამეთუ, რამდენადაც ვინმე თავის კუჭს დაუჯერებს, იმდენად მოაკლდება სახიერებას, და პირიქით – რა ზომითაც სხეულს დაიუძლურებს, იმ ზომით აღივსება სულიერი საზრდელითა და ნუგეშით.
*
დავუტევოთ ყოველივე მიწიერი – არა მხოლოდ სიმდიდრე, ქორო და სხვა ყოფიერი ნივთები, არამედ მათი სურვილიც კი სრულიად განვაგდოთ ჩვენი სულიდან. მოვიძულოთ არა მხოლოდ ხორციელი სიამოვნებანი, არამედ მისი უგუნური მღელვარებაც და ვეცადოთ, ღვაწლით მოვაკვდინოთ ის, რამეთუ ხორციელება ვნებებს აღძრავს და მოქმედებაში მოჰყავს. სანამ ჩვენში ხორციელება ცოცხალია, სულიერება გარდაუვლად მკვდარია: სული ძნელად მოძრაობს და რეაგირებს ღვთის მცნებებზე, ან კიდევ უარესი – საერთოდ უძრავი და უგრძნობია.
*
როგორც ცეცხლის ალი ქვევით ვერ გაჩერდება და ყოველთვის ზევით მიიწევს, განსაკუთრებით, თუ გახურებულ ნაკვერჩხალს აურევ, ასევე, პატივმოყვარის გული ვერ დამდაბლდება; და თუ მას მისთვის რამე სასარგებლოს ეტყვი, კიდევ უფრო გამედიდურდება. ხოლო, როდესაც ამხელენ და შეაგონებენ, ამაზე მწვავედ რეაგირებს, წინააღმდეგობს; შექებასა და წახალისების შემთხვევაში კი, მყისვე ცუდმედიდობას ეძლევა.
ადამიანი, რომელიც შეპასუხებას მიეჩვია, საკუთარი თავისთვის წარმოადგენს ორლესულ მახვილს: გაუცნობიერებლად კლავს თავის სულს და უცხოდ ჰყოფს მას მარადიული ცხოვრებისთვის.

скачать dle 11.3