კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კრამიტგამოსაცვლელები #51

„მოვწევ, აბა,
რას ვიზამ“?!

მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ლამის ამ დედამიწის ყოფნა-არყოფნის ბედი წყდება, ამ ჩვენი ოკუპირებული ქვეყნის მრავალჭირნახულ დედაქალაქში ბრგე და ზრდასრული მამაკაცების აქცია იმართება, პათოსით: „მოვწევ, აბა, რას ვიზამ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პლანის გაბოლებაზეა ლაპარაკი)“, იმის პარალელურად, რომ არც ჯარში სამსახური უნდათ (პროფესიული ჯარი ვიყოლიოთო).
მეორე მხრივ, აქციას ინტელექტუალური მხარდაჭერაც უმაგრებს ზურგს. ასე, მაგალითად, ერთ დროს კახუჩელამ, აწ კი კახაბერმა, ანუ მომღერალმა კახა ცისკარიძემ საერთოდაც ბიუჯეტის შემავსებელი ახალი წყარო შემოგვთავაზა: კერძოდ, ის, რომ ნაკროტიკული საშუალება მარიხუანა გაყიდოს, არც მეტი, არც ნაკლები, სახელმწიფომ: ქვეყანაც სწრაფად იშოვის ფულსო.
იგი, ანუ კახა ცისკარიძე („ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად“) უფრო შორსაც მიდის: „მარიხუანის ლეგალიზაცია (განა მხოლოდ დეკრიმინალიზაცია?!) არის დიდი შემოსავალი ქვეყნისთვის, რაც განათლებაში უნდა ჩაიდოს, ასევე პენსიაში, სოცდაზღვევაში.“
მე არ ვიცი, იქნებ ბ-ნი ცისკარიძეა ისე უკიდეგანოდ გონიერი, რომ აქამომდე სხვა ვერცერთმა სახელმწიფომ ვერ მიაგნო ბიუჯეტის შევსების ეგზომ იოლ გზას, მაგრამ ის კი აშკარაა, რომ თვით მარიხუანის ლეგალიზაციამდეც კრამიტი ზოგიერთს გვარიანად დასცურებია. –

скачать dle 11.3